ოთხშაბათი, ოქტომბერი 28, 2026

რომის პაპმა 23 თებერვალი მშვიდობისთვის ლოცვისა და მარხვის დღედ გამოაცხადა

რომის პაპმა, ფრანცისკემ ყოველი წლის დიდი მარხვის პირველი კვირის პარასკევი მშვიდობისთვის ლოცვისა და მარხვის დღედ გამოაცხადა 2018 წელს კი, ასეთი დღე 23 თებერვალია.

პაპმა მრევლს ეს ინიციატივა ვატიკანში, ტრადიციული საკვირაო ქადაგებისას, წმინდა პეტრეს მოედანზე გააცნო.

ის მოუწოდებს კათოლიკეებს, ილოცონ მშვიდობისათვის მსოფლიოში და უთხრან „არა“ ძალადობას.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე - ,,ქუთაისის აეროპორტი“ და ,,წითელი ხიდი“, მებაჟე ოფიცრების მიერ, სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 8 ფაქტი აღიკვეთა.უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგისა და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების დეტალური დათვალიერების შედეგად ჯამში - 696 გრამი ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს.აღნიშნული არადეკლარირებული ოქროს საერთო საბაჟო ღირებულებამ - 166 681 ლარი შეადგინა.3 მოქალაქის საქმის მასალები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო 5 კანონდამრღვევი მოქალაქე საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად სანქციის სახით ჯამში - 44 305 ლარით დაჯარიმდა.

ტრაგედია ძმის ქორწილში – ახალი დეტალები 25 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე

თბილისში, 25 წლის გურამ ბოიკო ცივი იარაღით მოკლეს. ბოიკო წარმოშობით სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორიდან იყო.მოკლულის ახლობლების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი გუშინ თბილისში, „ლისი მერეში“, ძმის ქორწილში იმყოფებოდა.თვითმხილველების თქმით, სუფრასთან ახალგაზრდებს შორის დაწყებული დაპირისპირება ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა.ბოიკო ინციდენტის მონაწილეების გაშველებას ცდილობდა, რა დროსაც, მას ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.

რას წერს ბრიტანული გამოცემა ხვიჩა კვარაცხელიას ცოლზე, ნიცა თავაძეზე

ვინ არის ხვიჩა კვარაცხელიას ცოლი და მისი შვილის დედა? გაიცანით ნიცა თავაძე - ამ სათაურით ბრიტანული გამოცემა standard.co.uk. ქართველი ვარსკვლავის ოჯახის შესახებ სტატიას აქვეყნებს.სტატია 26 ოქტომბრამდე, „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიამდეა გამოქვეყნებული, შესაბამისად, სტატიის ავტორი გამოთქვამს ვარაუდს, რომ შესაძლოა, „ოქროს ბურთის“ მფლობელი სწორედ ხვიჩა კვარაცხელია გახდეს.„ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც გულშემატკივრები უფრო მოფერებით „კვარას“ უწოდებენ, ფართოდ არის ცნობილი თავისი საფეხბურთო ოსტატობით, რომელსაც „პარი სენ-ჟერმენისა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით ავლენს.25 წლის ფეხბურთელი წელს „ოქროს ბურთის“ ნომინანტებს შორისაა. ეს ჯილდო ფეხბურთში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ინდივიდუალურ ჯილდოდ ითვლება.თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, დაესწრებიან თუ არა ის და მისი მეუღლე, ნიცა თავაძე, რომელზეც 2023 წელს იქორწინა, ამ საღამოს ლონდონში დაგეგმილ დაჯილდოების ცერემონიას, რადგან ვარსკვლავმა სერიოზული ტრავმა მიიღო.გთავაზობთ ყველაფერს, რაც ნიცა თავაძის შესახებ ვიცით, იმ პრესტიჟული ცერემონიის წინ, რომელზეც შესაძლოა, ქართველი ფეხბურთელი მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშედ დასახელდეს.როგორ გაიცნეს ერთმანეთი?წყვილმა ერთმანეთი პირველად 2021 წელს გაიცნო, როდესაც საერთო მეგობარმა გააცნო. იმ პერიოდში კვარაცხელია „ნაპოლიში“ თამაშობდა, ხოლო თავაძე თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობდა.საუნივერსიტეტო ვალდებულებების გამო თავაძემ თავდაპირველად ვერ შეძლო ნეაპოლში გადასვლა, რათა კვარაცხელიასთან ერთად ეცხოვრა, თუმცა წყვილი ურთიერთობას სატელეფონო ზარებისა და წერილების საშუალებით ინარჩუნებდა.ყოველ ჯერზე, როდესაც დასვენება ჰქონდა, ის იტალიაში მიფრინავდა, რათა საყვარელი ადამიანისათვის მხარი დაეჭირა.წყვილი 2023 წლის 16 ოქტომბერს მცხეთაში, სამთავროს მონასტერში დაქორწინდა. საქორწინო ცერემონიაზე მათ ტრადიციული ქართული სამოსი ეცვათ.მათი განსაკუთრებული დღის ამსახველი ფოტოების გამოქვეყნებისას კვარაცხელიამ მოკლე წარწერა გამოიყენა: „16.10.23“, რომელსაც ლოცვის ემოჯი და წითელი გული დაურთო“, - ვკითხულობთ ბრიტანულ სტატიაში.

