ალექსანდრ ლუკაშენკო – ბელარუსი რუსეთის სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობს, თუმცა მობილიზაცია არ იქნება
ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, ბელარუსი უკრინაში მიმდინარე რუსეთის „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“ მონაწილეობს, თუმცა მობილიზაცია არ იქნება. ლუკაშენკომ ამის შესახებ განცხადება სამხედრო უსაფრთხოების საკითხებზე გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.
ამასთან ლუკაშენკო უარყოფს, რომ რუსეთის დასახმარებლად ის უკრაინაში სამხედროებს გზავნის. მისი თქმით, მონაწილეობა დაჭრილების მკურნალობაში, ასევე, ლტოლვილთა მიღებასა და იმაზე გამოიხატება, რომ ბელარუსი არ უშვებს კონფლიქტის ბელარუსის ტერიტორიაზე გავრცელებას.
„ჩვენ არავის ვკლავთ. ჩვენს სამხედროებს არსად არ ვგზავნით. არ ვარღვევთ ჩვენს მოვალეობებს“, – განაცხადა ლუკაშენკომ.
აღსანიშნავია, რომ ომის დაწყების დროს ბელარუსმა რუსეთს შეიარაღებული ძალების გასათავსებლად საკუთარი ტერიტორია შესთავაზა. რამდენიმე დღის შემდეგ კი, ლუკაშენკომ დაადასტურა, რომ ბელარუსის ტერიტორიიდან უკრაინის მიმართულებით რაკეტები იქნა გაშვებული.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
ცნობილი ტიკტოკ ვარსკვლავი მოკლეს
ბაღდადში ერაყელი TikTok-ვარსკვლავი ომ ფაჰადი მოკლეს. ამის შესახებ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით BBC იტყობინება. ერაყის შსს-ს ინფორმაციით, „სოციალურ მედიაში ცნობილი ადამიანი...
ლეკვი სასეირნოდ წაიყვანა და გაუჩინარდა… – 4 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის ცხედარი სხვენში იპოვეს
2020 წლის აგვისტოდან დაკარგული ბიჭი იპოვეს იმ ბინის სხვენში, სადაც ის ბოლოს ნახეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. ორშაბათს ბუფალოს პოლიციის...
6.5 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრა მოხდა
ახალი გვინეაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 6.5 მაგნიტუდა შეადგინა. ინფორმაციას, ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახური ავრცელებს.
G7-ის ლიდერები განცხადებას ავრცელებენ
დიდი შვიდეულის ლიდერები ირანის მიერ ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. "ისრაელისა და მისი ხალხის მიმართ სრულ მხარდაჭერას გამოვხატავთ. კიდევ...
ძალიან მძიმე ვითარება-ირანული მედია: ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების პირველი ტალღა გაუშვა
ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების პირველი ტალღა გაუშვა. ინფორმაციას ამის შესახებ ირანული მედია ავრცელებს. მანამდე ისრაელის თავდაცვით ძალებში დაადასტურეს, რომ ირანმა...
ბოლო ცნობები ისრაელიდან – რა ინფორმაციას ავრცელებს IDF-ი
IDF-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ სამხედროები თვალყურს ადევნებენ ყველა უპილოტო თვითმფრინავს, რომელიც ირანიდან ისრაელში გაუშვეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. „ცოტა ხნის წინ...