ალექსანდრე ჩივაძე: ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელებს მივმართავ – ძალიან უნდა მოუმატონ ხარისხს, თორემ ამ სტადიონს უხარისხო ფეხბურთი არ მოუხდება

Read Time:38 Second

ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელებს მივმართავ, ძალიან უნდა მოუმატონ ხარისხს, თორემ ამ სტადიონს უხარისხო ფეხბურთი არ მოუხდება, – ამის შესახებ ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა, ალექსანდრე ჩივაძემ ბათუმში, ახალი სტადიონის გახსნაზე განაცხადა.

„ჩემთვის უჩვეულოა ცარიელი ტრიბუნის წინ გამოსვლა. მიხარია, რომ საქართველოში, აჭარაში, ჩვენს საყვარელ ქალაქში, ბათუმში ასეთი ბრწყინვალე სტადიონი აშენდა. ჩემს გვერდით არიან ჩვენი სასიქადულო, ვეტერანი ფეხბურთელები და ვსაუბრობდით, რომ მოვლილი გვაქვს მსოფლიო, ბევრი სტადიონი გვინახავს, მაგრამ ეს სხვანაირი, ჩვენებური სტადიონია. ახალგაზრდები რომ ვიყავით, ჩვენთვის წარმოუდგენელი იყო, რომ ოდესმე ასეთ სტადიონზე მოგვიწევდა ვარჯიში და თამაში. მიხარია, რომ ჩვენს მშობლიურ ქალაქში ასეთი სტადიონი აშენდა. პირველ რიგში, ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელებს მივმართავ, ძალიან უნდა მოუმატონ ხარისხს, თორემ ამ სტადიონს უხარისხო ფეხბურთი არ მოუხდება. უფრო მეტი ივარჯიშეთ. იმედი მაქვს, რომ ამ სტადიონზე საქართველოს ყველა ნაკრების ახალგაზრდები ჩამოვლენ, ითამაშებენ და ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ წარმატებას“ – განაცხადა ალექსანდრე ჩივაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საგარეჯოს რაიონის ყოფილი მიწათმომწყობი: ივერი მელაშვილს უნიკალური რუკა მივეცი, მან კი ის უკან არ დამიბრუნა
Next post კახა კუჭავა სადამკვირვებლო ორგანიზაციების კვლევაზე: ეს არის ინფორმაცია, რომელიც ნათლად ასახავს არჩევნების დღეს ვინ იქნება აქტივი და ვინ შეეცდება დაძაბოს სიტუაცია