ანიტას ბებია: მადლობა, დაგვიკავშირდნენ პრემიერის დავალებით

Read Time:36 Second

“მადლობა, დაგვიკავშირდნენ პრემიერის დავალებით ” – ანიტას ბებია, თამუნა გლურჯიძე თავის სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი თხოვნის შემდეგ მას პრემიერის დავალებით დაუკავშირდნენ.

როგორც “ტიფლისნიუსს” მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, პროცესში ჩართულია ყველა საჭირო უწყება, მათ შორის ჯანდაცვისა და საგარეო სამინისტროები.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ ანიტას ბებიამ მიმართვა გაავრცელა:

არ ვიცი როგორ, არ ვიცი რანაირად, დამეხმარეთ ყველა, სასწრაფოდ მჭირდება ხმის მიწოდება უმაღლეს ეშელონებთან, ბავშვი უმძიმეს მდგომარეობაშია, ათასნაირი წერილის მიწერ-მოწერას ითხოვს ბიუროკრატია, სანამ იტალიის კლინიკაში მოხვდება.

ამასობაში დრო გადის და შეიძლება დაგვიანებული იყოს. მივმართავ თხოვნით რიგით ადამიანებს, ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს, ყველას – მიმაწვდენინეთ ხმა პრემიერამდე, დამეხმარეთ გადავარჩინო ანიტა. იქნებ მომცეთ საშუალება პირდაპირი ეთერიდან მიმართვის, ან რაიმე სხვა სწრაფი გზა შემომთავაზოთ.
გთხოვთ, ვინც წაიკითხავთ გადააზიარეთ, იქნებ გავანგრიოთ ბიუროკრატიის კედელი. ნუთუ ის თუნდაც ერთი ბავშვის სიცოცხლეზე მნიშვნელოვანია?!

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ჩინეთის ქალაქ ცინდაოში ქალ ძიუდოისტთა შეჯიბრზე ეთერ ლიპარტელიანი იჭიდავებს
Next post პარლამენტში ნიკა მელიასთვის მანდატის შეწყვეტის საკითხს განიხილავენ