ამერიკელმა ღვინის მაგისტრმა ქართულ ღვინოზე წიგნი დაწერა

Read Time:43 Second

ამერიკელმა ღვინის მაგისტრმა, ლიზა გრანიკმა ქართულ ღვინოზე წიგნი The Wines of Georgia დაწერა. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

წიგნის ელექტრონული ვერსია ღვინის კლასიკური ბიბლიოთეკის ვებგვერდზეა განთავსებული, სადაც ღვინოსა და ალკოჰოლიან სასმელებზე მსოფლიო ექსპერტების მიერ დაწერილი წიგნები თავმოყრილია.

336-გვერდიან წიგნში ლიზა გრანიკი საქართველოს მეღვინეობა-მევენახეობის 8000-წლიან ისტორიაზე, კულტურასა და პოტენციალზე წერს. როგორც წიგნის ანოტაციაშია აღნიშნული, მიუხედავად 8000-წლიანი ისტორიისა, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ბოლო 25 წლის მანძილზე საქართველო ახალი ძალით მეღვინეობის ტრადიციებსა და ვაზის ადგილობრივ, უნიკალურ ჯიშებს აცოცხლებს.

ღვინის მაგისტრი წიგნზე რამდენიმე წელი მუშაობდა, მან საქართველოს მეღვინეობის ყველა რეგიონი მოიარა, ყველა კუთხის მეღვინეს შეხვდა. ღვინის ინდუსტრიის ისტორიისა და თანამედროვეობის პარალელურად, ავტორი თავის ნაშრომში ასევე ქართული სუფრის ტრადიციებსა და იმ ღირშესანიშნაობებს აღწერს, რომლებიც მკითხველს ქართული ღვინის გაცნობასთან ერთად, ქვეყანაში მოგზაურობის ინტერესს უჩენს. ლიზა გრანიკი ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული კომპანია „Tastingwork”-ის ხელმძღვანელია.

წიგნს ქართული ღვინის კულტურის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდისთვის მსოფლიოს მასშტაბით განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბიძინა ივანიშვილის განცხადება
Next post არჩილ თალაკვაძე – ჩვენ აუცილებლად მოვიკრებთ ძალას და ავიღებთ მომავალზე პასუხისმგებლობას