ხილის ჩაი კბილების მტერია
“მომსვლელებს უკვე ახალი საფლავი დახვდათ – უმეტესობას მოსწონს, ლამაზია, შემკული და შემოსილია” – როგორია პატრიარქის საფლავი ახლა და როგორი იქნება, როცა დასრულებულ სახეს მიიღებს
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ის საფლავი სიონის საპატრიარქო ტაძარში თუ აქამდე ცოცხალი ყვავილებით იყო შემკული, რომელიც პერიოდულად ცოცხალი ყვავილებითვე ახლდებოდა, ამჟამად სხვაგვარად გამოიყურება. საფლავი შეიცვალა და დაუახლოვდა იმ საბოლოო ვერსიას, რასაც ის, როგორც ამბობენ, მალე მიიღებს.
ქალმა ყოფილ შეყვარებულს დააჯერა, რომ მასთან ორი შვილი გაუჩნდა და 40 000 დოლარი გამოსძალა, თუმცა გაირკვა, რომ ბავშვები სინამდვილეში არ არსებობდნენ
ქალმა ყოფილ პარტნიორს დააჯერა, რომ მასთან ორი შვილი ჰყავდა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ბავშვები სინამდვილეში საერთოდ არ არსებობდნენ. ქალი ორი წლის განმავლობაში მამაკაცს ორსულობისა და ბავშვების შესახებ ატყუებდა, უგზავნიდა ფოტოებსა და შეტყობინებებს და ამის გამო მისგან თანხასაც იღებდა. მოსამართლემ მომხდარს "არაჩვეულებრივი შემთხვევა და "მოტყუების დახვეწილი კამპანია“ უწოდა.
მამაკაცი, რომელსაც სასამართლოში ჯონის სახელით მოიხსენიებდნენ, დარწმუნებული იყო, რომ ორი შვილი ჰყავდა. 2022 წლის ბოლოს მისმა მაშინდელმა პარტნიორმა, ჯეინმა უთხრა, რომ ორსულად იყო.
ჯონს სჯეროდა, რომ მალე მამა გახდებოდა და ქალს ფინანსურად ეხმარებოდა. სასამართლომ მოისმინა, რომ ორი წლის განმავლობაში მან ჯეინს დაახლოებით 30 000 ფუნტი (დაახლოებით 40 000 დოლარი) გადაუხადა. ამ პერიოდში მამაკაცი ბავშვებთან დაკავშირებულ ფოტოებსა და შეტყობინებებსაც იღებდა.
2023 წლის მაისში, "პირველი ბავშვის დაბადებამდე" ცოტა ხნით ადრე, ჯეინმა პოლიციას დაურეკა და განაცხადა, რომ ჯონმა მასზე ფიზიკურად იძალადა. მამაკაცი დააკავეს და რამდენიმე თვის განმავლობაში წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა.
ამის შემდეგ ქალმა ჯონის მამინაცვალს მისწერა და უთხრა, რომ ბავშვი დაიბადა და ბავშვის ფოტოებიც გაუგზავნა. მოგვიანებით კი ჯონის დედას შუაღამისას ხმოვანი შეტყობინებები გაუგზავნა, რომელშიც ბავშვის ტირილის ხმა ისმოდა.
ამის შემდეგ ჯეინმა ჯონს უთხრა, რომ კვლავ ორსულად იყო და მეორე ბავშვს 2024 წლის აგვისტოში გააჩენდა. თუმცა, მშობიარობის სავარაუდო თარიღამდე წყვილი დაშორდა და აღარ შერიგებულა.
მოსამართლემ საბოლოოდ დაასკვნა, რომ ბავშვების რეალურად არსებობის საწინააღმდეგო მტკიცებულებები ძალიან ძლიერი იყო. მისი თქმით, ჯონი "მუდმივი და დახვეწილი მოტყუების კამპანიის“ მსხვერპლი გახდა, რომელმაც მხოლოდ მასზე კი არა, მის დედასა და ახლო მეგობარზეც იმოქმედა.
მოსამართლემ ქალის საქციელის ზუსტი მოტივი ვერ დაადგინა. თუმცა, გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ ერთ-ერთი შესაძლო მიზეზი ფინანსური სარგებელი შეიძლებოდა ყოფილიყო. მან ასევე არ გამორიცხა, რომ ქალის ქცევაში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებსაც გარკვეული როლი ეთამაშა.
ეგ რომ ციხიდან გამოვა, მე 27 წლის ვიქნებიო… – ეკა კუპატაძემ საქმიდან ახალ დეტალებზე ისაუბრა
მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის დედამ „პალიტრანიუსის“ ეთერში საქმიდან რამდენიმე ახალ დეტალზე ისაუბრა.„იცით, რომ ერთი მესიჯიც არ არის, სადაც ვინმე წუხდეს რომ გიგა მკვდარია. იცით რას ამბობს ანასტასია ბერუაშვილი? ვერ დაველოდები მე ალექსანდრე რიკაძეს, ეგ რომ ციხიდან გამოვა, მე 27 წლის ვიქნებიო. თავის თავს დარდობს. ნია იმნაძემ დამტოვა მარტო და ახლა იყოს მარტო თავადაცო. თავის თავს დარდობენ“ - ამბობს გადაცემაში ეკა კუპატაძე.
გიორგი კალანდარიშვილი – ოთხ მუნიციპალიტეტში საკრებულოების შუალედური არჩევნები მშვიდ, ორგანიზებულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარდა
არჩევნები მშვიდ, ორგანიზებულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარდა, კონკურენტულ საარჩევნო გარემოში, სადაც ამომრჩეველს ჰქონდა შესაძლებლობა, საკუთარი არჩევანი თავისუფლად დაეფიქსირებინა, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა ოთხ მუნიციპალიტეტში საკრებულოების შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით, შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა.როგორც კალნადარიშვილმა აღნიშნა, საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცესი კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების შესაბამისად მიმდინარეობდა.მისივე თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის თითოეული არჩევნები არის პასუხისმგებლობა, რომელიც მოითხოვს წინასწარ დაგეგმვას, ორგანიზებას და თითოეულ დეტალზე ყურადღების გამახვილებას, განურჩევლად იმისა, თუ რამდენ მუნიციპალიტეტსა და საარჩევნო უბანზე ტარდება.„დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ კვალიფიციური ადმინისტრირება არის სწორედ ის საფუძველი, რომელიც არჩევნების შეუფერხებლად და გამჭვირვალედ ჩატარებას უზრუნველყოფს. ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 1 136, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 51.06 პროცენტს შეადგენს. თითოეული არჩევნები, მათ შორის ადგილობრივი დონის შუალედური არჩევნები, მნიშვნელოვანია მოქალაქეთა მიერ საკუთარი საარჩევნო უფლების განხორციელების თვალსაზრისით და ამ პროცესში ამომრჩეველთა მონაწილეობა არჩევნების დღის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. შემაჯამებელი ოქმები პლანშეტების საშუალებით იგზავნება ცესკო-ში, იტვირთება და ხელმისაწვდომია ვებგვერდზე results.cec.gov.ge. ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების გამოყენებამ, მათ შორის შემაჯამებელი ოქმების ელექტრონული ფორმით გადმოგზავნამ, კვლავ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ინფორმაციის ოპერატიულად მიღებასა და შედეგების საზოგადოებისთვის დროულად ხელმისაწვდომობას. ეს მიდგომა, თავის მხრივ, ხელს უწყობს პროცესის გამჭვირვალობისა და საჯაროობას. საარჩევნო ადმინისტრაცია მთელი დღის განმავლობაში უზრუნველყოფდა საზოგადოებისთვის ინფორმაციის დროულად მიწოდებას. ყველა საინფორმაციო ბრიფინგი უზრუნველყოფილი იყო სურდო თარგმანით.დილიდან მუშაობს ცესკოს კონტაქტ-ჰაბი, რომლის თანამშრომლები ოპერატიულად რეაგირებდნენ ყველა ზარსა და შეტყობინებაზე. მადლობას ვუხდით ამომრჩევლებს მონაწილეობისთვის და აქტიურობისთვის, ასევე არჩევნების პროცესში ჩართულ ყველა მხარეს ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს, რომლებიც აკვირდებოდნენ პროცესის მიმდინარეობას და მედიას, რომელიც დღის განმავლობაში აქტიურად აშუქებდა არჩევნებს. და, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა საარჩევნო ადმინისტრატორებს, რომლებმაც დღის განმავლობაში მნიშვნელოვანი სამუშაო გასწიეს და საკუთარი საქმიანობა პასუხისმგებლობითა და პროფესიული სტანდარტებით წარმართეს“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.რაც შეეხება წინასწარ შედეგებს, ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით: ახმეტის საარჩევნო ოლქში ლევან ითიურიძე („ქართული ოცნება“) ლიდერობს 115 ხმა (100%); დმანისში ვაჟა ნონიაშვილმა („ძლიერი საქართველო – ლელო“) 2 ხმა მიიღო (1.504%), ირაკლი სარსევანიძემ („ქართული ოცნება“) 131 ხმა (98.496%); წალკაში ზაზა შანთაძე („ძლიერი საქართველო-ლელო“) – 14 ხმა (3.263%); ნანული ხინიკაძემ („ქართული ოცნება”) – 415 ხმა (96.737%); ვანის საარჩევნო ოლქში ბექა კოპალაძემ („ძლიერი საქართველო-ლელო“) 57 ხმა (12.838%) მიიღო, ვაჟა ხელაძემ („ქართული ოცნება“) – 387 ხმა (87.162%).
