ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, საფეხბურთო კლუბ “ფოთის კოლხეთის” ავტობუსის მძღოლი გარდაიცვალა და 6 მგზავრი დაშავდა. დაშავებულებს შორის არიან ფეხბურთელებიც.
დაშაცებულები კლინიკა გორმედში და სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
პირველადი სანედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ, გორმედიდან 3 პაციენტი მალევე გაწერეს. შემთხვევა თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე, სოფელ შავშვებთან მოხდა.
ავტობუსი ბორდიურს შეეჯახა. ავარიის მიზეზის დასადგენად რამდენიმე სახის ექსპერტიზაა დანიშნული. გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს.