პარასკევი, მაისი 1, 2026

აკაკი ზოიძე პარლამენტს ტოვებს

ორი კვირის წინ ვთქვი, რომ პრაგმატული პოლიტიკის გონებით მესმის, მაგრამ გულით არა. ხოლო უგულოდ არცერთი საქმის კეთება კარგად არ გამოსდის ადამიანს, მათ შორის პოლიტიკის. მით უმეტეს, როდესაც პოლიტიკური პრიცესი მკვეთრად პოლარიზებულია, რაშიც ჩემ წილ პასუხისმგებლობასაც ვგრძნობ. პასუხისმგებლობას უპირველეს ყოვლისა იმის გამო, რომ ვერ შევძელით კოლეგების ნაწილის დარწმუნება, რომ მიუხედავად გარკვეული რისკებისა, 2020 წელსვე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა პოლიტიკის კონსტრუქციულ კალაპოტში გადასვლას და ქვეყნის სტაბილურობის შენარჩუნებას უზრუნველყოფდა, ისევე როგორც მტკიცედ მჯერა, რომ ამავე შედეგს მოგვიტანდა ამ თემაზე რეფერენდუმის, ან პლებისციტის ჩატარება, რაშიც ასევე ვერ შევძელი ჩემი თანაგუნდელების დარწმუნება.

იმის გათვალისწინებით, რომ პოლიტიკა ჩემთვის ყოველთვის იყო მხოლოდ საშუალება მიზნის მისაღწევად – ანუ ქვეყნისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის სასიკეთო საქმეების საკეთებლად, ხოლო ნეგატიური პოლიტიკური დღის წესრიგის პირობებში პოზიტიური რეფორმების გატარება ჩემი აზრით, ნაკლებ სავარაუდოა, – ჩემს ადგილს დღევანდელ საჯარო, პარტიულ პოლიტიკაში და შესაბამისად პარლამენტში ვეღარ ვხედავ.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თოთოეულ ჩემს კოლეგას და მეგობარს, ვისთანაც ერთად ჩემი ცხოვრების სამი წელი გავატარე საქართველოს პარლამენტში და ერთად შევძელით ძალიან მნიშვნელოვანი საკანონმდებლო რეფორმების გატარება, რომელთაგან სამი ჭეშმარიტად საშვილიშვილოა: ახალი კონსტიტუცია, რომლითაც შეუძლია იამაყოს ნებისმიერმა ევროპულმა ქვეყანამ, თამბაქოს კონტროლის კანონი, რომლის წყალობითაც გავთავისუფლდით კვამლისგან საჯარო სივრცეებში და რომელმაც უკვე გადაარჩინა ასეულობით ადამიანი და მომავალში გადაარჩენს ათეულობით ათას ადამიანს ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაკარგვისგან და დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამუშავება, რომელიც ჩვენი შვილებისთვის იქნება ღირსეული სიბერის გარანტია, რომ მათ საპენსიო ასაკში აღარ მოუწიოთ დღევანდელი პენსიონერების დიდი ნაწილის მსგავსად არსებობისათვის ყოველდღიური ბრძოლა. ასევე მადლობას ვუხდი ყველა გულშემატკივარს და მხარდამჭერს, რომელთაც შემიმსუბუქეს პოლიტიკოსის ტვირთი, რომელიც განსაკუთრებით მძიმეა ქართულ რეალობაში.

ცუდია, რომ მიუხედავად დიდი სურვილისა და ძალისხმევისა, რიგი ბარიერების გამო, ვერ შევძელით თანამოაზრეებთან ერთად ნარკოპოლიტიკის ძირეული რეფორმის გატარება, რომელიც ჩემი ღრმა რწმენით, აუცილებლად ბოლომდე მისაყვანია, რათა ათეულ ათასობით ახალგაზრდის საზოგადოებაში ინტეგრაცია ვუზრუნველყოთ.

ბოდიშს ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვისაც სურვილის მიუხედავად ვერ დავეხმარე, ან უნებურად (მიზანმიმართულად და შეგნებულად არასდროს) გული ვატკინე სიტყვით ან საქმით.

