საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, 2026 წლის 17 მაისს, საღამოს უწმინდესსა და უნეტარეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, შიო III-სა და მის ყოვლადუწმინდესობას, მსოფლიო პატრიარქს, ბართლომეოს I-ს შორის გულთბილი და ძმური სატელეფონო საუბარი შედგა.
„მსოფლიო პატრიარქმა მის უწმინდესობას გულითადად მიულოცა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მეთაურის ტახტზე აღსაყდრება და უსურვა ნაყოფიერი, მშვიდობიანი და ხანგრძლივი მსახურება ეკლესიის გასაძლიერებლად, საქართველოსა და ქართველი ერის საკეთილდღეოდ.
თავის მხრივ, კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ გულთბილი მადლობა გადაუხადა მსოფლიო პატრიარქს გულწრფელი მილოცვისა და კეთილი სურვილებისთვის.
საუბრის დასასრულს მსოფლიო პატრიარქმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უახლოეს მომავალში კონსტანტინოპოლში მიიწვია“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

