სამშაბათი, დეკემბერი 16, 2025

შალვა პაპუაშვილი – ევროსკეპტიციზმი ჩაანაცვლა გაფართოების პოლიტიკის ძიებამ, გერმანიაში, ნიდერლანდებსა და ლუქსემბურგში ვიგრძენით მხარდაჭერა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე

გერმანიაში, ნიდერლანდებსა და ლუქსემბურგში ვიგრძენით მხარდაჭერა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.

„საპარლამენტო დელეგაციის ფორმატში, თითქმის ათდღიანი ვიზიტი გვქონდა გერმანიაში, ნიდერლანდებში, ლუქსემბურგში და შეგვიძლია, რამდენიმე საკითხზე შევაჩეროთ ყურადღება, რაც მოგვაქვს საქართველოში. პირველი, ე.წ. ევროსკეპტიციზმი, რომელიც ახასიათებდა ზოგიერთ ქვეყანას ევროკავშირში, ჩაანაცვლა ევროკავშირის გაფართოების პრაგმატული პოლიტიკის ძიებამ და ჩვენ სამივე ქვეყანაში ვიგრძენით მხარდაჭერა ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანების გზაზე. ვიგრძენით, რომ ახლა მნიშვნელოვანია, ევროკავშირმა დაინახოს თავისი თავი, როგორც გეოპოლიტიკური მოთამაშე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, მეორე ხაზგასასმელი საკითხია, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია გულისხმობს არამხოლოდ ევროკავშირის სტრუქტურებში ინტეგრაციას, არამედ მჭიდრო ურთიერთობას ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან.

„ამიტომ მნიშვნელოვანია, საპარლამენტო დონეზე თუ ვისაუბრებთ პარლამენტებს შორის ურთიერთობის უფრო მჭიდრო, უფრო ინტენსიურ ფაზაში გადაყვანაზე. სამივე ქვეყნის პარლამენტებთან შევთანხმდით, რომ გვექნება საკომიტეტო დონეზე, სამუშაო დონეზე გაცვლა, რათა აქტუალური პოლიტიკის ის საკითხები, რომლებიც არის ზოგადი პოლიტიკის მიღმაც, იქნება ეს გარემო, განათლება და ა.შ., ამ საკითხებთან დაკავშირებით კოლეგებთან გვქონდეს გაცვლა-გამოცვლა. მესამე, ახლა მთავარი არის, რომ ჩვენი საზოგადოება, პოლიტიკური ლიდერები იყვნენ იმ მოწოდების სიმაღლეზე, რომელსაც ჰქვია გაერთიანება, რათა მივაღწიოთ ჩვენს მიზანს, ევროკავშირში გაწევრიანებას. სტატუსი, მოლაპარაკებები, ეს ყველაფერი არის ნაწილი პროცესისა, მთავარი არის და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს, ჩვენი მიზანი არის ევროკავშირში გაწევრიანება, რომელიც არ არის მოკლე გზა. ეს გრძელი გზაა და ამ გრძელ გზას სჭირდება ბევრი კუთხით ბრძნულად გავლა. ეს გულისხმობს თავის თავში, რომ ჩვენი ქვეყანა უნდა განვითარდეს ეკონომიკურად, იმ დონეზე, რომ ვიყოთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. ჩვენი ქვეყანა უნდა განვითარდეს ინსტიტუციურად, რათა ვიყოთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი და ჩვენმა ქვეყანამ უნდა შეინარჩუნოს სტაბილური გარემო, იყოს რეგიონში უსაფრთხოების მხრივ ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა, რათა გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. ეს სამი საკითხი არის, რომლებიც მოგვაქვს ამ ვიზიტებიდან“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, დღევანდელი ვითარების ფონზე, საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი იყო ორმხრივი ურთიერთობების გამყარების მნიშვნელოვანი ნაბიჯი.

„ზოგადად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ამ მომენტში, როდესაც ჩვენ ვართ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესში, როდესაც დაიწყება შემდეგ საქართველოს შეფასება, ეს იყო ორმხრივი ურთიერთობების გამყარების მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რათა საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილება, რომელსაც იღებს 27 წევრი ქვეყანა, იყოს პოზიტიური ჩვენ მიმართ“, – დასძინა შალვა პაპუაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

იაგო ხვიჩია: „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ ტრიალით ქართულ პოლიტიკას თავბრუ იმდენად დაეხვა, რომ ფაქტობრივად პოლიტიკა საერთოდ არ გვაქვს