და ბოლოს, ვრჩები რა ერთგული იმ ფასეულობებისა, რომლის გამოც შევუერთდი ქართულ ოცნება 2016 წელს, ასევე ვუსურვებ ჩემს თანაგუნდელებს, რომ ბოლომდე შეინარჩუნონ ეს ფასეულობები და მზად ვარ გვერდში ამოვუდგე მათ ქვეყნისთვის სასიკეთო ნებისმიერ საქმეში, განსაკუთებით კი ჯანმრთელობისა და სოციალური პოლიტიკის რეფორმებში, რომლებშიც მჯერა, რომ ჩემი ექსპერტული წვლილის შეტანა შემიძლია ახალ (ძველ) ამპლუაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კახა კალაძე – ვმუშაობთ თბილისის შესასვლელ-გასასვლელი ალტერნატიული გზების მოძიებისა და განვითარების მიმართულებით

მუნიციპალიტეტის მერია მუშაობს თბილისის შესასვლელ-გასასვლელი ალტერნატიული გზების მოძიებისა და განვითარების მიმართულებით, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.როგორც მან აღნიშნა, ქალაქში არსებული საცობების განტვირთვისა და გადაადგილების გამარტივების მიზნით გადაიდგა შესაბამისი ნაბიჯები, მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგების კუთხით.„რამდენიმე დღის წინ გვქონდა შეხვედრა ინფრასტრუქტურის სამინისტროში. მინისტრი რევაზ სოხაძეც ესწრებოდა. განხვიხილეთ ალტერნატიული შემოსასვლელები და გასასვლელები დედაქალაქში, რომელიც, რა თქმა უნდა, მოგვცემს შესაძლებლობას, რომ იმ მოქალაქეებს, რომლებიც სარგებლობენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, კერძო ავტომობილებით შევთავაზოთ გადაადგილების ალტერნატივა. უახლოეს მომავალში გვექნება კვლევის შედეგები, თუ რომელი კონკრეტული გზა იქნება გამოსადეგი ქალაქისთვის და მოგვცემს ქალაქის განტვირთვის შესაძლებლობას. პროცესში ჩართულია სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია. მათი ჩართულობითა და მხარდაჭერით განხორციელდება აღნიშნული პროექტები“, – განაცხადა კახა კალაძემ

დონალდ ტრამპი კითხვაზე, უსაფრთხოების მიზნით შესაძლოა თუ არა, ტყვიაგაუმტარი ჟილეტი ატაროს – არ ვიცი, შემიძლია თუ არა, კიდევ 20 ფუნტით მძიმედ გამოვიყურებოდე

აშშ-ის პრეზიდენტი დონალს ტრამპი აცხადებს, რომ გასულ კვირას მომხდარი სროლის დროს, როდესაც საიდუმლო სამსახურის აგენტი დაშავდა, ეს „მეგობრულ ცეცხლს“ არ გამოუწვევია. ამის შესახებ მან ჟუნრალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.„ისინი ამბობენ, რომ ეს მეგობრული ცეცხლი არ იყო. ეს არის ის, რაც მე ვიცი“,- განაცხადა ტრამპმა.ამასთან, ჟურნალისტის შეკითხვაზე, რომლის მიხედვითაც, უსაფრთხოების მიზნით აშშ-ის პრეზიდენტმა შესაძლოა, ტყვიაგაუმტარი ჟილეტი ატაროს, ტრამპმა განაცხადა, რომ ამის სურვილი არ აქვს.„არ ვიცი, შემიძლია თუ არა, კიდევ 20 ფუნტით მძიმედ გამოვიყურებოდე. საიდუმლო სამსახურის ზოგიერთი აგენტი კარგი ფიზიკურობის ნიმუშია. არც კი მინდა მასთან ახლოს ყოფნა. თუ გსურთ 20-დან 25 ფუნტამდე მომატება, შეიძინეთ ჟილეტი. გულწრფელად რომ ვთქვა, ჟილეტმა საოცარი სამუშაო გაწია, რადგან ახლოდან გაუძლო ტყვიას და მას საავადმყოფოში წასვლაც კი არ სურდა“,- აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

კახა კალაძე: ხვალ ვიწყებთ ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსების პროგრამას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იმისთვის, რომ პრევენციული ღონისძიებები განვახორციელოთ

ეს არის პრევენციული ღონისძიება, რაც შემდეგ მკურნალობას ექვემდებარება და იმ საფრთხეებს და პრობლემებს, რომელიც აღნიშნულ დაავადებას თან ახლავს, მთლიანად ხსნის, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.გადაცემის წამყვანმა ფილტვის კიბოს უფასო სკრინინგის პროგრამაზე ჰკითხა.„ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა. ხვალ ვიწყებთ ამ ყველაფრის განხორციელებას. სერიოზული გამოწვევაა და მოქალაქეებს მიეცემათ იმის შესაძლებლობა, რომ ადრეულ სტადიაზე გავიგოთ, თუ რაიმე პრობლემის წინაშე დგას კონკრეტული ადამიანი. კვლევები იქნება უფასო. ეს არის პრევენციული ღონისძიება, რაც შემდეგ მკურნალობას ექვემდებარება და იმ საფრთხეებს და პრობლემებს, რომელიც აღნიშნულ დაავადებას თან ახლავს, მთლიანად ხსნის. ყველას მინდა ვუსურვო ჯანმრთელობა, თუმცა აღნიშნული პროგრამის განხორციელება, რომელსაც ხვალ დავიწყებთ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იმისთვის, რომ პრევენციული ღონისძიებები განვახორციელოთ“, - აღნიშნა კალაძემ.

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ როგორც კი ირანთან ომი დასრულდება, მსოფლიოში საწვავის ფასი მაშინევე შემცირდება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ როგორც კი ირანთან ომი დასრულდება, მსოფლიოში საწვავის ფასი მაშინევე შემცირდება.ამასთან, მისივე თქმით, აშშ არ დაუშვებს, რომ ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს და გამოიყენოს.„როგორც კი ომი დასრულდება, ის დაეცემა. ის ყველგანაა მიმოფანტული, მსოფლიოს ოკეანეებზეა მიმოფანტული. მაგრამ რაც არ მოხდება, არის ის, რომ ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს და გამოიყენოს ის. ამ შემთხვევაში მთელი მსოფლიო სხვა ადგილი იქნება. საწვავში ცოტა მეტის გადახდა აღარ მოგიწევთ. მისი ფასი სწრაფად დაიკლებს, როგორც კი ომი დასრულდება“,- განაცხადა ტრამპმა.

კახა კალაძე ევრობიუროკრატებზე: ბევრჯერ გვითქვამს, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩვენ მზად ვართ კონსტრუქციული დიალოგისთვის. კატეგორიულად მიუღებელია მუქარის შემცველი განცხადებები, მოწოდებები

ბევრჯერ გვითქვამს, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩვენ მზად ვართ კონსტრუქციული დიალოგისთვის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ დედაქალაქის მერმა, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ევრობიუროკრატებთან დაკავშირებით.კალაძის თქმით, კატეგორიულად მიუღებელია ევრობიუროკრატების ტონი, მუქარის შემცველი განცხადებები, მოწოდებები.„რატომ უნდა მიუერთდეს ჩვენი ქვეყანა სანქციებს, რომელიც თავიდანვე ვიცით დამღუპველი იქნება ამ ქვეყნის ეკონომიკისთვის. ძალიან მძიმე იქნება იმ ოჯახებისთვის, იმ ადამიანებისთვის, ვინც ყოველდღიურად შრომობს, მუშაობს, აკეთებს თავის საქმეს. რატომ უნდა გაჩაღდეს მეორე ფრონტი ქვეყანაში, რომელიც დამანგრეველი და სრული კატასტროფის მომტანი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. კანონპროექტებზეც გითხარით და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რატომ არის პრობლემა გამჭვირვალობა. გვითხრან, აგვიხსნან, დაგველაპარაკონ.მე როდესაც ვსაუბრობ დიალოგზე და აბსოლუტურად ღია ვართ, გახსნილები ვართ, რა თქმა უნდა, ამ დიალოგის დროს მაქსიმალურად დაცული იქნება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, ჩვენი ქვეყნის ინტერესები, დამოუკიდებლობა და ქართველი ხალხის ინტერესი“, - აღნიშნა მან.

ბოლო სიახლეები