ანა ბუჩუკური ირაკლი ღარიბაშვილის ადმინისტრაციისგან „კოვიდ-19“-ის მართვასა და გავლენაზე ჩატარებული კვლევის გასაჯაროებას ითხოვს

Read Time:53 Second

პარტია „საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს წევრი ანა ბუჩუკური პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ადმინისტრაციისგან „კოვიდ-19“-ის მართვასა და გავლენაზე ჩატარებული კვლევის გასაჯაროებას ითხოვს.

„2020 წლის შემოდგომაზე საქართველოს მთავრობამ, მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, დაიწყო „კოვიდ-19“-ის პანდემიის მართვასა და გავლენის ფართომასშტაბიანი კვლევა, რომელიც გაეროს და USAID-ის მხარდაჭერით ჩატარდა. ამ კვლევის მიზანი მათ შორის იყო სამართლებრივი ბაზის ანალიზი, თუ რა პრობლემებია საკანონმდებლო ბაზაში და რატომ არის საჭირო, რასაც დღეს განვიხილავთ, ასეთი ხელოვნური ჩარევები. ამ კვლევის ერთ-ერთი მიმართულება ასევე იყო, თუ რა გავლენა ჰქონდა პანდემიას და პანდემიის მართვას ადამიანის უფლებებზე, რა ნაწილიც ჩაატარა კოტე კვირკველიამ. ეს კვლევა უკვე დასრულებულია”, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე.

მისივე თქმით, კვლევის შედეგები საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში გამოითხოვა პრემიერ-მინისტრისგან, თუმცა, როგორც ბუჩუკური აცხადებს, მთავრობის ადმინისტრაციიდან პასუხი დღემდე არ მიმიღია.

„ჩემი მოწოდება იქნება, ჩვენმა კომიტეტმა მოვითხოვოთ ეს კვლევა, რომელიც ნამდვილად დასრულებულია და როგორც ინფორმაცია მაქვს, ნამდვილად საინტერესო შედეგები დადო. ჩავიხედოთ ამ კვლევაში დეტალურად და გავმართოთ საკანონმდებლო ბაზა იმგვარად, რომ ყოველ ექვს თვეში ერთხელ არ დაგვჭირდეს საკანონმდებლო ჩარევები. პანდემია არის თემა, რომელიც უნდა იყოს ზეპარტიული და ყოველგვარი პოლიტიკური ინტერესებისგან დაცლილი”, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისია მომავალ კვირაში საუბნო კომისიის ზოგიერთი წევრის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხს განიხილავს
Next post „დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის სახელმწიფო სტრატეგიის“ შემუშავებისა და განხორციელების მიზნით, სამთავრობო კომისია შეიქმნა