ამირან გამყრელიძე: ინფიცირებულების ყველა წყაროზე გავდივართ, პანიკის არავითარი საფუძველი არ არის

Read Time:32 Second

ყველა წყაროზე გავდივართ და ვარეგულირებთ ამ საკითხს. ამიტომ ხაზს ვუსვამ, პანიკის არავითარი საფუძველი არ არის, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.

„შემთხვევების გარკვეული მატება პროგნოზირებადი იყო. ასე იყო ყველა ქვეყანაში, სადაც კი შემსუბუქების პოლიტიკა მიმდინარეობს. ამის გარეშე არ შეიძლება, ეკონომიკა უნდა გაიხსნას, სწორი და კარგი ბალანსი უნდა გვქონდეს ერთი მხრივ, შემსუბუქების პოლიტიკასა და მეორე მხრივ, სწრაფ პასუხს შორის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღეს, კორონავირუსის რვა ახალი ფაქტი გამოვლინდა და რვავეს ინფიცირების წყარო ცნობილია – ერთი გაჩიანის კლასტერს უკავშირდება, ერთი – ლილოს კლასტერს; ერთი ინფიცირებული სამედიცინო პერსონალია, ხოლო ოთხი შემთხვევა შემოტანილია.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1145 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 927 ადამიანი, 16 პაციენტი კი გარდაიცვალა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კომუნიკაციების კომისია მედიაწიგნიერების პროექტების აჭარაში განხორციელებას ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტით იწყებს
Next post არჩილ თალაკვაძე: 2014 წლამდე C ჰეპატიტი იყო ნელი სიკვდილისა და სასოწარკვეთის დიაგნოზი, დღეს მკურნალობა უკვე ყველასათვის ხელმისაწვდომია