სამშაბათი, ივნისი 16, 2026

რუსთავში, 15 წლის გოგოს ცემაში დედას და მის მეგობარ კაცს ადანაშაულებენ

რუსთავში, 15 წლის გოგოს დედას და დედის მეგობარ კაცს მოზარდზე ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებენ. არსებული ინფორმაციით, მამინაცვალი მოზარდის მიმართ ხშირად ჩადიოდა გარყვნილ ქმედებას, დედა კი ხშირად სცემდა. ფაქტის შესახებ ცნობილია უკვე სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის.  ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

როგორც სააგენტოში ამბობენ, ბავშვთან სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი მუშაობს.

შსს-ს ცნობით, ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლით, რაც ოჯახურ ძალადობას გულისხმობს. ასევე 11 პრიმა 141-ე მუხლით, რაც გულისხმობს პასუხისმგებლობას ოჯახურ დანაშაულზე და გარყვნილ ქმედებას

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დაკარგული ქალი, 62 წლის შემდეგ, იპოვეს – იდუმალი გაუჩინარების საქმე

ქალი, რომელიც 1962 წელს უკვალოდ გაქრა და ათწლეულების განმავლობაში დაკარგულად ითვლებოდა, 62 წლის შემდეგ ცოცხალი და ჯანმრთელი იპოვეს. ამის შესახებ სტატია უცხოურმა მედიამაც მოამზადა. საქმე ოდრი ბაკებერგს ეხება, რომელიც 1962 წლის ივლისში, 20 წლის ასაკში, ვისკონსინის შტატიდან გაუჩინარდა. ახალგაზრდა ქალი სახლიდან გავიდა და მას შემდეგ აღარავის უნახავს. მიუხედავად მრავალწლიანი ძებნისა და არაერთი ვერსიისა, სამართალდამცველებმა მისი ადგილსამყოფლის დადგენა ვერ შეძლეს და საქმე საბოლოოდ გაუხსნელ საქმეებს შორის მოხვდა.გამოძიების მასალების მიხედვით, გაუჩინარებამდე ოდრი ოჯახური პრობლემების წინაშე იდგა. მოგვიანებით გაირკვა, რომ მან ქმრის წინააღმდეგ საჩივარიც შეიტანა, რომელშიც ფიზიკურ ძალადობასა და მუქარაზე საუბრობდა. რამდენიმე დღეში კი ქალი უკვალოდ გაქრა.წლების განმავლობაში არსებობდა ვარაუდი, რომ ის შესაძლოა დანაშაულის მსხვერპლი გამხდარიყო ან გარდაცვლილიყო. თუმცა 2025 წელს, როდესაც ადგილობრივმა შერიფის ოფისმა ძველი გაუხსნელი საქმეების ხელახალი გადამოწმება დაიწყო, გამომძიებელმა ისააკ ჰანსონმა საქმის ახალი კვალის აღმოჩენა შეძლო. თანამედროვე მონაცემებისა და გენეალოგიური ჩანაწერების დახმარებით, მან დაადგინა, რომ ქალი სრულიად სხვა შტატში ცხოვრობდა.გამომძიებლების გასაკვირად, ოდრი ბაკებერგი ცოცხალი და ჯანმრთელი აღმოჩნდა. მან დაადასტურა საკუთარი ვინაობა და განაცხადა, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში ახალი ცხოვრებით ცხოვრობდა. სამართალდამცველების ინფორმაციით, მისი გაუჩინარება ნებაყოფლობითი იყო და დანაშაულის კვალი არ გამოვლენილა.ყველაზე საინტერესო დეტალი ის არის, რომ ქალმა გამომძიებლებს უთხრა, რომ საკუთარი გადაწყვეტილების გამო სინანული არ ჰქონდა. მისი თქმით, მან ცხოვრება საკუთარი არჩევანით განაგრძო და თავს კარგად გრძნობდა. ზუსტი ადგილმდებარეობა, სადაც ის ცხოვრობს, საჯაროდ არ გამჟღავნებულა.

„ფაინენშალ თაიმსი“ – „დიდი შვიდეულის“ ლიდერები შეთანხმდნენ, რომ რუსეთის ენერგოექსპორტის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს დააწესებენ

