ამირან გამყრელიძე: მზად ვართ, აფხაზეთში მყოფ ჩვენს მოქალაქეებს დიაგნოსტიკასა და შემდგომ მკურნალობაში დავეხმაროთ

Read Time:51 Second

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის დიაგნოსტირების შესაძლებლობა არ არის, ამიტომ, საქართველოს ხელისუფლებამ ამ კუთხით დახმარება შესთავაზა.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, გაეროს მისია ჩავა მალე აფხაზეთში და ამის შემდეგ უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.

„იცით, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩვენგან სხვადასხვა ვაქცინებს იღებენ, სხვადასხვა დაავადებებზე. ჩვენი ექიმები ტრენინგებს ატარებენ. ერთი კვირის წინ კი ჩატარდა შეხვედრა, გვქონდა პირდაპირი და არაპირდაპირი კონტაქტი – მზად ვართ, აფხაზეთში მყოფ ჩვენს მოქალაქეებს დავეხმაროთ დიაგნოსტიკასა და შემდგომ მკურნალობაშიც“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ აჭარის ტელევიზიის ეთერში.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 33 შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.

რა უნდა ვიცოდეთ პანდემიის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ჟურნალისტებმა იუბილარ თენგიზ ცერცვაძეს ბრიფინგის შემდეგ ტკბილეული მიართვეს და უმღერეს
Next post აშშ-ში მეცნიერებმა მოხალისეზე კორონავირუსის ვაქცინა დატესტეს