სამშაბათი, მაისი 19, 2026

ცოტნე ივანიშვილი: მე, როგორც ერთ-ერთი რიგითი ახალგაზრდა, ვგრძნობ პასუხისმგებლობას ჩემი ქვეყნის წინაშე – ომსა და მშვიდობას შორის არის არჩევანი

პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის ვაჟი ცოტნე ივანიშვილი თავისუფლების მოედანზე, მმართველი პარტიის აქციას შეუერთდა.

მისი თქმით, ქვეყანა დგას ომისა და მშვიდობის არჩევანის წინ.

“მე, როგორც ერთ-ერთი რიგითი ახალგაზრდა ვგრძნობ პასუხისმგებლობას ჩემი ქვეყნის წინაშე. მე ვთვლი რომ უნდა დავიცვათ ჩვენი ოჯახური ღირებულებები, ჩვენი მშვიდობა, ნათელი მომავალი და მხარი დავუჭიროთ “ქართულ ოცნებას”.

ომსა და მშვიდობას შორის არის არჩევანი. მმართველი პარტია ძალიან კარგ აქცენტებს. მე ყველა აქცენტს მხარს ვუჭერ და ვეთანხმები. ”  – განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა “ქრონიკასთან”.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი ჩაინიშნა

მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ბრიფინგი ჩაინიშნა. ბრიფინგი 11:00 საათზე გაიმართება.უცნობია, რა თემაზე გააკეთებს განცხადებას ირაკლი კობახიძე.

ვლადიმერ პუტინი – მოსკოვი და პეკინი მზად არიან, ერთმანეთს მხარი დაუჭირონ სუვერენიტეტისა და ეროვნული ერთიანობის საკითხებში

მოსკოვი და პეკინი მზად არიან, ერთმანეთს მხარი დაუჭირონ სუვერენიტეტისა და ეროვნული ერთიანობის საკითხებში, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჩინეთში გამგზავრებამდე ვიდეომიმართვაში განაცხადა.გავრცელებულ ვიდეომიმართვაში პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობებმა „უპრეცედენტო დონეს“ მიაღწია, რაც ხასიათდება „ურთიერთგაგებითა და ნდობით“ და ერთმანეთის მხარდაჭერის მზაობით „ძირითადი ინტერესების“, მათ შორის „სუვერენიტეტისა და ეროვნული ერთიანობის დაცვის“ საკითხებში.„მოხარული ვარ, რომ კიდევ ერთხელ ვესტუმრები პეკინს ჩემი კარგი მეგობრის, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის, სი ძინპინის მიწვევით. რეგულარული ვიზიტები და მაღალი დონის მოლაპარაკებები ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილია, რათა განვავითაროთ ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების სრული სპექტრი და გამოვავლინოთ მათი ჭეშმარიტად უსაზღვრო პოტენციალი.დღეს რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობებმა ნამდვილად უპრეცედენტო დონეს მიაღწია. ერთად ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას და ჩვენი სახელმწიფოების განვითარების წინსვლას ემსახურება. ეს საკითხები პეკინში დაგეგმილი მოლაპარაკებების დღის წესრიგს წარმოადგენს.მჯერა, ჩვენი თბილი და მეგობრული კონტაქტები გვეხმარება მომავლისთვის ყველაზე თამამი მიზნების დასახვასა და მათ რეალობად ქცევაში. რუსეთ-ჩინეთის ვაჭრობა აგრძელებს ზრდას და დიდი ხანია, 200 მილიარდ დოლარს გადააჭარბა“, – განაცხადა პუტინმა.რუსეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთსა და ჩინეთს შორის მეგობრობა არ არის მიმართული „ვინმეს წინააღმდეგ“.„რუსეთ-ჩინეთის მჭიდრო სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვან სტაბილიზაციის როლს ასრულებს გლობალურ ასპარეზზე. ამავდროულად, ჩვენ არ ვართ მეგობრები ვინმეს წინააღმდეგ, არამედ ვმუშაობთ მშვიდობისა და საყოველთაო კეთილდღეობისთვის“, — აღნიშნა პუტინმა.ვლადიმერ პუტინის ოფიციალური ვიზიტი პეკინში 19-20 მაისს გაიმართება. როგორც რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, ლიდერები ორმხრივი ურთიერთობების ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ.

გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 10 წელი გავიდა

გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან  10 წელი გავიდა."ათი წელი გავიდა...ამ წლებმა ბევრი რამ მასწავლა და დამანახა,ყველაზე მეტად კი იმ დიდი სიყვარულით ცხოვრება ,რომელიც შენ დამიტოვე.ამბობენ გმირები არ კვდებიანო და ეს მართალია - შენ ცოცხლობ ჩვენში. მენატრები  და შენთან გატარებული ყოველი წამით ვცოცხლობ.",-წერს ოთხოზორიას მეუღლე ნინო მატკავა სოციალურ ქსელში.ცნობისთვის,2016 წლის 19 მაისს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზთან, 30 წლის გიგა ოთხოზორია მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მას ე.წ. აფხაზ მესაზღვრეებთან შელაპარაკება მოუვიდა, რის შემდეგაც შეიარაღებული პირები საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადავიდნენ და ცეცხლი გაუხსნეს. ოთხოზორია ადგილზე მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.მკვლელობაში ბრალდებულად რაშიდ კანჯი-ოღლი დასახელდა. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მას დაუსწრებლად პატიმრობა მიუსაჯა, მოგვიანებით კი სააპელაციო სასამართლომ სასჯელი 14 წლამდე გაზარდა.გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმე წლების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ საქმედ რჩებოდა. 2023 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა და ოჯახისთვის კომპენსაციის გადახდა დაავალა.

საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს

კათოლიკოს-პატრიარქმა მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.„ამა წლის 16 მაისს უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ საპატრიარქო რეზიდენციაში მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო.დელეგაციაში შედიოდნენ თიატირის მთავარეპისკოპოსი ნიკიტა, სელებრიის მიტროპოლიტი მაქსიმე და პროტოსვინგელოსი იერონიმე.დელეგაციის წევრებმა კათოლიკოს-პატრიარქს აღსაყდრება მიულოცეს და მიღებისთვის მადლობა გადაუხადეს. საქართველოს ეკლესიის მეთაურმა კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის დაკრძალვის დღეს მსოფლიო პატრიარქის ვიზიტზე ისაუბრა და ნუგეშისთვის მათ მადლობა გადაუხადა.შეხვედრაზე ასევე ოჯახის სიწმინდის დღის მნიშვნელობასა და დელეგაციის წევრების მონაწილეობაზე ისაუბრეს. შეხვედრას ესწრებოდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა) და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ სტუმრებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კატარის, საუდის არაბეთისა და საამიროების ლიდერების თხოვნით, ირანზე სამშაბათს დაგეგმილ დარტყმას დროებით გადადებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანზე სამშაბათს დაგეგმილ დარტყმას კატარის, საუდის არაბეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ლიდერების თხოვნით, დროებით გადადებს.როგორც აშშ-ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, ამჟამად სერიოზული მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ლიდერებს იმედი აქვთ, რომ შეთანხმება მიიღწევა, თუმცა, ტრამპის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ასე არ მოხდება, სამხედროებს სრულმასშტაბიანი ოპერაციისთვის მზადყოფნისკენ მოუწოდებს.„კატარის ამირამ, შეიხ ტამიმ ბინ ჰამად ალ-ტანიმ, საუდის არაბეთის სამეფო ტახტის მემკვიდრემ, პრინცმა მუჰამედ ბინ სალმანიმ, არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანმა მთხოვეს, დროებით შევაჩერო ირანის ისლამურ რესპუბლიკაზე დაგეგმილი სამხედრო შეტევა, რომელიც ხვალისთვის იყო დაგეგმილი, რადგან ამჟამად სერიოზული მოლაპარაკებები მიმდინარეობს და მათი, როგორც დიდი ლიდერებისა და მოკავშირეების აზრით, შეთანხმება მიიღწევა, რომელიც ძალიან მისაღები იქნება ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ახლო აღმოსავლეთის ყველა ქვეყნისთვის და მის ფარგლებს გარეთაც. ეს შეთანხმება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ირანისთვის ბირთვული იარაღის არქონასაც მოიცავს. ზემოაღნიშნული ლიდერებისადმი ჩემი პატივისცემის საფუძველზე, მე დავავალე ომის მდივანს, პიტ ჰეგსეტს, გენერალ დენიელ კეინს და შეერთებული შტატების სამხედრო ძალებს, რომ ხვალ არ განვახორციელებთ ირანზე დაგეგმილ თავდასხმას, მაგრამ ასევე დავავალე, რომ მზად იყვნენ ირანზე სრული, ფართომასშტაბიანი თავდასხმისთვის, იმ შემთხვევაში, თუ მისაღები შეთანხმება ვერ იქნება მიღწეული“, – წერს ტრამპი.

ბოლო სიახლეები