„აზარტულ თამაშებში თანხის წაგების შემდეგ მეუღლეს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა“ – დააკავეს სამხედრო პოლიციის თანამშრომელი

Read Time:40 Second

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის თანამშრომელი დააკავა.

“სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, მუქარის ფაქტზე, დაკავებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი ი.მ.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 23 თებერვალს, ბრალდებული აზარტულ თამაშებში თანხის წაგების შემდეგ, საღამოს საათებში  სახლში დაბრუნდა, რა დროსაც  მეუღლესთან უთანხმოება მოუხდა და მას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. აღნიშნულის შემდეგ ბრალდებული კვლავ აგრძელებდა მეუღლის მიმართ მუქარას. მიმდინარე წლის მარტში, საყოფაცხოვრებო საკითხებზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, იგი მეუღლეს ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა როგორც უშუალოდ, ასევე მოკლეტექსტური შეტყობინებით. დაზარალებულს ყველა შემთხვევაში მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებული ქალის მომართვის შემდეგ, გამოძიება მყისიერად დაიწყო და პროკურატურასთან თანამშრომლობით სამართალდამცავის დანაშაულში მამხილებელი მტკიცებულებები მოიპოვა, რის შემდეგაც სასამართლოს განჩინების საფუძველზე იგი დაკავებული იქნა.

სამხედრო პოლიციელს ბრალდება 48 საათში წარედგინება. დანაშაული 3-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე გამოძიებას აგრძელებს”, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ანა ბუჩუკური: “ოცნება” უკვე დამარცხებული პარტიაა, თუმცა, მის ყველა წევრს ჯერ ეს გააზრებული არ აქვს
Next post შალვა პაპუაშვილი – სახელმწიფო ვერ გაატარებს მოსამართლეებსა და მათი ოჯახის წევრებზე მორალურ ტერორს, სათანადო პასუხი თუ არ გავეცით, შემდეგი იქნება საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე