ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის შემდეგი ტალღისთვის მზადყოფნაზე საკოორდინაციო საბჭო მუშაობს

Read Time:23 Second

ამირან გამყრელიძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭო მუშაობს ჯანდაცვის სისტემის მზადყოფნის გეგმაზე კორონავირუსის შემდეგი ტალღისთვის, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ახლა ჩვენ ვმუშაობთ სერიოზულ გეგმაზე, ეს არის ე.წ. ჯანდაცვის სისტემის მზადყოფნის გეგმა მეორე, მესამე და შემდგომი ტალღისთვის ანუ ძირითადად შემოდგომის და იქ გათვალისწინებულია ძალიან ბევრი ნიუანსი. იქ არის როგორც ეპიდზედამხედველობა, ტესტირება, ჰოსპიტლების მზადყოფნა, ასევე, ქვეყანაში დაახლოებით რამდენმა ადამიანმა გადაიტანა და რა არის დაახლოებით ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დიმიტრი ხუნდაძე: ჯანმოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კოვიდ-19-თან ბრძოლაში საქართველო წარმატებულია
Next post ირაკლი ბერაია – აშშ-ის კონგრესში საქართველოს აქვს მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერა, რაც ჩვენთვის ძალიან ღირებულია