სამშაბათი, ივლისი 14, 2026

ქართველ მორაგბეებს ჰიმნის შესრულებისას მაისურზე ტატუნაშვილის გვარი ეწერათ

ქართველი მორაგბეები რუმინეთთან მატჩის დაწყებამდე, ჰიმნის შესრულების დროს, მოედანზე მაისურებით გამოვიდნენ, რომელზეც ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის გვარი ეწერათ.

რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში ბორჯღალოსნები რუმინეთს ხვდებიან.

რუმინეთთან კვლავ ძირითად შემადგენლობაშია ფულბეკი მერაბ კვირიკაშვილი, ხოლო სოსო მათიაშვილი კი ფრთაზე თამაშობს.

“ბორჯღალოსნების” შემადგენლობა ასე გამოიყურება:

შერკინება:

1. ნარიაშვილი 2. მამუკაშვილი 3. ჩილაჩავა

4. ნემსაძე (კ) 5. ჭეიშვილი

6. თხილაიშვილი 7. კოლელიშვილი

8. ლომიძე

უკანა ხაზი:

9. ლობჟანიძე 10. ხმალაძე

12. კვესელაძე 13. კაჭარავა

11. მათიაშვილი 14. სიჭინავა

15. კვირიკაშვილი

მარქაფა: 16. ალხაზაშვილი, 17. ასიეშვილი, 18. მელიქიძე, 19. სუთიაშვილი, 20. გაჩეჩილაძე, 21. აფრასიძე, 22. მალაღურაძე, 23. თოდუა.

არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, ოკუპირებული ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა. მისი ცხედარი დღემდე გადმოსვენებული არაა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

Primark-ის შემოსვლასთან დაკავშირებით Alshaya Group-თან მოლაპარაკებები მიმდინარეობს – მიხეილ ხიდურელი

საქართველოში ტანსაცმლის საერთაშორისო საცალო ქსელის Primark-ის შემოსვლასთან დაკავშირებით Alshaya Group-თან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამის შესახებ საქართველოს ინვესტიციების სააგენტოს თავმჯდომარემ მიხეილ ხიდურელმა „სტარბაქსის“ ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე მედიასთან განაცხადა.მისი თქმით, კომპანია Alshaya Group, რომელიც საქართველოში „სტარბაქსის“ ოპერირებას უზრუნველყოფს, 70-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდს წარმოადგენს, ამიტომ თანამშრომლობა მხოლოდ „სტარბაქსით“ არ შემოიფარგლება.„კომპანიას „სტარბაქსთან“ ერთად აქვს 70-ზე მეტი საერთაშორისო ბრენდი, როგორიცაა, მაგალითად, H&M, Victoria's Secret და ბევრი სხვა. შესაბამისად, ჩვენ „სტარბაქსით“ არ შემოვიფარგლებით. კომპანიასთან გვაქვს საუბარი სხვა მნიშვნელოვან ბრენდებზე, როგორიცაა, მაგალითად, Primark,“ – განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.ხიდურელს დამატებითი დეტალები, მათ შორის, მოლაპარაკებების ეტაპისა და Primark-ის საქართველოში შესაძლო შემოსვლის ვადების შესახებ, არ დაუსახელებია.Alshaya Group-ი მსოფლიოს 16 ქვეყანაში 70 ბრენდის 4,000-ზე მეტ ლოკაციას ფლობს და 40,000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს. კომპანია საკუთარი შემოსავლების შესახებ ინფორმაციას საჯაროდ არ აქვეყნებს, თუმცა სხვადასხვა შეფასებით, ის წლიურად 10 მილიარდ დოლარს აღემატება. მისი დამფუძნებელია ბიზნესმენი მოჰამედ აბდულაზიზ ალშაია.საქართველოში Alshaya Group-ი შვილობილ კომპანიას 2018 წლიდან ფლობს და მას "ალშაია საქართველო" ეწოდება. კომპანიის დირექტორის თანამდებობას ქუვეითის მოქალაქე საოუდ ალშაია იკავებს.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის ძმა ნეპოტიზმის საქმეში დამნაშავედ ცნეს და ცხრა წლით საჯარო თანამდებობის დაკავება აუკრძალეს

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის ძმა დევიდ სანჩესი ნეპოტიზმის საქმეში დამნაშავედ ცნეს და ცხრა წლით საჯარო თანამდებობის დაკავება აუკრძალეს.სასამართლომ დაადგინა, რომ 2017 წელს ბადახოსის პროვინციის ადმინისტრაციაში დევიდ სანჩესისთვის საჯარო სამსახურის პოზიცია არაკანონიერად შეიქმნა და მისი დანიშვნის პროცესი ადმინისტრაციული წესების დარღვევით წარიმართა, რაც ნეპოტიზმისა და თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ნიშნებს შეიცავდა.თავად დევიდ სანჩესისი და პრემიერ-მინისტრი ბრალდებებს უარყოფდნენ და საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებდნენ.როგორც „როიტერი“ წერს,  ეს გადაწყვეტილება ესპანეთის სოციალისტ პრემიერ-მინისტრს ახალ პოლიტიკურ დარტყმას აყენებს, რომლის მთავრობაც და უახლოესი გარემოცვაც ბოლო ორი წლის განმავლობაში კორუფციის გამოძიებებისა და სკანდალების წინაშე დგას.ცნობისთვის, გასულ წელს  კორუფციის ბრალდება წაუყენეს სანჩესის მეუღლესსაც. ბეგონია გომესის წინააღმდეგ გამოძიება ორი წელი მიმდინარეობდა. მას გავლენის ბოროტად გამოყენებაში, კორუფციასა და სახსრების მითვისებაში ადანაშაულებენ.

ირაკლი კობახიძე – მადლობა ყველა უწყებას, რომელმაც მაქსიმუმი გააკეთა თელავში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ, მომავალში ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ სტიქიისას თავიდან ავირიდოთ გართულებები

მთელი ამ დროის განმავლობაში უშუალოდ ვიყავით ჩართული ამ პროცესების კოორდინაციაში და მადლობა მინდა გადავუხადო ყველა უწყებას, რომელმაც მაქსიმუმი გააკეთა თელავში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სამუშაოებში ჩართული იყვნენ ინფრასტრუქტურის, რეგიონული განვითარების, სოფლის მეურნეობის სამინისტროები და შსს-ს სამაშველო სამსახური.„ყველა ეს უწყება, მათ შორის ადგილობრივი ხელისუფლება ასევე იყო აქტიურად მობილიზებული იმისათვის, რომ მაქსიმალურად სწრაფ ტემპში მოხერხებულიყო სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია და შედეგებს საზოგადოება ხედავს. რაც მთავარია, მომავალში ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ თუნდაც ასეთი მასშტაბური სტიქიის პირობებში მაქსიმალურად ავირიდოთ თავიდან გართულებები, ეს არის სახელმწიფოს უმთავრესი ამოცანა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე – სააკაშვილი არ არის საერთოდ ფიგურა ქართულ პოლიტიკაში, მგონი, მას თავისი მოქმედი სასჯელი არ აკმაყოფილებს და ახალი დანაშაულებრივი განცხადებებით გამოდის

მგონი, მას თავისი მოქმედი სასჯელი არ აკმაყოფილებს, ახალი დანაშაულებრივი განცხადებებით გამოდის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვის პასუხად აღნიშნა.კობახიძის თქმით, ეს ყველაფერი არასერიოზულია.„აბსოლუტურად არასერიოზულია ეს განცხადებები. წლების განმავლობაში, 2012 წლიდან მოყოლებული, მას არაერთი ასეთი განცხადება გაუკეთებია, თუმცა ყოველ ჯერზე მისი განცხადებები ცარიელ განცხადებებად დარჩა. ბუნებრივია, ასე გაგრძელდება მომავალშიც. სააკაშვილი არ არის საერთოდ ფიგურა ქართულ პოლიტიკაში. მგონი, ეს ყველასთვის სრულიად ცხადია“, – აღნიშნა პრემიერმა.საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 13 ივლისს სასამართლო პროცესზე განაცხადა: „მხოლოდ წინააღმდეგობა, მხოლოდ რევოლუციური, რეფორმატორული პლატფორმა მოგვიტანს ნამდვილ თავისუფლებას. დავანებოთ თავი კბენებს, ინტრიგებს, მით უმეტეს, ჩემთან ქიშპობას“.

ირაკლი კობახიძე – ევროპულმა ბიუროკრატიამ სიცრუის ახალი სტანდარტი დაამკვიდრა, რაც ძალიან სამწუხაროა, ეუთო-ს ბოლო რეზოლუციაც ევროპული ბიუროკრატიის მიერ დადგენილი სტანდარტის კიდევ ერთი გამოხატულებაა

დღეს უკვე რა არის ევროპული სტანდარტი, ამაზე საუბარი ძალიან რთულია, გამომდინარე იქიდან, რომ ევროპულმა ბიუროკრატიამ დაამკვიდრა სიცრუის სრულიად ახალი სტანდარტი, რაც არის ძალიან დასანანი და ძალიან სამწუხარო. ეუთო-ს ბოლო რეზოლუციაც არის ამ ახალი ევროპული ბიუროკრატიის მიერ დადგენილი სტანდარტის კიდევ ერთი გამოხატულება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა.მისივე თქმით, ტრადიციულ ევროპულ სტანდარტებს ეს დოკუმენტი არაფრით არ აკმაყოფილებს.„სწორედ ეს პრობლემები ქმნის, საბოლოო ჯამში, მრავალი ტიპის გართულებას ევროპაში როგორც იდენტობის კუთხით – თქვენ იცით რა მძიმე ტენდენციებია ევროპაში იდენტობის შენარჩუნების კუთხით – ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. ევროპაში არის ძალიან მძიმე ტენდენციები და სწორედ ასეთი არასწორი მიდგომების, მათ შორის უსამართლობის, ორმაგი სტანდარტების შედეგია ის უარყოფითი ტენდენციები, რომლებსაც ვხედავთ ევროპის მასშტაბით“, – აღნიშნა პრემიერმა.

ბოლო სიახლეები