„დიდი შვიდეულის“ ლიდერები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებაზე შეთანხმდნენ, – ამის შესახებ „ფაინენშალ თაიმსი“ წერს.„დიდი შვიდეულის“ ლიდერები საფრანგეთში გამართულ სამიტზე შეთანხმდნენ, რომ რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ და ნავთობისა და გაზის ექსპორტის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს დააწესებენ, რათა მოსკოვს სამხედრო მოქმედებების დაფინანსების ძირითადი წყაროები შეუზღუდონ.გამოცემის ინფორმაციით, შესაბამის შეთანხმებას „დიდი შვიდეულის“ წევრმა ქვეყნებმა მოლაპარაკებების რაუნდის შემდეგ მიაღწიეს, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტიც ესწრებოდა.„ლიდერები შეთანხმდნენ, რომ რუსეთზე ზეწოლა გაიზრდება, მათ შორის ნავთობისა და გაზის სექტორზე სანქციების გამკაცრების გზით“, – აღნიშნა წყარომ გამოცემასთან საუბრისას.გამოცემის წყაროს თქმით, კონსენსუსის მიღწევას ხელი შეუწყო იმ ფაქტმაც, რომ აშშ-სა და ირანს შორის სამშვიდობო შეთანხმების პერსპექტივამ მსოფლიო ბაზრებზე ნავთობისა და გაზის ფასების შემცირება გამოიწვია. ამის ფონზე, რუსეთის ენერგომატარებლების ექსპორტის წინააღმდეგ ახალი შეზღუდვების დაწესება დიდი შვიდეულის ქვეყნებისთვის უფრო მისაღები გახდა.როგორც „ფაინენშალ თაიმსი“ წერს, მოსალოდნელია, რომ ახალი სანქციები რუსეთის ენერგეტიკული შემოსავლების კიდევ უფრო შემცირებასა და კრემლზე ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერებას ისახავს მიზნად.

შალვა პაპუაშვილი – „საქართველოსთვის“ წევრები თავიანთ თავს აზიანებენ, თორემ პარტია და გახარია ისედაც დაზიანებული არიან, არაფერი ეშველებათ

პარტიის „საქართველოსთვის“ წევრები ამ თემით თავიანთი თავის აქტუალიზებას ახდენენ – ან მაზოხისტები არიან და სიამოვნებთ რომ მათზე ისაუბრონ, ან უბრალოდ, მათ გახარია იყენებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.მისივე თქმით, პარტია და გახარია ისედაც დაზიანებული არიან და არაფერი ეშველებათ.„არაერთხელ ითქვა, რომ დამხრჩვალის ოჯახში თოკზე არ საუბრობენ. ის ადამიანები დაფიქრდნენ, ვინც პარლამენტში არიან – მათ გახარია დასცინის. ეს ადამიანი სწორედ დემონსტრაციის დაშლისას ძალის გადამეტების გამო არის ბრალდებული. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არსებობს, რომ მაშინ პროცესის მართვა არასწორად მოხდა, რის შედეგადაც ადამიანები დაზიანდნენ. ეს ადამიანები ამ თემით თავიანთი თავის აქტუალიზებას ახდენენ – ან მაზოხისტები არიან და სიამოვნებთ რომ მათზე ისაუბრონ, ან, უბრალოდ, მათ გახარია იყენებს და ამ თემების წამოწევით პირდაპირ დასცინის. სამწუხაროდ, ეს ადამიანები, თავიანთ თავს აზიანებენ, ვინც პარლამენტში არიან, თორემ პარტია და გახარია ისედაც დაზიანებული არიან, არაფერი ეშველებათ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

დონალდ ტრამპი – ისრაელი „ჰეზბოლას“ დიდხანს ებრძვის, როცა ვინმეს ეძებ, საცხოვრებელი კორპუსის დანგრევა არ არის საჭირო, რადგან ამ სახლებში ბევრი ადამიანია და ყველა „ჰეზბოლა“...

ისრაელს ვურჩევ, სირიას „ჰეზბოლაზე“ ზრუნვის ნება დართოს. სიმართლე გითხრათ, ვფიქრობ, ისინი უკეთესად აკეთებენ ამას, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.ტრამპმა აღნიშნა, რომ ისრაელის მიერ ლიბანში ხანგრძლივი ომით გაღიზიანებულია. მისივე თქმით, ლიბანში ომი „მცირე ომია, ირანის ომი კი – დიდი“, თუმცა ლიბანში მთავარი პრობლემა ირანის მარიონეტული ძალა „ჰეზბოლაა“.„ისრაელი ძალიან დიდხანს ებრძვის „ჰეზბოლას“ და ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება. ყოველ ჯერზე, როცა ვინმეს ეძებ, საცხოვრებელი კორპუსის დანგრევა არ არის საჭირო, რადგან ამ საცხოვრებელ სახლებში ბევრი ადამიანია და ყველა „ჰეზბოლა“ არ არის. მე ისრაელს ვურჩევ: სირიას „ჰეზბოლაზე“ ზრუნვის ნება დართოს, სიმართლე გითხრათ, ვფიქრობ, რომ ისინი უკეთესად აკეთებენ ამას“, – განაცხადა ტრამპმა.ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმ აღნიშნა, რომ ბარაკ ობამას ეპოქის ბირთვული შეთანხმება ერთ-ერთი ყველაზე სულელური რამ იყო, რაც კი ოდესმე უნახავს.„ისინი უზარმაზარ ზიანს მოგვაყენებდნენ, ჩვენ რომ არ გაგვეუქმებინა ობამას ბირთვული შეთანხმება. ეს იყო გზა ბირთვული იარაღისკენ. ეს იყო ყველაზე სულელური შეთანხმება, რაც კი ოდესმე მინახავს, NAFTA-ს (ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება) გარდა“, – განაცხადა ტრამპმა.

