არჩევნების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარედ გივი მიქანაძე აირჩიეს გივი მიქანაძე

Read Time:31 Second

საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარედ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გივი მიქანაძე აირჩიეს. დროებითი საგამოძიებო კომისიის მდივანი კი „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენელი დავით ზილფიმიანი იქნება.

საგამოძიებო კომისიაში საპარლამენტო უმრავლესობის ორი წევრი – ალუდა ღუდუშაური და გივი მიქანაძე და ოპოზიციის ორი წევრი – დავით ზილფიმიანი და ფრიდონ ინჯია შედიან.

საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო – სახალხო განხილვის კომისია პარლამენტის დადგენილებით 1-ელ აპრილს შეიქმნა. 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შემსწავლელ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას უფლებამოსილების 3-თვიანი ვადა 17 მაისს ეწურებოდა. კომისიამ პირველი საორგანიზაციო სხდომა დღეს გამართა.

პარლამენტმა 31 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ დადგენილება 17 თებერვლის პლენარულ სხდომაზე მიიღო და კომისიის უფლებამოსილების ვადად 3 თვე განისაზღვრა

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ქართული საფეხბურთო ,,დიდგორის ბრძოლიდან” 40 წელი გავიდა
Next post მამუკა მდინარაძე: მინდა ოპონენტებს მივულოცო, რომ თავის თავში იპოვეს ძალა, არჩევნების ლეგიტიმურობა პირველად ეღიარებინათ