ამერიკელი ელჩი: აშშ ჩინეთთან ომისთვის უნდა მოემზადოს

Read Time:39 Second

ადმირალმა ჰარი ჰარისმა, რომელიც ავსტრალიაში აშშ-ს ელჩად დაინიშნა, კონგრესში განაცხადა, რომ ამერიკამ აქტიურად უნდა დაიწყოს მზადება ჩინეთთან ომისთვის. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.

ადმირალის თქმით, ჩინეთი სამხედრო შეიარაღებას ზრდის. უახლოეს მომავალში, მისი არმია სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ამერიკულზე ძლიერი იქნება.

ამასთან, ჰარი აცხადებს, რომ აშშ-ში ამ საფრთხის იგნორირებას ახდენენ. მისი აზრით, პოლიტიკოსებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ ომის თავიდან ასაცილებლად, მაგრამ ამავდროულად, უნდა ემზადონ ამისთვის. საფრთხეებს შორის ადმირალმა ჩინეთის მიერ სადაო კუნძულებზე 7 სამხედრო ობიექტის მშენებლობა დაასახელა

15 თებერვალს, აშშ-ში ჩინეთის ელჩმა ცუი ტიანკაიმ განაცხადა, რომ ჩინეთზე სისტემატურ თავდასხმებს ცუდი შედეგები მოჰყვება.

11 თებერვალს ანალიტიკურმა კომპანია RAND Corporation-მა აშშ-სა და ჩინეთს შორის შესაძლო ომის შესახებ ანგარიში წარადგინა. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ჩინეთი პირდაპირ დარტყმას მოერიდება და ძირითადი დატვირთვა კიბერშეტევებზე წავა იმისათვის, რომ მოწინააღმდეგის მართვის სისტემები გამოიყვანონ წყობიდან.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ ჯანელიძემ მიუნხენში მცხოვრებ ქართველებთან დიასპორის საქმიანობის საკითხები განიხილა
Next post FAO საქართველოს მეთევზეობის სექტორის განვითარებაში დაეხმარება