მიხეილ ჯანელიძემ მიუნხენში მცხოვრებ ქართველებთან დიასპორის საქმიანობის საკითხები განიხილა

Read Time:42 Second

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მიუნხენში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა მიუნხენში მცხოვრებ ქართველებთან. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მიხეილ ჯანელიძემ მათთან შეხვედრისას მიმოიხილა გერმანიაში ქართული დიასპორის ფუნქციონირებასთან და საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები.

საუბარი შეეხო გერმანიაში მოღვაწე წარმატებული ქართველების პოპულარიზაციის ხელშეწყობას, როგორც საქართველოში, ასევე თავად გერმანიაში.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს ქ. მიუნხენში საქართველოს პოპულარიზაციის კუთხით ქართული სათვისტომო ორგანიზაციის მიერ დაგეგმილი ღონისძიებები.

მინისტრმა ინფორმაცია მიაწოდა ქართულ დიასპორას საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე როგორც დედაქალაქში, ასევე ქვეყნის საზღვრებს გარეთ და დახმარება აღუთქვა დიასპორულ ორგანიზაციებს საიუბილეო თარიღის სათანადო აღნიშვნაში.
შეხვედრაზე ასევე მიმოიხილეს სახელმწიფოს მხრიდან დიაპორასთან ეფექტური თანამშრომლობისათვის გადადგმული ნაბიჯები, მათ შორის დიასპორის სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცება, დიასპორისთვის სპეციალური საინფორმაციო პორტალის შექმნა და დიასპორის წარმომადგენლებისათვის შექმნილი სპეციალური პროგრამები“, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეხვედრაზე დიაპორის წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს მინისტრს და საგარეო საქმეთა სამინისტროს რეგულარული შეხვედრების ფორმატისთვის და სამომავლოდ კიდევ უფრო აქტიური თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კობახიძემ ლიტველებს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე მიულოცა
Next post ამერიკელი ელჩი: აშშ ჩინეთთან ომისთვის უნდა მოემზადოს