ათენში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა

Read Time:35 Second

საბერძნეთის დედაქალაქში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. ათასობით სტუდენტი და რკინიგზის თანამშრომელი აპროტესტებდა 28 თებერვალს საბერძნეთში მომხდარ სარკინიგზო ავარიაზე ხელისუფლების რეაქციას.

როგორც მედია წერს, მომიტინგეთა ნაწილმა პოლიციას მოლოტოვის კოქტეილები დაუშინა, საპასუხოდ კი, პოლიციამ ცრემლსადენი აირი გამოიყენა.

შეგახსენებთ, რომ 28 თებერვალს საბერძნეთში მომხდარ სარკინიგზო ავარიას 57 ადამიანი ემსხვერპლა. ხელისუფლებამ მომხდარის მიზეზად ადამიანური შეცდომა დაასახელა, თუმცა საპროტესტო აქციების ფონზე, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა დღეს მსხვერპლთა ოჯახებს და საზოგადოებას ბოდიში მოუხადა და განაცხადა, რომ ტრაგედიის მიზეზები სწრაფად იქნება გამოძიებული.

ავარიის შემდეგ ამ ეტაპზე ბრალი აქვს წარდგენილი სადგურის უფროსს. მას ადამიანების სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებასა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხებაში ადანაშაულებენ. რკინიგზის თანამშრომელთა პროფკავშირი ამტკიცებს, რომ ავარიის მიზეზი უსაფრთხოების სისტემის გაუმართაობა იყო. მათ ხელისუფლებას მოუწოდეს, რკინიგზის უსაფრთხოების სისტემის განახლების გეგმა და ვადები წარადგინონ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post არჩილ თალაკვაძე: მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველოს სჭირდება და არ დააზიანებს არცერთ ორგანიზაციას, ვინც ნამდვილად ემსახურება ჩვენს ქვეყანას
Next post საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების აუცილებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს