ხუთშაბათი, მაისი 14, 2026

“ქართული ოცნების” ყრილობამ პარტიის პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა დაამტკიცა

“ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა დამტკიცდა. გადაწყვეტილება “ქართული ოცნების” წევრებმა დღევანდელ ყრილობაზე მიიღეს.

პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში არიან: ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე, შალვა პაპუაშვილი, მამუკა მდინარაძე, გიორგი ვოლსკი, თეა წულუკიანი, ვახტანგ გომელაური, ირაკლი ჩიქოვანი, მაკა ბოჭორიშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, მარიამ ქვრივიშვილი, დიმიტრი სამხარაძე, სულხან თამაზაშვილი, ნინო წილოსანი.

ამასთან, “ქართული ოცნების” თავმჯდომარედ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აირჩიეს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

14 მაისი - ხსენება წმინდისა კეთილმსახურისა მეფისა თამარისა. ქართული ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული მეფე თამარის ხსენების დღეს, ეკლესია-მონასტრებში საზეიმო ღვთისმსახურება სრულდება.თამარობას საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენიდან 1917 წლიდან აღნიშნავენ.ტროპარი: წმინდათა შორის საკვირველო, კეთილმორწმუნეო მეფეო თამარ, რომელმან კლდეთა ზედა მაღალთა აღაშენენ საყდარნი სავედრებელად ღვთისა, ლოცვითა შენითა განაძლიერე მხედრობანი ქრისტეს მოყვარისა ქართველთა ერისანი, ხოლო მარჯუენითა შენითა დაამხვენ სპანი აგარიანთანი, მისითა მეოხებითა ქრისტე ღმერთო, აცხოვნე სულნი ჩუენნი.

დღეს თამარობაა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა თამარ მეფის (1166-1213 წწ.) ხსენების დღეს აღნიშნავს.თამარი მისმა მამამ, გიორგი მესამემ სიცოცხლეშივე მეფედ გამოაცხადა. მაშინ იგი 12 წლის იყო და 5 წელი მამასთან ერთად წარმართავდა ქვეყნის საქმეებს. მისი მეფობის წლებში საქართველო ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი სახელმწიფო გახდა, რომელსაც ანგარიშს უწევდა ქრისტიანული დასავლეთიც და მაჰმადიანური აღმოსავლეთიც. თამარის დროს აშენდა კლდეში ნაკვეთი ქალაქი ვარძია, ფიტარეთი, ქვათახევი, ბეთანია და სხვა არაერთი ეკლესია-მონასტერი. ღვთისმოშიში მეფის სახე სწორედ რამდენიმე ტაძრის ფრესკამ შემოინახა.თამარ მეფის საფლავის ადგილმდებარეობა უცნობია. ზოგიერთი ისტორიული წყარო თამარ მეფის საძვალედ გელათს ასახელებს, ზოგიც - იერუსალიმის ჯვრის მონასტერს.ეს დღე განსაკუთრებული ზეიმით დიდუბის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში აღინიშნება, რადგან გადმოცემით, თამარ მეფემ ჯვარი სწორედ ამ ეკლესიაში დაიწერა.მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა მეფე თამარს ასევე, აღდგომიდან მესამე კვირას, მენელსაცხებლე დედებთან ერთად მოიხსენიებს, რადგან ის თავისი ცხოვრებით ემსახურა უფალს.

577-კაციან საფრანგეთის ეროვნულ საბჭოში 68 დეპუტატი იღებს რაღაც განცხადებას და ამ განცხადებით უნდათ საქართველოს წინააღმდეგ შეაიარაღონ სალომე ზურაბიშვილი – ირაკლი ქადაგიშვილი

577-კაციან საფრანგეთის ეროვნულ საბჭოში 68 დეპუტატი იღებს რაღაც განცხადებას და ამ განცხადებით უნდათ საქართველოს წინააღმდეგ შეაიარაღონ სალომე ზურაბიშვილი და ის ადამიანები, ვინც აქ თავისივე ქმედებებით თავის რეიტინგს მინუსისკენ მიაქანებენ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა საფრანგეთის პარლამენტის მიერ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ რეზოლუციაზე.მისივე თქმით, ეს პროცესი ევრობიუროკრატების მხრიდან ეფექტური ვერ არის.„მათ, ამ პროცესში გარკვეული ეფექტი რომ მიღწეული ჰქონოდათ, აქ შედეგი დღეს სულ სხვა იქნებოდა - ხელისუფლება უნდა შეცვლილიყო, მაგრამ მათ ვერცერთ ჯერზე ვერ მოახერხეს რაიმე კონკრეტული შედეგისა და ეფექტის მიღწევა“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.საფრანგეთში, სალომე ზურაბიშვილის მონაწილეობით მოამზადეს და მიიღეს რეზოლუცია, რომლითაც ეროვნული ასამბლეა ითხოვს სანქციებს, ევროკავშირში გაწევრების გაყინვას და აკრიტიკებს მიღებულ კანონებს. საფრანგეთის 577-კაციან პარლამენტში, დოკუმენტის განხილვას 95 დეპუტატი ესწრებოდა, მის მიღებას მხარი 68 დეპუტატმა დაუჭირა, 22-მ ხმა წინააღმდეგ მისცა. სხდომას ესწრებოდა სალომე ზურაბიშვილიც.

სასამართლოს ობიექტურობის, მდგრადობის კუთხით საქართველო ლიდერი სახელმწიფოა ყველა ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის – ირაკლი ქადაგიშვილი „დემოკრატიების ალიანსის” კვლევაზე

ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემაში „იმედი Live” დემოკრატიის აღქმის 2026 წლის ანგარიშზე ისაუბრა, რომლის თანახმადაც, საქართველო მთავრობის გამჭვირვალობით ევროპაში ლიდერია.საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ სასამართლოს ობიექტურობის, მდგრადობის კუთხით საქართველო ლიდერი სახელმწიფოა ყველა ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის.„კვარტალურად, გარკვეული ობიექტური კვლევები ქვეყნდება, მათ შორის ევროპული კომპეტენტური ინსტიტუტების მიერ ჩატარებული, რომელიც კონკრეტულ კვლევაზე და კონკრეტულ მოცემულობაზეა აგებული და აღმოჩნდა, რომ სასამართლოს ობიექტურობის, მდგრადობის კუთხით საქართველო ლიდერი სახელმწიფოა ყველა ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის. მაგრამ, არსებობს ის პოლიტიკური მიზანი, რაც გააჩნია ბიუროკრატიას, გარკვეულ პოლიტიკურ წრეებს, რა მიზნის მისაღწევადაც ეს ობიექტივიზმი და ეს ობიექტური ინფორმაცია არ აინტერესებთ, ამიტომ მიდიან ყველაფერზე. მიდიან იმაზე, რომ 577-კაციან საფრანგეთის ეროვნულ საბჭოში 68 დეპუტატი იღებს რაღაც განცხადებას და ამ განცხადებით უნდათ საქართველოს წინააღმდეგ შეაიარაღონ სალომე ზურაბიშვილი და ის ადამიანები, ვინც აქ თავისივე ქმედებებით თავის რეიტინგს მინუსისკენ მიაქანებენ“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ჯეი დი ვენსი უარყოფს, რომ ტრამპს ამერიკელების ფინანსური მდგომარეობა არ აინტერესებს – „არ მგონია, პრეზიდენტმა ეს თქვა, მთელი გუნდი ამერიკელების ფინანსურ მდგომარეობაზე ვზრუნავთ“

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსი უარყოფს, რომ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ამერიკელების ფინანსური მდგომარეობა არ აინტერესებს.ჯეი დი ვენსმა კომენტარი გააკეთა ტრამპის განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც მან აღნიშნა: „მე არ ვფიქრობ ამერიკელების ფინანსურ მდგომარეობაზე. ამაზე არ ვფიქრობ. მე ვფიქრობ ერთ რამეზე: ჩვენ არ შეგვიძლია, დავუშვათ, რომ ირანს ჰქონდეს ბირთვული იარაღი, ეს არის ყველაფერი“.როგორც ვენსმა აღნიშნა, აშშ-ის პრეზიდენტი და მისი მთელი გუნდი ზრუნავს ამერიკელების ფინანსური მდგომარეობით„არ მგონია, პრეზიდენტმა ეს თქვა. ეს მისი სიტყვების არასწორი გადმოცემაა. ვეთანხმები პრეზიდენტს იმაში, რომ ირანს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი და ამისთვის აქტიურ დიპლომატიურ პროცესს ვაწარმოებთ. რა თქმა უნდა, პრეზიდენტი, მე და მთელი გუნდი ამერიკელების ფინანსურ მდგომარეობაზე ვზრუნავთ“, – აღნიშნა ვენსმა.ამასთან, „სიენენი“ წერს, რომ დონალდ ტრამპის აღნიშნული განცხადება კრიტიკის ობიექტი გახდა.

ბოლო სიახლეები