ორშაბათი, მარტი 9, 2026

სულხან მოლაშვილის საქმის მოსამართლე უვადოდ გაამწესეს

11 ხმით 4-ის  წინააღმდეგ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, სულხან მოლაშვილისა და ე.წ. კაბელების საქმის განმხილველი მოსამართლე მანუჩარ კაპანაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში უვადოდ გაამწესა. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

ასევე უვადოდ დაინიშნა საბჭოს მოქმედი წევრი რეზო ნადარაია, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხილის სამართლის საქმეთა პალატაში. 12 ხმა მიიღო საბჭოს კიდევ ერთმა წევრმა ირაკლი ბონდარეკომ.

რაც შეეხება სერგო თეთრაძისა და ვანო მერაბიშვილის საქმის განმხილველ მოსამართლეს, გიორგი გოგინაშვილს, მან საბჭოს წევრთა 11 ხმა მიიღო.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უვადოდ გამწესების მსურველ მოსამართლეებთან გასაუბრება 6 თებერვალს დაიწყო.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შალვა პაპუაშვილი – შიგნით გვყავს ადამიანები, რომლებიც მუშაობენ, რომ საქართველო გახადონ სამიზნე სხვადასხვა ძალისთვის, ეს დივერსიაა, იგივე სქემა გამოყენებული იყო უკრაინაში ომის დაწყების დღიდან

ჩვეულებრივი დივერსიაა, როდესაც ჩვენ შიგნით გვყავს ადამიანები, რომლებიც მუშაობენ იმაზე, რომ საქართველო გახადონ სამიზნე სხვადასხვა ძალისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სუს-ში მიმდინარე გამოძიებაზე დასმულ შეკითხვაზე განაცხადა.მისივე თქმით, დღეს გამოიყენება იგივე სქემა, რომელიც გამოყენებული იყო უკრაინაში ომის დაწყების დღიდან.„ჩვენ ვხედავთ, ეს იგივე სქემაა, რომელიც გამოყენებული იყო უკრაინაში ომის დაწყების დღიდან, იგივე სქემაა, იგივე ადამიანები, ქართველი ყორღანაშვილები, რომლებიც დგანან უცხო ძალების სამსახურში და საკუთარ სამშობლოს ქმნიან დარტყმის ობიექტად. ეს არის რეალობა, მეხუთე კოლონა, რომელიც ჩვენ შიგნით გვყავს. ამაზე უნდა ვისაუბროთ, რომ რამდენად ფესვგამდგარია უცხო ძალების სასარგებლო საბოტაჟი და დივერსია საქართველოში.ჩვეულებრივი დივერსიაა, როდესაც ჩვენ შიგნით გვყავს ადამიანები, რომლებიც მუშაობენ იმაზე, რომ საქართველო გახადონ სამიზნე სხვადასხვა ძალისთვის. არიან მონაწილე და ერთ-ერთი რგოლი საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე ჰიბრიდულ ომში“,- განაცხადა პაპუაშვილმა.ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარეს გივი თარგამაძის შესახებ ჰკითხეს, რომელიც გამოკითხვაზეა დაბარებული, მასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა და საუბრობენ იმაზე, რომ სუს-ი თარგამაძეს ვერ პოულობს.„საზოგადოება აკვირდება, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ვისი პოვნაც უნდა, ძალიან ადვილად პოულობს და ვისი პასუხისგებაში მიცემის საფუძველი აქვთ, ადვილად მისცემს პასუხისგებაში. არავის და არაფერს ამ მხრივ არ ერიდება. ასე რომ, არ ინერვიულოს არავინ, ვინც საპოვნელია, ყველას იპოვის ჩვენი სახელმწიფო და თუ ვინმე წარსადგენია მართლმსაჯულების წინაშე, მასაც წარადგენენ“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.შეგახსენებთ, სუს-მა გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, ბოლო დღეების განმავლობაში სხვადასხვა პირის მიერ საჯაროდ არაერთი ინფორმაცია გახმოვანდა საქართველოში სხვა ქვეყნების მხრიდან კადრების რეკრუტირების შესახებ და, მათ შორის, იყო დადანაშაულება თუ მინიშნებები ტერორიზმის მიმართულებით. გამოძიება სსკ-ის 319-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

მედიის ცნობით, ახლო აღმოსავლეთის საკითხებში ჩინეთის სპეციალური წარმომადგენელი საუდის არაბეთში ჩავიდა, რათა სპარსეთის ყურის რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით შუამავლის როლი შეასრულოს

მედიის ცნობით, ახლო აღმოსავლეთის საკითხებში ჩინეთის მთავრობის სპეციალური წარმომადგენელი ზაი ჯუნი საუდის არაბეთში ჩავიდა, რათა სპარსეთის ყურის რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით შუამავლის როლი შეასრულოს.მისი თქმით, პეკინი მზადაა, ერ-რიადთან ითანამშრომლოს, რათა „გაატაროს დაუღალავი ძალისხმევა სპარსეთის ყურის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად“.„ბიბისის“ ცნობით, ზაი ჯუნი, რომელმაც ჩინეთი მოიხსენია „საუდის არაბეთის კარგ მეგობრად და პარტნიორად“, მოლაპარაკებებს მართავს საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ფეისალ ბინ ფარჰან ალ საუდსა და სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს (GCC) გენერალურ მდივანთან, ჯასემ ალ-ბუდაივისთან.ზაი ჯუნმა ასევე გაიმეორა პეკინის მოწოდება და აღნიშნა, რომ სამხედრო ოპერაციები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანის უზენაეს ლიდერად მოჯთაბა ხამენეის დანიშვნით უკმაყოფილოა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანის უზენაეს ლიდერად მოჯთაბა ხამენეის დანიშვნით უკმაყოფილოა. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა Fox News-ს განუცხადა.ტელევიზიის წამყვანის, ბრაიან კილმიდის განცხადებით, ის აღნიშნულ საკითხზე აშშ-ის პრეზიდენტს ესაუბრა, რაზეც ტრამპმა უპასუხა: „მე უკმაყოფილო ვარ“.ცნობისთვის, ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა მის შემცვლელად დანიშნეს. მედიის ცნობით, 56 წლის მოჯთაბა ხამენეი ირანის უზენაესი სულიერი ლიდერის თანამდებობაზე ექსპერტთა ასამბლეის წევრებმა აირჩიეს.ისრაელის უსაფრთხოების სამსახურები მიიჩნევენ, რომ აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა ხამენეი, შესაძლოა, გასულ კვირას განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად დაჭრილი იყოს.

დონალდ ტრამპი – ირანი აპირებდა ისრაელის და მის გარშემო ყველაფრის განადგურებას, ჩვენ ერთად ვიმუშავეთ, გავანადგურეთ ქვეყანა, რომელსაც ისრაელის განადგურება სურდა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან ომის დასრულების შესახებ გადაწყვეტილება ორმხრივი იქნება და მას ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთად მიიღებს.აშშ-ის პრეზიდენტმა Times of Israel-ს განუცხადა, რომ ირანი ისრაელის განადგურებას აპირებდა და ის მან და ბენიამინ ნეთანიაჰუმ იხსნეს.„ირანი აპირებდა ისრაელის და მის გარშემო ყველაფრის განადგურებას. ჩვენ ერთად ვიმუშავეთ. გავანადგურეთ ქვეყანა, რომელსაც ისრაელის განადგურება სურდა“, – აღნიშნა ტრამპმა.კითხვაზე, შეძლებდა თუ არა ისრაელი ირანის წინააღმდეგ ომის გაგრძელებას, თუ აშშ გადაწყვეტდა თავდასხმების შეწყვეტას, ტრამპმა უარი თქვა ამ შესაძლებლობის განხილვაზე და აღნიშნა, რომ ეს საჭირო არ იქნება.როდესაც მას მოჯთაბა ხამენეის ქვეყნის ახალ უზენაეს ლიდერად დანიშვნის შესახებ ჰკითხეს, ტრამპმა ასევე უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე და აღნიშნა: „ვნახოთ, რა მოხდება“.

თინა ბოკუჩავა – ოპოზიციის ალიანსი დღეს არის ყველაზე ქმედითი ოპოზიციური ერთობა და პარტიების აკრძალვაზე განცხადება ნამდვილად ასახავს რეჟიმის შიშს

რეჟიმი დროს წელავს. ვხედავთ, ამდენი თვეა, ფეხს ითრევს პარტიების აკრძალვაზე, იმის მიუხედავად, რომ პარლამენტის კომისია ამისთვის შექმნეს. ხვდებიან, რომ ახლა ისეთ პოლიტიკურ ფორმაში არ არიან, მორიგი რეპრესიული ნაბიჯი განახორციელონ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.ბოკუჩავას თქმით, „იციან, რომ ძალიან მძიმე შედეგები იქნება, განსაკუთრებით საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, რადგან ეს ერთგვარი წითელი ხაზია და ოფიციალურად ნიშნავს ქვეყანაში ერთპარტიული დიქტატურის გაფორმებას“.„ამავდროულად, დღევანდელი განცხადება ნამდვილად ასახავს იმ შიშს, რომელიც რეჟიმს აქვს ოპოზიციური გაერთიანებების მიმართ. დღეს ოპოზიციის ალიანსი არის ყველაზე ქმედითი ოპოზიციური ერთობა, რაც კი შექმნილა ბოლო პერიოდის მანძილზე და ეს განცხადება ამასაც უკავშირდება. ორი ფაქტორია – ერთი არის რეჟიმის შიში ოპოზიციური ერთიანობის მიმართ და მეორე, ისინი ცდილობენ, დრო მოიგონ. ტექნიკურად მოუწევთ ამ სარჩელის გამოტანა და ახლის შეტანა, თუ ახალი პარტიების დამატებას მართლაც გეგმავენ“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა: „ალბათ მოგვიწევს საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელის კორექტირება, დაგვჭირდება პარტიების დასახელებათა შეცვლა ან დამატება“.შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილია სარჩელი, სადაც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო – ლელოს“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა.

ბოლო სიახლეები