ამირან გამყრელიძე: ჯერჯერობით, ყველაზე ცხელ წერტილად კვლავ აჭარა რჩება

Read Time:57 Second

ჯერჯერობით, ყველაზე ცხელ წერტილად კვლავ აჭარა რჩება. 196 შემთხვევა გვაქვს, თუმცა, დინამიკის თვალსაზრისით, შემთხვევათა გარკვეულ სტაბილიზაციას აქვს ადგილი, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„პერიოდულად, რაოდენობა მცირდება. იყო, როცა 200-ზე ბევრად მეტი იყო დღიური რაოდენობა. დღეს ის მერყეობს 150-სა და 200-ს შორის. აბსოლუტურ ციფრში, გავრცელებით, მეორეა თბილისი, შემდეგია იმერეთი. 478 ახალი პაციენტიდან უმეტესობა სიმპტომებიანი პაციენტია, რომელთაც მიმართეს კლინიკებს ან ამბულატორიულ დაწესებულებებს. ასეთი იყო 248 ადამიანი. 128 გახლავთ დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, სამედიცინო პერსონალია 17, თვითიზოლაციაში მყოფი – 37 და სხვა დანარჩენ რისკჯგუფებში 41 შემთხვევა გვქონდა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 12272 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 6538 ადამიანი, გარდაიცვალა 91 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში 5590 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ამირან გამყრელიძემ ის რისკ-ჯგუფები დაასახელა, რომლებიც გრიპის ვაქცინაზე პირველ რიგში აიცრებიან
Next post კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ სტუდენტებისთვის დაიწყო