დიდი ხნის მანძილზე ვამბობდით, რომ  ქართულ პოლიტიკაში არსებობს სამი პოლიტიკური ძალა „ქოცები“, „ნაცები“ და „გირჩები“, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.მისივე თქმით, დიდი მნიშვნელობა არ აქვს პარტიებიდან ვინ ვის ირგვლივ ტრიალებს.„ჩვენ თვითონ დიდი ხნის განმავლობაში ვამბობდით, რომ  ქართულ პოლიტიკაში არსებობს სამი პოლიტიკური ძალა „ქოცები“, „ნაცები“ და „გირჩები“. მგონი, აწმყოში პრობლემა სხვა რამეა. როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ ტრიალით ქართულ პოლიტიკას თავბრუ იმდენად დაეხვა, რომ ფაქტობრივად პოლიტიკა საერთოდ არ გვაქვს. პარტიები ვინ არიან და ვინ ვის ირგვლივ ტრიალებს ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. რაც შეეხება გარე ძალებს, გარე ზეწოლა რამდენიც იყო საქართველოს ხელისუფლებაზე, მაგდენი მგონი არასოდეს ყოფილა. თუმცა, იმის გამო, რომ შიგნით გასაკეთებელი საქმის გაკეთება არავის არ უნდოდა და პირიქით, ყველაფერი სიგიჟეს წააგავდა, გარე ზეწოლები ამას ვერ შველის. ზოგადად არ შეიძლება ქვეყნის შეცვლა გინდოდეს და გარე ძალების იმედად იყო“, – განაცხადა ხვიჩიამ.ცნობისთვის, ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან სანიკიძემ ერთ-ერთი მედიასაშუალების ეთერში განაცხადა: ქართული პოლიტიკა ტრიალებს „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო, ოპოზიციური პარტიები იდენტობას იშენებენ, რომ „ნაცები“ არ არიან, აბა, ვინ არიან?“.

ზურაბ ქადაგიძე: ქვეყნები, რომლებიც ჩვენ გვიკიჟინებდნენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას და თვითონ, მანიპულაციებითა და მაქინაციებით არიდებდნენ თავს, ყველა არის რუსეთის სამხედრო ბიუჯეტის მთავარი კონტრიბუტორი

ხალხის ძალის“ დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში, ლატვიის ტელევიზიის ( LTV ) გადაცემა De facto - ში გასულ სიუჟეტს ეხმიანება, სადაც ნათქვამია, რომ გასულ წელს ევროკავშირიდან ლატვიის გავლით, რუსეთში თითქმის ორი ათასი ტონა ნატურალური კაუჩუკი იქნა ექსპორტირებული.ქადაგიძის შეფასებით, მაშინ როცა რუსულ გადამუშავებულ ნედლ ნავთობს მესამე ქვეყნის გავლით იღებდა ევროკავშირი, ლიეტუვამ ყველა რეკორდი მოხსნა ღვინის ექსპორტში 2023 წელს, არ არის გასაკვირი კაუჩუკსაც რომ აწვდიდეს ლატვია რუსეთის ფედერაციას.„ნატურალური კაუჩუკი რუსეთში, ლატვიის გავლით შედისო...რა არის გასაკვირი ამაში?- სადაც რუსულ გადამუშავებულ ნედლ ნავთობს, მესამე ქვეყნის გავლით იღებდა ევროკავშირი და სადაც, ლიეტუვამ ყველა რეკორდი მოხსნა ღვინის ექსპორტში 2023 წელს, კაუჩუკსაც რომ აწვდიდეს ლატვია რუსეთის ფედერაციას, რა გასაკვირია?დიახ, ის ქვეყნები, რომლებიც ჩვენ გვიკიჟინებდნენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას და თვითონ, მანიპულაციებითა და მაქინაციებით არიდებდნენ თავს, ყველა არის, რუსეთის სამხედრო ბიუჯეტის მთავარი კონტრიბუტორი!“ - წერს ქადაგიძე.

,,წითელი ხიდის“ მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი -,,წითელი ხიდის“, მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის, როგორც ფიზიკური, ასევე მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა - 165 გრამი) გამოვლინდა. სამართალდამრღვევი მოქალაქე, საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, შეეცადა პოლიეთილენის შეფუთვაში განთავსებული ძვირფასეულობა ავტომობილის სალონში მალულად განეთავსებინა.არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 42 907 ლარი შეადგინა.საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა- ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბიძგები თბილისის დროით 16:39-ზე ქალაქ გურჯაანიდან დასავლეთით 7 კმ-ში, სოფელი ჭერემიდან 4 კმ-ში დაფიქსირდა.ბიძგების სიმძლავრემ 3.5 მაგნიტუდა შეადგინა.დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

შალვა პაპუაშვილი – რა მოლოდინი უნდა გვქონდეს ევროპარლამენტის იმ ჯგუფისგან, რომელიც სააკაშვილს დემოკრატად აღმერთებს, სულ უფრო ემსგავსებიან საბჭოთა კავშირის უმაღლეს საბჭოს

რა მოლოდინი უნდა გვქონდეს იმ ევროპარლამენტისგან, იმ ჯგუფისგან, რომელიც მიხეილ სააკაშვილს დემოკრატად აღმერთებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დაგეგმილ დებატებსა და საქართველოს მოლოდინებზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.მისი თქმით, ღირებულებადაკარგული პოლიტიკური ჯგუფებია, რომლებიც სულო უფრო ემსგავსებიან საბჭოთა კავშირის უმაღლეს საბჭოს.„რა მოლოდინი უნდა გვქონდეს იმ ევროპარლამენტისგან, ევროპარლამენტის იმ ჯგუფისგან, რომელიც მიხეილ სააკაშვილს დემოკრატად აღმერთებს. ესენი არიან ღირებულებადაკარგული პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც სულ უფრო ემსგავსებიან საბჭოთა კავშირის უმაღლეს საბჭოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ბოლო სიახლეები