სამშაბათი, სექტემბერი 8, 2026

სახალხო დამცველი აქციაზე დაკავებულ პირებს ხვდება

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციისას 29-30 ნოემბერს დაკავებულ პირებს ქალაქის მთავარ სამმართველოში სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი ხვდება.

მას შესვლამდე ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

დაკავებული და დაშავებული პირები ადვოკატებმა უკვე მოინახულეს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მოქალაქეებს ატყუებდა, თითქოს ოქროს ნაკეთობების ბიზნესში თანხის ინვესტირების სანაცვლოდ მათ მიღებულ მოგებას გაუნაწილებდა და 11 დაზარალებულისგან მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით 707 975 ლარსა და 296 000 აშშ დოლარს დაეუფლა, რამაც დიდი ოდენობით 1 541 734 ლარის ზიანი გამოიწვია.სამართალდამცველებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც პროკურატურა ავრცელებს.

ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა- ლექსო თამაზაშვილი-მოვა დრო, თანხის შესახებ საზოგადოება სიმართლეს შეიტყობს

ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა, ლექსო თამაზაშვილი სოციალურ ქსელში თენგიზ შარმანშვილს პასუხობს. როგორც ის წერს, მოვა დრო და თანხების შესახებ სიმართლეს გაიგებს საზოგადოება.,,თენგიზ შარმაზაშვილს უთქვამს, ირაკლი ღარიბაშვილმა თვითონ ჩაირტყა დანა ზურგშიო... ეს დღეებია ვაკვირდები და სადაც კამერას დაინახავს, მიირბენს და იგესლება... თან ტყუილებს ამბობს და მანიპულირებს. ტყუილია ის, რომ ირაკლის სახლიდან ოქროს ზოდები, საათები და ძვირფასეულობა ამოიღეს - არსებობს ჩხრეკის ოქმი, სადაც არცერთი ზემოთ ჩამოთვლილი ნივთი ნახსენები არ არის! თანხას რაც შეეხება, მოვა მაგის დროც, როცა საზოგადოება სიმართლეს შეიტყობს... დავუბრუნდეთ ბატონ თენგიზს და მის მიერ ზურგში დანის ჩარტყმის ხსენებას - ესე იგი, ირაკლიმ თავად ჩაირტყა დანა ზურგშიო... ბატონო თენგიზ, როცა მონაწილეობ ეროვნული ხელისუფლების დამხობაში, დამხობის შემდეგ მუშაობ შევარდნაძის ვერტიკალში, შემდეგ „ვარდების რევოლუციის“ მხარდამჭერი ხდები და სააკაშვილს უწერ ისეთ კონსტიტუციას, რომლითაც, ფაქტობრივად, უვადოსა და ხელშეუხებელს ხდი მის მმართველობას... რომ არა ბიძინა ივანიშვილი და 2012 წლის 1 ოქტომბრის გამარჯვება - თქვენი დაწერილი კონსტიტუციით სააკაშვილი საქართველოს სამუდამო მმართველად გვევლინებოდა! გავაგრძელოთ: მას შემდეგ, რაც სააკაშვილი დამარცხდა და თქვენც მოგიწიათ კედელზე ჩამოკიდებული მისი სურათის ნაგვის ყუთში მოსროლა, ძველი პუტჩისტი მეგობრების წყალობით გამონახეთ გზა და მოხვდით „ქართულ ოცნებაში“... ეჭვი არ მეპარება, მერეც სადღაც მოხვდებით. აი, ამ გზის გამვლელი კაცი გამოდის და ზურგში დანის ჩარტყმაზე ქილიკობს... ქართველმა ხალხმა იცის, თუ რას ნიშნავს ზურგში დანის ჩარტყმა. ქართველმა ხალხმა იცის, რა ეწოდება თქვენ მიერ გავლილ გზას!''- წერს თამაზაშვილი.

ირაკლი კობახიძე – წარმატებით დავიწყეთ სახელმძღვანელოების განახლების პროგრამა, მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება მათ შორის ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს

იწყება ახალი სასწავლო წელი სკოლებში. სწავლას იწყებს 45 ათასი პირველკლასელი, აქედან 38 ათასი საჯარო სკოლებში და 7 ათასი კერძო სკოლებში. 30-მდე განახლებულ სკოლაში დაიწყება სწავლა, ეს არის ახალი ან სრულად რეაბილიტირებული სკოლები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დაწყებულია სახელმძღვანელოების განახლების პროგრამა და ძალიან ბევრი მიმართულებით ახალი სახელმძღვანელოებით ისწავლიან სკოლის მოსწავლეები.„უახლოეს მომავალში დასრულდება ეს პროგრამა და მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება, მათ შორის, ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს. მთლიანად იქნება გადახედილი ეს სახელმძღვანელოები ჩვენი ეროვნული სასწავლო გეგმის და ზოგადი განათლების მიზნების შესაბამისად. ასევე, 100 სკოლაში იხსნება რობოტიკის კლუბი. საბაზო საფეხურზე დამატებით 100 სკოლაში იხსნება სტემ კლუბი. ჯამურად, სტემ კლუბები იქნება 500 სკოლაში წარმოდგენილი. ფართოვდება სამხედრო საქმის პროგრამა. არსებულ 140 სკოლას დაემატება 100 სკოლა ამ თვალსაზრისით და ეს სწავლება განახლებული თანამედოვე რესურსებით განხორციელდება. ასევე გრძელდება ღირებულებითი განათლების კლუბების პროგრამა. 140 სკოლას ამ კუთხით დაემატება 60 სკოლა. მოსწავლეებს ასევე დაემატებათ ახალი არჩევითი კურსები – ფინანსური წიგნიერება, მედიაწიგნიერება, წიგნიერება და ხელოვნური ინტელექტი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ 21 არაქართულენოვან სკოლაში ქართული სექტორი გაიხსნა, გადამზადებულია 600-ზე მეტი ბილინგვური სწავლების სპეციალისტი და პროგრამაში ჩართული სკოლები უზრუნველყოფილია შესაბამისი ბილინგვური საგანმანათლებლო რესურსებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ხვიჩა კვარაცხელია „ფრანს ფუტბოლმა“ „ოქროს ბურთის“ 30 ნომინანტს შორის დაასახელა

„ფრანს ფუტბოლმა“ 30 ფეხბურთელის სია გამოაქვეყნა, ვინც ოქტომბერში „ოქროს ბურთისთვის“ იბრძოლებს – ნომინანტთა შორის არის საქართველოს ნაკრების კაპიტანი და „პარი სენ-ჟერმენის“ ერთ-ერთი ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია.გასულ სეზონში ქართველი თავდამხმელი ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. მან „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად საფრანგეთის ჩემპიონატი, თასი, სუპერთასი და ჩემპიონთა ლიგა (ზედიზედ მეორედ) მოიგო. საქართველოს ნაკრების კაპიტანს არაერთი მხარდამჭერი ჰყავს მთელ მსოფლიოში, რომლებიც კვარაცხელიასთვის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოს გადაცემას ყველაზე სამართლიან გადაწყვეტილებად მიიჩნევენ.ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ 30 საუკეთესოს შორის ორჯერ იყო ნომინირებული – 2023 წელს მე-17 ადგილი ერგო, ხოლო 2025 წელს მე-13 პოზიცია დაიკავა.„ოქროს ბურთის“ დაჯილოება 26 ოქტომბერს ლონდონში გაიმართება.„ოქროს ბურთის“ 30 ნომინანტი:ხვიჩა კვარაცხელია („პარი სენ-ჟერმენი“), პაუ კუბარსი („ბარსელონა“), ჯუდ ბელინგემი („რეალი“), მარკ კუკურელია („ჩელსი“/„რეალი“), უსმან დემბელე („პარი სენ-ჟერმენი“), ბრუნო ფერნანდეში („მანჩესტერ იუნაიტედი“), ლუის დიასი („ბაიერნი“), ერლინგ ჰოლანდი („მანჩესტერ სიტი“), გაბრიელ მაგალაეში („არსენალი), აშრაფ ჰაკიმი („პარი სენ-ჟერმენი“), ჰარი კეინი („ბაიერნი“), ლამინ იამალი („ბარსელონა), სადიო მანე („ალ ნასრი), მარკინიოსი („პარი სენ-ჟერმენი“), ლაუტარო მარტინესი („ინტერი“), კილიან მბაპე („რეალი“), ნუნუ მენდეში („პარი სენ-ჟერმენი“), ლიონელ მესი („ინტერ მაიამი“), მაიკლ ოლისე („ბაიერნი), ჟოაო ნევეში („პარი სენ-ჟერმენი“), უილიამ პაჩო („პარი სენ-ჟერმენი“), ხულიან კინიონესი („ალ ქადსია“), დეკლან რაისი („არსენალი“), როდრი („მანჩესტერ სიტი“/„ბარსელონა“), დაიოტ უპამეკანო („ბაიერნი), ფერან ტორესი („პარი სენ-ჟერმენი“/„ბარსელონა“), ფაბიან რუისი („პარი სენ-ჟერმენი“), სალიბა („არსენალი), ვიტინია („პარი სენ-ჟერმენი“), ვინისიუს ჟუნიორი („რეალი“).

ალექსანდრე რაქვიაშვილი ნიკა გვარამიას მიმართავს – შენი ტყუილების დრო დასრულდა, აფერისტი რომ ხარ, 2024 წლის არჩევნებამდეც ვიცოდით, მაგრამ მაშინ ვიღაც ხალხს ოპოზიციონერი ეგონე, ახლა...

ნიკა, ჩემსა და შენს შორის, იცი, რა განსხვავებაა? მე ბიძინა ივანიშვილს შევხვდი და არასდროს დამიმალავს ეს, პირდაპირ კითხვაზე პირდაპირი პასუხი გავეცი, შენ კიდევ 40 მილიონი ვისგან გაქვს აღებული, არ ამბობ და დღემდე ვერ ბედავ აღიარებას. კი, 40 მილიონი და არა 10 მილიონი, როგორც შენ წერ. ნებისმიერ დისკუსიაში შენ მიერვე ცესკო-ში წარდგენილი დოკუმენტებით დაგიმტკიცებ, რომ ტყუილია, ვითომ შენ მხოლოდ 10 მილიონი დახარჯე არჩევნებზე, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე რაქვიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.მისი თქმით, ტყუილების დრო დასრულდა.„იმასაც დაგიმტკიცებ, რომ სულ ფიქტიური ჩარიცხვებით გაქვს ეს ფული ანგარიშზე შეტანილი და იმასაც, რომ ეს არანაირი გილაურის ფული არ იყო. ეს ყველამ იცის ოპოზიციაში და ამიტომაა, რომ ყველა დებატს გაურბიხარ ამ თემაზე. შენც და შენი პარტიის წევრები. აგერ, სულ რაღაც გუშინაც დაფრთხი; და მეორე: „მიტინგებზე გვარბევდნენ, ესენი კი ბიძინას ხვდებოდნენო“. მე, ჟურნალისტის კითხვას, 2024 არჩევნებამდე თუ არჩევნების შემდეგ იყო შეხვედრაო, არჩევნების შემდეგო, ვუპასუხე. დავიჯერო, ასეთი სულელი ხარ, რომ ვერ ხვდები, რომ ეს არ ნიშნავს 2024 ნოემბერს? ჰოდა, არათუ 2024 წლის არჩევნების, არამედ 2025 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ იყო ეს შეხვედრა, 2025 წლის ბოლოს. ასე რომ, მთელი შენი და შენი შნირების ისტერიები ამ თემაზე შენივე ფანტაზიებია. ჰოდა, შენი ბოლოდროინდელი კრუნჩხვები იმიტომ ხდება, რომ შენი ტყუილების დრო დასრულდა. შენ რომ აფერისტი ხარ, ჩვენ ეს 2024 წლის არჩევნებამდეც ვიცოდით, მაგრამ მაშინ შენ ვიღაც ხალხს ოპოზიციონერი ეგონე. ახლა კი ყველა ყველაფერს ხვდება და თუ კიდევ ვინმე ვერ ხვდება, მალე მიხვდება. არ მეთანხმები? გაბედავ დებატებს? არ გინდა, რომ ხალხმა განსაჯოს, ვინ არის მართალი და ვინ მტყუანი? ერთი კაცი გყავდა, ვისაც დებატების არ შეეშინდა, და ის ციხეში გყავს, და მეორე კაცი, ეჭვი მაქვს, არ მოგეძებნება“, – წერს რაქვიაშვილი. 

ბოლო სიახლეები