ანრი ოხანაშვილი: ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მაშინდელმა ხელისუფლებამ მოკლა თავისი პატიმრები, ძალადობრივი რეჟიმის წარმომადგენლები კი ციხის საავადმყოფოს მულტიფუნქციური კლინიკის პირობებს უწუნებენ

Read Time:1 Minute, 26 Second

ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მაშინდელმა ხელისუფლებამ მოკლა თავისი პატიმრები და ამით დაარღვია ევროპული კონვენცია! ძალადობრივი რეჟიმის ეს წარმომადგენლები კი დღეს, მულტიფუნქციური კლინიკის პირობებს უწუნებენ ციხის საავადმყოფოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც იგი მიხეილ სააკაშვილის უფლებების დამცველთა განცხადებებს ეხმიანება.

„ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი ბელადი მიშას უსაფუძვლო აჟიოტაჟისა და პანიკის ფონზე, რომ თურმე მულტიფუნქციური კლინიკის პირობები არ იქნება ციხის საავადმყოფოში, ბევრს ალბათ, გეღიმებათ და გახსენდებათ, რა პირობებშია დღეს პატიმარი სააკაშვილი და რა არაადამიანურ პირობებში ამყოფებდა მაშინდელი რეჟიმი პატიმრებს.
რადგან საპატიმრო დაწესებულებაზე საუბრობს ნაციონალური მოძრაობა, გავიხსენოთ 2006 წლის ე.წ. ციხის ბუნტის საქმე და 2006 წლის 27 მარტს თბილისის ნომერ მე-5 საპყრობილეში „ნაცმოძრაობის“ მიერ ჩატარებული სპეცოპერაცია.

საზოგადოებას შევახსენებ, რომ ამ საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ სულ ახლახან, 2020 წლის 2 აპრილს, გამოიტანა გადაწყვეტილება („კუხალაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“) და დაადგინა შემდეგი: სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებს ხელმძღვანელობისგან არ მიუღიათ არანაირი მითითება იმის შესახებ, რომ ძალის გამოყენების დროს ზიანი მაქსიმალურად შეემცირებინათ;

სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები ქაოსურად და გეგმის გარეშე მოქმედებდნენ, უფრო მეტიც, კომპეტენტურმა ორგანოებმა არც იცოდნენ, კონკრეტულად ვინ ხელმძღვანელობდა სპეციალური დანიშნულების რაზმს;

სახელმწიფოს არც უფიქრია უფრო ნაკლები ზიანის მომტანი საშუალებები, მაგალითად, ცრემლსადენი გაზი ან წყლის სატყორცნი საშუალება გამოეყენებინა;

ცეცხლსასროლი იარაღი არა მხოლოდ სპეციალური რაზმის იმ წევრებმა გამოიყენეს, რომლებიც საპატიმრო დაწესებულების შიგნით მოქმედებდნენ, არამედ სხვა წევრებმაც, რომლებიც საპატიმრო დაწესებულების მახლობლად მდებარე შენობების სახურავებიდან საპატიმრო დაწესებულების ფანჯრებში უმისამართოდ ისროდნენ;

სპეციალური ოპერაციის დასრულების შემდეგ სახელმწიფომ დაშავებულ პატიმრებს არ აღმოუჩინა სათანადო სამედიცინო დახმარება;

არაერთმა ადგილობრივმა და საერთაშორისო დამკვირვებელმა დაადასტურა, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები განაგრძობდნენ პატიმრების მიმართულებით სროლას, მიუხედავად იმისა, რომ ისინი უკვე აღარ უწევდნენ წინააღმდეგობას სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებს.

ევროპულმა სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ მაშინდელმა ხელისუფლებამ მოკლა თავისი პატიმრები და ამით დაარღვია ევროპული კონვენცია! ძალადობრივი რეჟიმის ეს წარმომადგენლები კი დღეს, მულტიფუნქციური კლინიკის პირობებს უწუნებენ ციხის საავადმყოფოს!“, – წერს ანრი ოხანაშვილი.

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გია გაჩეჩილაძე: სპეციალური განყოფილება იყო შექმნილი გაჩეჩილაძეების გვართან დაკავშირებით, გარშემო კაცი არ დამიტოვეს, ვინც არ დაიჭირეს
Next post ლადო პაპავა: ყველა დავფიქრდეთ რა გვინდა, ქვეყნის განვითარება თუ ისევ დაძაბულობასა და არეულობაში ყოფნა