ადვოკატი: პენიტენციურმა სამსახურმა უკან დაიხია – მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა

Read Time:53 Second

“ბუნებრივია, რომ იუსტიციის სამინისტრო გაბრაზდა და სწორად გაბრაზდა, იმიტომ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა 8 დარღვევა დაადგინა მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში და მხოლოდ პირადი ინფორმაციის გავრცელებაზე კი არაა საუბარი ამ გადაწყვეტილებაში, საუბარია იმაზე, რომ ხშირად არასწორი ინფორმაციის გავრცელებაც ხდებოდა.

ის ადამიანები რომლებიც მონაწილეობდნენ მიხეილ სააკაშვილის მიართა არაადამიანურ და წამებასთან გათანაბრებულ მოპყრობაში, გამოცხადდნენ გორის ჰოსპიტალში, და მას შემდერ რაც დაიგულეს მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი გასული შემობიდან, შევიდნენ მასთან ოთახში და განუცხადეს, რომ დისციპლინური წარმოების შედეგად გამოცხადებული იყო გადაწყვეტილება, რომ მას არ ექნებოდა შესაძლებლობა მიეღო ვიზიტორები და  არ ექნებოდა ტელევიზოტით სარგებლობის უფლება.

მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა ძალიან მძაფრი რეაქცია და ამ ადამიანებს უბრალოდ დაატოვებინა პალატა, ცხადია, არც დოკუმენტის დატოვება ამის გამო არ მომხდარა.  პალატის დატოვების შემდეგ დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში ტელევიზორი გაუთიშეს მესამე პრეზიდენტს, ტელევიზორი ფიზიკურად არ გაუტანიათ, მაგრამ გათიშეს სიგნალი, შესაბამისად ის ამ სიგნალს ვერ იღებდა, რაზეც მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა ძალიან მძაფრი და სამართლიანი პროტესტი. მხოლოდ ამის შემდეგ მას აღუდგა სიგნალი, გუშინვე მოხდა ეს აღდგენა და დღესაც აქვს შესაძლებლობა უყუროს ტელევიზორს.

რეალურად ჩვენ ვნახეთ, რომ პენიტენიცურმა სამსახურმა უკან დაიხია მხოლოდ მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა დააფიქსირა ძალიან მძაფრი პროტესტი”, – თქვა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამები გამოქვეყნდა
Next post საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ნაფიც მსაჯულთა საინფორმაციო კამპანიის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა