საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა ახალგაზრდული მსოფლიო თასის მესამე ტურის მატჩში ურუგვაის ნაკრები 56:3 დაამარცხა და ბრძოლას მეცხრე-მეთორმტე ადგილების ნახევარფინალში გააგრძელებს.
უმცროსი „ბორჯღალოსნების“ შემადგენლობიდან ლელოები რაზმაძემ, ძოძუაშვილმა, ტაბატაძემ, ნარსიამ (3), ნოზაძემ და ახვლედიანმა დადეს, გარდასახვები კი ხალვაშმა ზუსტად დაარტყა და საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი მოგებით დაასრულა.
უმცროსი „ბორჯღალოსნები“ ბრძოლას მეცხრე-მეთორმეტე ადგილებისთვის განაგრძობენ – მატჩები ქუთასის „აია არენაზე“ გაიმართება.

