ამირან გამყრელიძე ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის შემსუბუქებას არ გამორიცხავს

Read Time:27 Second

ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა შესაძლოა შემსუბუქდეს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს იმაზე, სრულად მოიხსნება ეს შეზღუდვა, თუ რამდენიმე საათით შემსუბუქდება.

„ვაკვირდებით ეპიდსიტუაციას. თუ ასეთი სტაბილური იქნება, შემდეგ ეტაპზე ეს საკითხიც შეიძლება განვიხილოთ. დღეს შემსუბუქების კიდევ ერთი ეტაპი დაიწყო. ყოველი შემსუბუქების შემდეგ 10 დღე – ორი კვირა უნდა დავაკვირდეთ ეპიდსიტუაციას და შემდეგ ეტაპზე ეს საკითხიც განიხილება. დარწმუნებული ვარ, ეს შეზღუდვაც შემსუბუქდება, ოღონდ, ეპიდვითარების სტაბილიზაციის ფონზე“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

საქართველოში გადაადგილებაზე შეზღუდვა 21:00-დან 05:00 საათამდე მოქმედებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პაატა იმნაძე: მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან დღეიდან იწყება ეპიდემიის დასრულების დასაწყისი
Next post დავით ზალკალიანი: ასოცირების საბჭო საქართველო-ევროკავშირის უმაღლესი ფორმატი გახლავთ და ის ყველა ძირითად მიმართულებას განიხილავს