„საქართველოს რკინიგზაში“ კორუფციულ სქემასთან დაკავშირებით, რვა პირი პასუხისგებაშია მიცემული, ყოფილ დირექტორს, დავით ფერაძეს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქალაქ თბილისში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის, აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში დახმარების, ჯგუფურად ჩადენილი ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების, ამავე დანაშაულის ჩადენაში დახმარების, ასევე ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, დაკავებულ და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემულ იქნა, ჯამში, რვა პირი, რომელთაგან ორ პირს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინება და მათ მიმართ გამოცხადდება ძებნა. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.როგორც ბრიფინგზე განაცხადეს, საქმე შეეხება სს „საქართველოს რკინიგზის“ ყოფილი ხელმძღვანელი პირების მიერ, მათი კომპანიაში მუშაობის პერიოდში გამოყენებულ კორუფციულ სქემებს, რითაც სხვადასხვა დანაშაულებრივი ხერხით დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს და უკანონოდ მოპოვებულ ქონებას მისცეს კანონიერი სახე.„გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის შემოდგომაზე, სს „საქართველოს რკინიგზის“ იმჟამინდელმა გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ, სააქციო საზოგადოების კუთვნილი, დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების მიზნით, ჩამოაყალიბა შეთანხმებულად მოქმედი, სტრუქტურული ფორმის მქონე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელსაც წინასწარ შემუშავებული სქემის შესაბამისად, უნდა უზრუნველეყო სს ,,საქართველოს რკინიგზის“ კუთვნილი შავი ლითონის შემდგომში სარეალიზაციოდ იმ ფორმით შეგროვება, ტრანსპორტირება, დაჭრა და დახარისხება, რომ შეუძლებელი გამხდარიყო მისი საწყისი ზუსტი ოდენობის დადგენა. პარალელურად, წინასწარ შერჩეული კომპანიების გამოყენებით, უნდა შედგენილიყო საგადასახადო დოკუმენტები, რომელთა საფუძველზეც მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებულ შავ ლითონს გაუჩნდებოდა ფორმალური, ვითომდა ლეგალური წარმომავლობა და განხორციელდებოდა მისი რეალიზაცია. დავით ფერაძემ დანაშაულებრივ სქემაში ეტაპობრივად ჩართო არაერთი პირი, მათ შორის სს ,,საქართველოს რკინიგზის“ ინფრასტრუქტურის იმჟამინდელი დირექტორი. დანაშაულებრივ სქემაში ასევე ჩართული იყო კიდევ ერთი პირი, რომელსაც ფაქტობრივ მმართველობაში გააჩნდა რამდენიმე მეწარმე სუბიექტი – შპს ,,კახეთი“, შპს ,,ნოვა ტრანსი“, შპს ,,ჯადექსა“, შპს ,,სამშენებლო სარემონტო კომპანია ხურო“ და შპს ,,გრანდ კახეთი“.დანაშაულებრივი შეთანხმების შესაბამისად, სს ,,საქართველოს რკინიგზამ“ ორ ეტაპად – 2020 წლის 08 თებერვალსა და 09 სექტემბერს გამოაცხადა ორი ტენდერი შავი ლითონის ტრანსპორტირების, დახარისხების, დაჭრისა და ერთად შეგროვების მომსახურების შესყიდვაზე, რომლებშიც გამარჯვებულად გამოცხადდა დანაშაულებრივ სქემაში ჩართული პირების მიერ დაფუძნებული და ფაქტობრივ მმართველობაში არსებული შპს ,,კახეთი“. იმავდროულად, დავით ფერაძესთან შეთანხმებით, ერთ-ერთი პირი, სს ,,საქართველოს რკინიგზის“ უფლებამოსილი თანამშრომლების გვერდის ავლით, უზრუნველყოფდა წამოსაღები შავი ლითონის ადგილზე დაუთვლელად, აწონის გარეშე და ზოგ შემთხვევაში, დოკუმენტურად უკვე აღრიცხული შავი ლითონის ხელოვნურად შემცირებული რაოდენობით გატანას. შესაბამისად, დოკუმენტური მხარე ფორმდებოდა იმგვარად, რომ მომავალში შეუძლებელი გამხდარიყო დანაკლისის არსებობაზე პასუხისმგებელი პირის დადგენა, რაც საბოლოოდ გაამარტივებდა მის სს ,,საქართველოს რკინიგზის“ ბალანსიდან ჩამოწერას. შპს ,,კახეთის“ მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებისას, დავით ფერაძის ორგანიზებით, სს ,,საქართველოს რკინიგზის“ ტერიტორიებიდან, დასაწყობების ნაცვლად, სისტემატურად ხორციელდებოდა მოგროვებული შავი ლითონის ნაწილის სატვირთო ავტომობილებით გატანა და რუსთავში მდებარე შპს „ჯეოსთილის“ საწარმოში ჩაბარება. პროცესში მონაწილეობდნენ და მეთვალყურეობას უწევდნენ როგორც ზემოხსენებული სააქციო საზოგადოების წინასწარ შერჩეული წარმომადგენლები, ასევე დანაშაულებრივ სქემაში ჩართული სხვა პირები – შპს ,,კახეთის“ ფორმალური დამფუძნებელი და დირექტორი, შპს ,,ნოვა ტრანსის“ ფორმალური დამფუძნებელი და დირექტორი, შპს ,,ჯადექსას“ ფორმალური დამფუძნებელი და დირექტორი და შპს ,,სამშენებლო სარემონტო კომპანია ხუროს“ ფორმალური დამფუძნებელი და დირექტორი. ამავდროულად, სს ,,საქართველოს რკინიგზის“ გვერდის ავლით რეალიზებული შავი ლითონის ნაწილის დანაშაულებრივი წარმომავლობისა და მასზე საკუთრების უფლების შენიღბვის, ასევე ტრანსპორტირება/რეალიზაციის გაადვილებისა და დანაშაულში მონაწილე მეწარმე სუბიექტებისათვის ხელოვნური ნაშთის შექმნის მიზნით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ დამზადებულ იქნა ყალბი საგადასახადო დოკუმენტები.ამდენად, ზემოაღწერილი დანაშაულებრივი სქემის შესაბამისად, 2020-2021 წლებში მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჯამში, დაუფლებულ იქნა სს ,,საქართველოს რკინიგზის“ კუთვნილი 22 120 ტონა შავი ლითონი, რაც წარმომავლობის შეცვლის შემდგომ 17 391 121 ლარად შეისყიდა შპს ,,ჯეოსთილმა“. შპს ,,ჯეოსთილისგან“ მიღებული თანხა აკუმულირდა შპს ,,ნოვა ტრანსისა“ და შპს ,,ჯადექსას“ საბანკო ანგარიშებზე, პერიოდულად კი ხდებოდა მისი განაღდება და ჯგუფის წევრებს შორის განაწილება.გამოძიების მიმდინარეობისას, ასევე დადგინდა, რომ 2022 წლის 29 აპრილს, სს ,,საქართველოს რკინიგზასა“ და შპს ,,რაველდის“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, კომპანიის კუთვნილ ლიანდაგში არსებულ რელსებზე დეფექტების აღდგენის მომსახურების შესახებ, ღირებულებით 999 768 აშშ დოლარი. საერთო ჯამში, უნდა განხორციელებულიყო არაუმეტეს 1600 ერთეული რელსის შედუღება, ხოლო ანგარიშსწორება მოხდებოდა შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმების საფუძველზე. სამუშაოთა მიმდინარეობისას, შპს ,,რაველდის“ დირექტორმა, „საქართველოს რკინიგზის“ ინფრასტრუქტურის იმჟამინდელ დირექტორთან შეთანხმებით, მიღება-ჩაბარების აქტებში დააფიქსირა ხელოვნურად გაზრდილი მონაცემები, რომლის თანახმადაც, შპს ,,რაველდიმ“, ნაცვლად რეალურად განხორციელებული 987 ერთეული რელსის შედუღებისა, თითქოსდა განახორციელა 1200 ერთეულის შედუღება. ყალბ დოკუმენტზე, „საქართველოს რკინიგზის“ ინფრასტრუქტურის იმჟამინდელი დირექტორის დავალებით, ხელი მოაწერეს სს ,,საქართველოს რკინიგზის“ უფლებამოსილმა, მისსავე სამსახურებრივ დაქვემდებარებაში მყოფმა თანამშრომლებმა. აღნიშნულის შედეგად, მიმწოდებელმა – შპს ,,რაველდიმ“ შემსყიდველისგან ზედმეტად მიიღო 403 844 ლარი.აღნიშნულ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ასევე, 25, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 25, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში გრძელდება აქტიური საგამოძიებო მოქმედებები ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრების გამოვლენისა და მათ მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების განხორციელების მიზნით“, – განაცხადეს სუს-ში გამართულ ბრიფინგზე.

ბოლო სიახლეები