პერსონა ნონ გრატად გამოცხადებულმა რუსი დიპლომატების მეორე ნაკადმა ვაშინგტონი უკვე დატოვა. სპეციალურმა რეისმა სამშობლოში დიპლომატები და მათი ოჯახის წევრები დააბრუნა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
Flightradar 24-ზე ხელმისაწვდომ ინფორმაციაში ეწერა, რომ Il-96-300 თვითმფრინავმა აშშ დალასის აეროპორტიდან დატოვა. როგორც რუსული მედია წერს, საერთო ჯამში მოსკოვში 171 ადამიანი გაფრინდა.
ოცზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, გააძევა თავისი ქვეყნიდან რუსი დიპლომატები ბრიტანეთში ყოფილი ჯაშუშის სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის იულიას ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამვლის გამო. 140 რუსი დიპლომატის გაძევება კრემლისთვის უბრალო გაღიზიანებასა და დისკომფორტზე უფრო მეტია და მტკივნეული.