0 0
Read Time:30 Second

გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.

„გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გულწრფელი მილოცვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებასთან დაკავშირებით.

თქვენი ხელმძღვანელობისას, მოუთმენლად ველოდები გაერთიანებული ერების ორგანიზაციასა და საქართველოს მთავრობას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, რადგან თქვენ ახორციელებთ თქვენს ვალდებულებას დემოკრატიული ინსტიტუტების, კანონის უზენაესობისა და გენდერული თანასწორობის გაძლიერებისკენ.

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ერთგულად უჭერს მხარს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებების დაკმაყოფილებას.

დარწმუნებული იყავით, რომ საქართველოს მთავრობას და ხალხს შეუძლიათ, გაერთიანებული ერების მხარდაჭერისა და თანამშრომლობის იმედი ჰქონდეთ, მათ შორის, საქართველოში გაერო-ს წარმომადგენლების მეშვეობით, მდგრადი განვითარების მიზნების წინსვლისთვის. გთხოვთ, მიიღოთ ჩემი პატივისცემის გარანტია“,- აღნიშნულია გუტერეშის მილოცვაში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები