ხუთშაბათი, ივნისი 19, 2025

წყალტუბოს რაიონში ჩაის პლანტაციებს რეაბილიტაცია უტარდება

შპს „რენეგეიდ თი“ პროგრამა „ქართული ჩაის“ ფარგლებში იმერეთის რეგიონში ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციას ახორციელებს.

შპს „რენეგეიდ თი“ პროგრამაში 2017 წლის ნოემბერში ჩაერთო და 16 ჰექტარზე ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციას მოახდენს, სულ სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება – 48,000 ლარს შეადგენს, საიდანაც 28,000 ლარს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო დაუფინანსებს.

აღსანისნავია, რომ კომპანია ასევე „ქათული ჩაის“ პროგრამის ფარგლებში აპირებს ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია მოახდინოს ტყიბულის რაიონში 15 ჰექტარზე.

პროგრამა „ქართული ჩაის“ ფარლგებში საქართველოს მასშტაბით ჩართულია 31 ბენეფიციარი. ჩაის სარეაბილიტაციო პლანტაციების ჯამური ფართობი შეადგენს – 739 ჰექტარს, ხოლო ჯამური ინვესტიცია გახლავთ  1,864,046 ლარი, საიდანაც  1,315,992  ლარი სახელმწიფო თანდაფინანსებაა.

პროგრამა „ქართული ჩაი“ 2016 წლიდან ხორციელდება და მისი მიზანია საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის ეფექტურად გამოყენება, ადგილობრივი ჩაის (მათ შორის ბიო ჩაის) წარმოების ზრდის ხელშეწყობა, შედეგად, თვითუზრუნველყოფის დონის ამაღლება და საექსპორტო პოტენციალის გაზრდა. მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ პროგრამის ფარგლებში შესაძლებელი იქნება როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაველურებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია. ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციისთვის დაფინანსებას მიიღებენ იურიდიული პირები, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „აწარმოე საქართველოში – სწრაფი განვითარებისთვის“ ფარგლებში, ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„გარდიანი“ – დიდ ბრიტანეთს მოუწევს, დათანხმდეს აშშ-ის მიერ დიეგო გარსიას ბაზის გამოყენებას ირანზე შესაძლო თავდასხმის შემთხვევაში

დიდ ბრიტანეთს მოუწევს, დათანხმდეს აშშ-ის მიერ დიეგო გარსიას ბაზის გამოყენებას ირანზე შესაძლო თავდასხმის შემთხვევაში,- ამის შესახებ „გარდიანი“ წერს.გამოცემის ინფორმაციით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი შესაძლოა, რთულ სიტუაციაში აღმოჩნდეს, თუ ამერიკა ბაზის გამოყენების სურვილს გამოთქვამს.„რადგან, მოუწევს დაიცვას ბალანსი მის მიერ დიპლომატიური გამოსავლისადმი მინიჭებულ უპირატესობასა და სურვილს შორის, რომ დაიცვას აშშ-ისა და გაერთიანებული სამეფოს ურთიერთობა, რომელსაც ის უმაღლეს მნიშვნელობას ანიჭებს“, – წერს „გარდიანი“ მაღალჩინოსნებზე დაყრდობით.ასევე, „დიდი შიდეულიდან“ დაბრუნების შემდეგ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა საგანგებო შეხვედრა გამართა. მინისტრებთან და მაღალჩინოსნებთან შეხვედრისას, კირ სტარმერმა განიხილა ბრიტანეთის მოქმედებების სცენარი ამერიკის ირაზე თავდასხმის შემთხვევაში და მოითხოვს თუ არა აშშ მოკავშირეების მხარდაჭერას ნებისმიერ ეტაპზე.დიეგო გარსიას სამხედრო ბაზა იდნოეთის ოკეანეში მდებარეობს. ის ირანის სამხრეთ საზღვრიდან 3900 კილომეტრითაა დაშორებული.

ტრამპი ირანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შესაძლებელია, რომ ირანის რეჟიმი დაეცეს.„რა თქმა უნდა, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, არა?“ - განაცხადა ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ.კითხვაზე, გეგმავს თუ არა აშშ ასეთ სცენარს, აშშ-ის პრეზიდენტი პასუხობს: „ჩვენ ყველაფრის გეგმა გვაქვს“.მისი თქმით, ერთ საათში თავის მრჩევლებს შეხვდება სიტუაციურ ოთახში.

ლენა შილინგი – მზია ამაღლობელი პირველი და ერთადერთი ქართველი ჟურნალისტია, რომელიც დაკავებულია, როგორც პოლიტპატიმარი, მისი დაპატიმრება მოგონილ ბრალდებებზეა დაფუძნებული

მზია ამაღლობელი პირველი და ერთადერთი ქართველი ჟურნალისტია, რომელიც დაკავებულია, როგორც პოლიტპატიმარი, – ამის შესახხებ ევროპარლამენტარმა ლენა შილინგმა ევროპარლამენტში დებატებისას განაცხადა.როგორც ევროპარლამენტარმა განაცხადა, მზია ამაღლობელის დაპატიმრება „ცხადად პოლიტიკურია და მოგონილ ბრალდებებზეა დაფუძნებული“.„ვიყავი საქართველოში და მის ერთ-ერთ პროცესს დავესწარი. და შემიძლია გითხრათ: მისი „ქეისი“ პირდაპირი თავდასხმაა პრესის თავისუფლებაზე. მზია მოძრაობის სიმბოლოა, რომელიც, რეპრესიებისა და დაშინების მიუხედავად, აგრძელებს დემოკრატიისა და ევროპული მომავლისთვის ბრძოლას. ის სამიზნეშია ამოღებული, ვინაიდან სიმართლის მხარეს დგას და უარს ამბობს გაჩუმებაზე.დღეს ასობით პოლიტპატიმარი – ოპოზიციონერი ლიდერები, აქტივისტები და არტისტები დაპატიმრებულები არიან სისტემის მიმართ წინააღმდეგობისთვის, რომელიც შლის დემოკრატიას და რუსულ კონტროლს ამყარებს. ქართველი ხალხი ზუსტად იმ ღირებულებებისთვის იბრძვის, რომელსაც ეს პარლამენტი წარმოადგენს – თავისუფლებას, ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობას. მზიას მხარდაჭერა თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული საქართველოს მხარდაჭერას ნიშნავს და ჩვენ აქ მისი და ქართველი ხალხის მხარდაჭერის გაუმჯობესება გვჭირდება“, – განაცხადა ლენა შილინგმა.

ვაკეში მოკლული ბიზნესმენის ძმის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა – რა დეტალებია ხდება ცნობილი მერაბ ჯანგველაძეზე

რუსეთის შსს-მ, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურთან თანამშრომლობით „კანონიერი ქურდის“ მერაბ ჯანგველაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.მერაბ ჯანგველაძე არის პირველი ადამიანი კრიმინალური სამყაროს ყველაზე გავლენიან ოთხ ფიგურას შორის, რომლის „კრიმინალური სტატუსიც“ ბრალდების საგანი გახდა.მერაბისთვის მძიმე პერიოდი ჯერ კიდევ მარტში დაიწყო, როდესაც მისი ძმა ლევან ჯანგველაძე ვაკეში ქილერმა მოკლა.მომხდარი მკვლელობიდან ორ თვეში მერაბ ჯანგველაძემ 30-მდე მხარდამჭერი შეკრიბა და მისი ძმის მკვლელობაში ეჭვმიტანილების წინააღმდეგ „ნადირობა“ გამოაცხადა. თუმცა, ამ ნაბიჯს კრიმინალურ სამყაროში სკეპტიკურად შეხვდნენ.მედია წერს, რომ უახლოეს მომავალში ჯანგველაძე საერთაშორისო ძებნილ სიაში იქნება. მიუხედავად იმისა, რომ გავრცელებული ინფორმაციით, მერაბ ჯანგველაძე იტალიაში ცხოვრობს, მისი ექსტრადიციის შანსი რეალურია. მას არ აქვს იტალიის მოქალაქეობა, იტალია კი იმ იშვიათ ქვეყნებს შორისაა, რომლებსაც რუსეთის შსს-სთან საქმიანი ურთიერთობა აქვთ.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი – ნეთანიაჰუმ დიდი ხნის წინ გადააჭარბა ტირან ჰიტლერს გენოციდის დანაშაულში, ვიმედოვნებთ, რომ მათი ბედი ერთნაირი არ იქნება

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავისი მოქმედებებით ჰიტლერს გადააჭარბა. ამის შესახებ ერდოღანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.​„ნეთანიაჰუმ დიდი ხნის წინ გადააჭარბა ტირან ჰიტლერს გენოციდის დანაშაულში. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მათი ბედი ერთნაირი არ იქნება“, – განაცხადა ერდოღანმა.როგორც თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, ისინი ყველაფერს აკეთებენ, „რათა შეაჩერონ არაადამიანური აგრესია ღაზის, სირიის, ლიბანის, იემენისა და მეზობელი ირანის წინააღმდეგ“.რაც შეეხება ისრაელსა და ირანს შორის დაპირისპირებას, ერდოღანი აღნიშნავს, რომ ირანის ქმედებები ლეგიტიმურია.„სრულიად ბუნებრივი, ლეგიტიმური და კანონიერია, რომ ირანი იცავს თავს ისრაელის ყაჩაღობისა და სახელმწიფო ტერორიზმის წინააღმდეგ“, – განაცხადა ერდოღანმა.

ბოლო სიახლეები