ირაკლი კობახიძე – მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, ამ მიზანს ემსახურება მასწავლებლის ეროვნული პრემია, რომელიც გამორჩეულ პედაგოგებს გადაეცემა

ჩვენ წამოვიწყეთ განათლების სისტემის ღრმა და კომპლექსური რეფორმა, რომლის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი, სწავლის ხარისხის ამაღლებასთან ერთად, პედაგოგების განსაკუთრებული ღვაწლის სათანადოდ დაფასებაა. განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობების აღზრდაში მთავარი როლი სწორედ პედაგოგებს აკისრიათ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა,ირაკლი კობახიძემ ქუთაისში, მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მთავრობის მეთაურმა პედაგოგებს მასწავლებლის ეროვნული დღე მიულოცა.„ეს პროფესიული დღესასწაული დღეს უკვე მეოთხედ აღინიშნება და მოხარული ვარ, რომ მას პირველად მასპინძლობს ჩვენი გამორჩეული საგანმანათლებლო კერა, ჩვენი უძვირფასესი ქალაქი ქუთაისი. მინდა, შეგახსენოთ, რომ მასწავლებლის ეროვნული დღის შემოღება დიდი საზოგადო მოღვაწისა და პედაგოგის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს უკავშირდება. წლევანდელი ზეიმი სიმბოლურია იმითაც, რომ უკვდავი „დედა ენის“ გამოცემიდან 150 წელი შესრულდა. ამ წიგნით იაკობ გოგებაშვილმა ქართველ ბავშვებს ანბანთან ერთად სამშობლოს სიყვარული ასწავლა. „დედა ენა“ ჩვენი ეროვნული სულისკვეთებისა და თვითმყოფადობის ცოცხალი ძეგლია.ჩვენ წამოვიწყეთ განათლების სისტემის ღრმა და კომპლექსური რეფორმა, რომლის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი, სწავლის ხარისხის ამაღლებასთან ერთად, პედაგოგების განსაკუთრებული ღვაწლის სათანადოდ დაფასებაა.განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობების აღზრდაში მთავარი როლი სწორედ პედაგოგებს აკისრიათ. ამიტომ, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ამოცანაა. ამ მიზანს ემსახურება მასწავლებლის ეროვნული პრემია, რომელიც გამორჩეულ პედაგოგებს გადაეცემა. წელს ქვეყნის მასშტაბით 10 გამარჯვებული პედაგოგი გამოვლინდა. ასევე, მეორე წელია, მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი სკოლების ღვაწლმოსილი მასწავლებლების დაჯილდოება იმართება. მინდა, წინასწარ მივულოცო თითოეულ ლაურეატს, თითოეულ პედაგოგს დამსახურებული აღიარება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.მისივე თქმით, ნიჭიერი ახალგაზრდობის მონდომებასთან ერთად, პედაგოგთა დაუღალავი შრომის დამსახურებაა, რომ გლობალურად საგანმანათლებლო მიღწევების კლების ფონზე, საქართველომ PISA 2025-ის კვლევაში მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწია.„კვლევის მიხედვით, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში შედეგების გაუმჯობესების თვალსაზრისით საქართველო მონაწილე 91 ქვეყანას შორის პირველ ადგილს იკავებს, ხოლო მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში ბოლო ათწლეულის საუკეთესო მაჩვენებელი გვაქვს.იაკობ გოგებაშვილმა დაგვიტოვა უძვირფასესი მემკვიდრეობა: რწმენა იმისა, რომ ერის მომავალი სკოლასა და მასწავლებელზე დგას. დღეს თქვენ, ჩვენი პედაგოგები, ამ დიდ მისიას ღირსეულად ემსახურებით.კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს სახელოვნად გავლილი გზისთვის, თავდადებისთვის, პროფესიონალიზმისთვის და ამაგისთვის. გილოცავთ პროფესიულ დღეს და წარმატებებს გისურვებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აფხაზური ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

