ჩეჩნეთის ვიცე-პრემიერი რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი გახდა

Read Time:37 Second

ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა მხარი დაუჭირა წინადადებას, რომ მისი ქალიშვილი აიშატ კადიროვა რესპუბლიკის ვიცე-პრემიერად დანიშნოს. ამის შესახებ კადიროვმა ტელეგრამის არხზე განაცხადა.

კადიროვის თქმით, მსგავსი გადაწყვეტილება ჩეჩნეთის მთავრობის თავმჯდომარემ მუსლიმ ხუჩიევმა გააჟღერა.

„მე მხარი დავუჭირე მუსლიმ ხუჩიევის წინადადებებს. რა თქმა უნდა, აიშატ კადიროვამ დიდი წვლილი შეიტანა რეგიონული კულტურის სამინისტროს საქმიანობის გაუმჯობესებაში და შეიძინა მნიშვნელოვანი სამუშაო გამოცდილება”

კადიროვმა აღნიშნა, რომ მან აღნიშნა, რომ კულტურის მინისტრის პოსტზე რესპუბლიკის ყოფილი ვიცე-პრემიერი მუსა დადაევი დაინიშნება.

აიშატ კადიროვა კულტურის მინისტრის პოსტზე 2021 წლის ოქტომბერში,  21 წლის ასაკში დაინიშნა, მანამდე იგი, ერთი წლის განმავლობაში, კულტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა

რამზან კადიროვის კიდევ ერთი ქალიშვილი, 20 წლის ხუტმატი ივნისიდან ჩეჩნეთის ჯანმრთელობის დაცვის სფეროს კურატორია, ვაჟი აჰმედი კი  2022 წლის სექტემბრიდან, 16 წლის ასაკიდან, ჩეჩნეთის ყველა საბავშვო და ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post 21 წლის მომღერალი ანი ნოზაძე, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, გარდაიცვალა
Next post VIDEO: „ღმერთო, დაიფარე სამყარო“ – შემაშფოთებელი კადრები გურიიდან