0 0
Read Time:1 Minute, 30 Second

ევროპული საქართველოს ლიდერები, გიორგი ნონიაშვილი და აკაკი ბობოხიძე რუსი ოკუპანტების მიერ საოკუპაციო ხაზთან თამაზ გინტურის მკვლელობასა და საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის გატაცებას გამოეხმაურნენ.

როგორც გიორგი ნონიაშვილმა აღნიშნა, ეს არის ვითარება, სადაც საქართველოს ხელისუფლება ვერაფერს ვერ აკეთებს და მისი შემრიგებლური დამოკიდებულება ოკუპაციის მიმართ ტოტალურად დაუცველს ტოვებს საქართველოს მოქალაქეებს.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება არცერთ ზემოქმედების ბერკეტს არ იყენებს იმისთვის, რომ ასეთი შედეგი არ დადგეს.

„მხოლოდ ეს ამბავი არ არის სინამდვილეში, შეგვიძლია გავიხსენოთ საოკუპაციო რეჟიმის მიერ ირაკლი ბებუას ტყვეობის საკითხი, სადაც ვერანაირი პროგრესი და შედეგი ვერ წარმოშვა საქართველოს ხელისუფლების მუშაობამ.

ხელისუფლების ხელში რამდენიმე რეალური ზემოქმედების ბერკეტი არსებობს, რომელთა სია ჩვენ გამოვაქვეყნეთ, ესენია: ტყვეთა გაცვლა, უფასო ჯანდაცვის შეზღუდვა აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მოხელეებისთვის ან საერთაშორისო წნეხის გაზრდა და ბოლოს ყველაზე მნიშვნელოვანი – ენგურჰესის ფუნქციონირების საკითხი.

ჩვენ გვაქვს ვითარება, როდესაც ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის უდიდესი ნაწილი საოკუპაციო რეჟიმთან მიდის და საქართველოს ფაქტობრივად არაფერი არ რჩება. ამ ვითარებაში ტოტალურად გაუგებარია, თუ რატომ არ იყენებს ამ ბერკეტს საქართველოს ხელისუფლება და პირიქით, წლიდან წლამდე უფრო აუარესებს მდგომარეობას“ – თქვა გიორგი ნონიაშვილმა

როგორც აკაკი ბობოხიძემ აღნიშნა, ეკონომიკის სამინისტროს ოფიციალური მონაცემები ნათლად გვაჩვენებს, რომ ენგურჰესი საქართველოსთვის ფაქტობრივად გაჩერებულია და ის მხოლოდ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებისთვის მუშაობს.

მისი თქმით, ამ ვითარებაში, როცა აფხაზეთის მომარაგების ერთადერთი წყაროა ენგური, წარმოუდგენელია, თუ რატომ არ ხდება ეს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებაზე პოლიტიკური წნეხის საფუძველი ირაკლი ბებუას გათავისუფლების, ან სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან მიმართებით.

„ჩვენ ძალიან მალე წარმოგიდგენთ ხედვას, თუ რატომ და რა აინტერესის გამო მოხერხდა საქართველოს სასარგებლოდ 60-40-ზე წილის ცვლილება, ისე რომ დღეს მთელი წილი ახლა აფხაზეთში მიდის, თან ისე, რომ ეს არის უფასო ოკუპანტებისთვის და მაგ ენერგიიდანაც ძალიან მცირე ნაწილი მიეწოდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს.

საქართველოს ხელისუფლებამ პასუხი უნდა გაგვცეს ორ რამეზე, ერთი – ამ ვითარებაში რატომ არ ხდება ენგურჰესის ბერკეტის პოლიტიკურად გამოყენება და მეორე – რანაირად მოხერხდა, რომ ენგურჰესი საქართველოს ენერგოსისტემისთვის პრაქტიკულად განულებულია, როცა ის წარმატებით მუშაობს აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმისთვის?! – თქვა აკაკი ბობოხიძემ და დიაგრამებიც გამოაქვეყნა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები