სულხან მოლაშვილის საქმის მოსამართლე უვადოდ გაამწესეს

Read Time:25 Second

11 ხმით 4-ის  წინააღმდეგ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, სულხან მოლაშვილისა და ე.წ. კაბელების საქმის განმხილველი მოსამართლე მანუჩარ კაპანაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში უვადოდ გაამწესა. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

ასევე უვადოდ დაინიშნა საბჭოს მოქმედი წევრი რეზო ნადარაია, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხილის სამართლის საქმეთა პალატაში. 12 ხმა მიიღო საბჭოს კიდევ ერთმა წევრმა ირაკლი ბონდარეკომ.

რაც შეეხება სერგო თეთრაძისა და ვანო მერაბიშვილის საქმის განმხილველ მოსამართლეს, გიორგი გოგინაშვილს, მან საბჭოს წევრთა 11 ხმა მიიღო.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უვადოდ გამწესების მსურველ მოსამართლეებთან გასაუბრება 6 თებერვალს დაიწყო.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post აკაკი ზოიძე ევროპულ საქართველოს პარტიის სახელწოდების შეცვლას ურჩევს
Next post პატრიარქს სახის სამწვერა ნერვის ანთება დაუდგინდა