ირაკლი კობახიძე – მთავარი, რაც იწვევს გახლეჩვას ჩვენს საზოგადოებაში, არის უამრავი სიცრუე, რომელსაც ავრცელებს საქართველოში ე.წ. ოპოზიცია ბევრ თემასთან დაკავშირებით
მთავარი, რაც იწვევს გახლეჩვას ჩვენს საზოგადოებაში, არის უამრავი სიცრუე, რომელსაც ავრცელებს საქართველოში ე.წ. ოპოზიცია ბევრ თემასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ღია ეთერში“ განაცხადა.როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავარია, ყველამ უნდა იმოქმედოს საკუთარი პასუხისმგებლობით, საზოგადოებას ელაპარაკოს სიმართლით და სცადოს არა სიძულვილის დათესვა, არამედ ისეთი ურთიერთობების წახალისება, რომელიც ხელს შეუწყობს საზოგადოების ერთიანობას.„რაც შეეხება სუვერენიტეტს, ერის ერთიანობას და გახლეჩვას, როდესაც ამაზე ვსაუბრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვისაც სურს, ჩართული იყოს პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ პროცესებში, საკუთარი ქმედებები, მოქმედებები ააგოს სიმართლეზე. შეიძლება, არსებობდეს ცდუნება პოლიტიკური ინტერესების მქონე ადამიანებში, თქვან ტყუილი იმისათვის, რომ უკეთესად დააჯერონ საზოგადოება რაღაცაში, შეიძლება, ასეთი რამე სცადონ. მთავარი, რაც იწვევს გახლეჩვას ჩვენს საზოგადოებაში, არის უამრავი სიცრუე, რომელსაც ავრცელებს საქართველოში ე.წ. ოპოზიცია ბევრ თემასთან დაკავშირებით. უამრავი ტყუილი ვრცელდება და ეს უამრავი ტყუილი, სიცრუე, რასაც გამუდმებით თესავენ, სწორედ ეს არის ის, რაც იწვევს საზოგადოების გახლეჩვას. ეს არის მთლიანად გარედან თავსმოხვეული. ეს არ არის მარტო საქართველოსთვის დამახასიათებელი. მე ხშირად ვიხსენებ ხოლმე რობერტ ფიცოს, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის ათწუთიან ვიდეომიმართვას, რომელიც მან ჩაწერა მისი მკვლელობის მცდელობის შემდეგ, რასაც ჰყვება სლოვაკეთთან დაკავშირებით, რას უკეთებენ სლოვაკეთს და სლოვაკურ საზოგადოებას გარე ძალები, როგორ ახვევენ თავს სიძულვილს და ა.შ, ზუსტად იგივე ხდება ჩვენს ქვეყანაში.რაც შეეხება საზოგადოების გახლეჩვას, აქ მთავარია, ყველამ იმოქმედოს საკუთარი პასუხისმგებლობით, საზოგადოებას ელაპარაკოს სიმართლით და სცადოს არა სიძულვილის დათესვა, არამედ ისეთი ურთიერთობების წახალისება, რომელიც ხელს შეუწყობს საზოგადოების ერთიანობას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