„ენა მხოლოდ სიტყვათა ერთობლიობა არ არის. ის ხალხის ისტორიული გამოცდილების საცავი, სამყაროს აღქმის განსაკუთრებული ფორმა, წინაპართა ხსოვნა და მომავალი თაობებისთვის გადაცემული სულიერი მემკვიდრეობაა. ენაში ცოცხლობს ხალხის აზროვნება, მისი მითოსი, ზეპირსიტყვიერება, ტკივილი, სიხარული და ის უხილავი კავშირი, რომელიც თაობებს ერთმანეთთან აკავშირებს. სწორედ ამიტომ, როდესაც აფხაზური ენის შესახებ ვსაუბრობთ, ჩვენ ვსაუბრობთ არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ენის, არამედ საქართველოს კულტურული სამყაროს მნიშვნელოვანი ნაწილის, ჩვენი ისტორიული თანაცხოვრების გამოცდილებისა და იმ პასუხისმგებლობის შესახებ, რომელიც თითოეულ ჩვენგანს აკისრია ამ მემკვიდრეობის დაცვისა და მომავლისთვის გადაცემის საქმეში. აფხაზეთი განუყოფელია საქართველოს ისტორიული, კულტურული და სულიერი სივრცისგან. მისი მნიშვნელობა ვერ დაიყვანება მხოლოდ გეოგრაფიულ საზღვრებამდე ან ისტორიის ცალკეულ პერიოდებამდე. აფხაზეთი ღრმად არის ჩაზრდილი ჩვენი ქვეყნის ისტორიულ მეხსიერებაში. მისი კულტურული სახე, არქიტექტურული ძეგლები, ზეპირსიტყვიერება, მუსიკა, ტრადიციები და ენა საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის საერთო სურათს ქმნის“, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ საქართველოს ციფრული სუვერენიტეტის დაცვისა და განვითარების დღეებისადმი და აფხაზური ენის დღისადმი მიძღვნილი სტუ-ის საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების კვლევითი ინსტიტუტის პირველი ყოველწლიური საერთაშორისო სტუდენტური სკოლის - „ლოგიკა, ენა, ხელოვნური ინტელექტი და ცოდნის ინჟინერია“ - გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. მისივე ცნობით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, საქართველოს ციფრული სუვერენიტეტის დაცვისა და განვითარების დღეების ფარგლებში, აფხაზური ენის დღისადმი მიძღვნილი პირველი ყოველწლიური საერთაშორისო სტუდენტური სკოლა - „ლოგიკა, ენა, ხელოვნური ინტელექტი და ცოდნის ინჟინერია“ ოთხი დღის განმავლობაში იმუშავებს. მასში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა უნივერსიტეტის მკვლევრები, მათ შორის ილინოისის (აშშ) ურბანა-შემპეინის უნივერსიტეტის ენათმეცნიერების დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი გამოთვლით ლინგვისტიკაში ალექსანდრე მასხარაშვილი და ლინცის იოჰანეს კეპლერის უნივერსიტეტის (ავსტრია) სიმბოლური გამოთვლების კვლევითი ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი თემურ კუცია. ღონისძიება აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ გახსნა. რექტორმა ღონისძიების მონაწილეებს, ქართულ და აფხაზურ საზოგადოებას, საქართველოს მეორე სახელმწიფო ენის - აფხაზური ენის დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ აფხაზური ენა გაქრობის საფრთხის წინაშეა, ამდენად მისი დაცვა-შენარჩუნება, კონსტიტუციურ ვალდებულებასთან ერთად, აფხაზურ საზოგადოებასთან შერიგების ერთ-ერთ მთავარ მდგენელს წარმოადგენს.„ჩვენ ვზრდით მომავალ ინჟინრებს, მეცნიერებს, მკვლევრებსა და ლიდერებს, მაგრამ ამავე დროს ვზრდით ადამიანებს, რომლებმაც უნდა იცოდნენ, რომ ქვეყნის განვითარება მხოლოდ ახალი ტექნოლოგიების შექმნით არ იზომება. იგი იზომება იმითაც, თუ რამდენად შეგვიძლია დავიცვათ ადამიანური ღირსება, შევინარჩუნოთ კულტურული მრავალფეროვნება და ცოდნა საზოგადოებრივი თანხმობის სამსახურში ჩავაყენოთ. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს თავისი აკადემიური პოტენციალით შეუძლია ხელი შეუწყოს მეცნიერებისა და კულტურის დაახლოებას, ინტერდისციპლინური კვლევების განვითარებას და ისეთი ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც საქართველოს ენობრივი და კულტურული მემკვიდრეობის შესწავლას ემსახურება. ამ მოცემულობაში განსაკუთრებული როლი ახალგაზრდობას ეკისრება. მათ უნდა დაინახონ, რომ ისტორიის ცოდნა წარსულში ჩაკეტვას არ ნიშნავს. პირიქით, ეს არის მომავლის გააზრებულად შექმნის წინაპირობა. როდესაც აფხაზეთზე ვსაუბრობთ, მხოლოდ კულტურულ მემკვიდრეობაზე საუბარი საკმარისი არ არის. ამ თემას ადამიანური განზომილებაც აქვს - ოჯახების ხსოვნა, დაკარგული ურთიერთობები, იძულებით დაშორებული ადამიანები და საერთო მომავლის რწმენა. ამიტომ ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ენა, ისეთი მიდგომა, რომელიც არ გააღრმავებს გაუცხოებას და პატივს სცემს ადამიანურ ღირსებას, ისეთი მომავლის ხედვა, რომელშიც მშვიდობა, ურთიერთაღიარება და თანამშრომლობა რეალურ შესაძლებლობად იქცევა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან პასუხისმგებლობას წარმოადგენს აფხაზური ენის, როგორც ჩვენი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილის, დაცვა, შენარჩუნება და მისი მომავალი თაობებისთვის გადაცემა. გვჯერა, რომ თანმიმდევრული, მშვიდობაზე, ნდობის აღდგენასა და საერთო ინტერესებზე ორიენტირებული სახელმწიფო პოლიტიკა ხელს შეუწყობს ისტორიული კავშირების განმტკიცებას და იმ დღის მოახლოებას, როდესაც აფხაზეთი მშვიდობიანად დაიბრუნებს თავის ღირსეულ ადგილს ერთიან ქართულ სახელმწიფოში“, - აღნიშნა თავის გამოსვლაში დავით გურგენიძემ. დამსწრე საზოგადოების წინაშე მოხსენებით წარდგნენ მკვლევრები: პროფესორი კონსტანტინე ფხაკაძე - სტუ-ის საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი; პროფესორი ვახტანგ კვარაცხელია - სტუ-ის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორი; პროფესორი ავთანდილ გაგნიძე - აღმოსავლეთ-დასავლეთის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი სამეცნიერო კვლევების და განვითარების მიმართულებით; ასოციირებული პროფესორი ივანე (მამუკა) გიორგაძე - სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი; პროფესორი მიხეილ რუხაია - თსუ-ის გამოყენებითი ლოგიკისა და პროგრამირების ლაბორატორიის ხელმძღვანელი; პროფესორი ბესიკ დუნდუა - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მეცნიერი და თსუ გმი ინსტიტუტის პროგრამირების განყოფილების ხელმძღვანელი; მაგისტრი რიტა მარღანია - სტუ-ის საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების კვლევითი ინსტიტუტის ქართული და აფხაზური ენებისა და აზროვნების მათემატიკური შესწავლის ჯგუფის წევრი; ასოცირებული პროფესორი რატი სხირტლაძე - კავკასიის უნივერსიტეტის ხელოვნური ინტელექტის პროგრამის ხელმძღვანელი. გამოსვლების დასრულების შემდეგ მკვლევრებმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტების შეკითხვებს უპასუხეს და საერთაშორისო სტუდენტური სკოლის პირველი დღის შედეგები შეაჯამეს. ინტერაქციული დისკუსიის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ხელოვნური ინტელექტის როლს მცირერესურსოვანი ენების ციფრული გადარჩენის საქმეში. ახალგაზრდებმა დიდი ინტერესი გამოხატეს იმ გამოთვლითი მოდელების მიმართ, რომელთა მეშვეობითაც აფხაზური ენობრივი მონაცემების დამუშავება და შენარჩუნებაა შესაძლებელი.  სტუ-ის ინფორმაციით, საქართველოს ციფრული სუვერენიტეტის დაცვისა და განვითარების დღეების ფარგლებში აფხაზური ენის დღისადმი მიძღვნილი პირველი ყოველწლიური საერთაშორისო სტუდენტური სკოლა - „ლოგიკა, ენა, ხელოვნური ინტელექტი და ცოდნის ინჟინერია“ მუშაობას მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს დაასრულებს.

ბოლო სიახლეები