არასამთავრობოები გორის ციხის მუნიციპალიტეტითვის გადაცემას ითხოვენ

Read Time:47 Second

გორის ციხის გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადმოცემის მინით, არასამთავრობო სექტორი პეტიციას ამზადებს. ავტორები პეტიციას ახალ პლატფორმაზე – ichange.gov.ge – განათავსებენ, სადაც მოთხოვნის მხარდაჭერა ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება. ინფორმაციას “რადიო მოზაიკა” ავრცელებს.

ორგანიზაციები  ხელისუფლებას სთხოვენ, გორის ციხე საკუთრებაში გორის მუნიციპალიტეტს გადაეცეს.

პეტიციის მომზადების პროცესს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” გორის ოფისი აორგანიზებს. სამუშაო პროცესში ჩართულია რამდენიმე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია. მათმა წარმომადგენლებმა პეტიციის ტექსტი უკვე შეიმუშავეს.

„გორის საზოგადოების დიდი ნაწილი შეწუხებულია გორის ციხის მდგომარეობით. ფაქტიურად, არ ხდება ძეგლის დასუფთავება და შეკეთება. ქალაქი ვერ იყენებს იმ დიდ ტურისტულ პოტენციალს, რომელიც ციხის გონივრულ გამოყენებას შეიძლება მოყვეს“, – ნათქვამია ტექსტში.

პეტიციის ავტორები განმარტავენ, რომ ამჟამად გორის ციხე საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნის. შესაბამისად, ადგილობრივი ხელისუფლებისა და მოსახლეობისთვის შეზღუდულია ძეგლის მოვლა-პატრონობის უფლება და შესაძლებლობა.

პეტიციის ავტორები, მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის ახალ პლატფორმას – ichange.gov.ge – გამოიყენებენ. საბოლოო ტექსტი აღნიშნულ საიტზე უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება და მოთხოვნის მხარდაჭერა ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს შეეძლება. 10 000 ხელმოწერის შეგროვების შემთხვევაში, პეტიცია განსახილველად სპეციალურ საბჭოს გადაეცემა. ხარვეზების არარსებობის შემთხვევაში კი, საბჭო საკითხს განსახილველად მთავრობის ადმინისტრაციას გადაუგზავნის.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ფრაქცია “ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების” განცხადებას ავრცელებს
Next post მასწავლებელს მიღებული სტატუსი აღარ ჩამოერთმევა – რა ცვლილებები იგეგმება სქემაში