ოთხშაბათი, სექტემბერი 30, 2026

როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი ეკლესიაში, თუ დარწმუნებით არ იცის, არის თუ არა მონათლული

“რითი დავეხმარო ჩემს ქმარს, რომელიც მოუნათლავად გარდაიცვალაო?” – ჰკითხა მამა იოანეს (კრესტიანკინი) ერთმა დედაკაცმა და გარდაცვლილთათვის ლოცვა სთხოვა. მამა იოანემ უპასუხა: “შეუძლებელია თქვენი თხოვნის შესრულება. ეკლესიაში ღვთის შვილთა დაბადება წმინდა ნათლისღებით ხდება. ვინც სიცოცხლეში ვერ იშვა წყლისგან და სულისგან, მასზე ეკლესიაში ლოცვა უსარგებლოა და ცოდვაა. ამიტომაც მეუღლის სახელზე შეჭირვებულებს მოწყალება მიეცით და ამით დაკმაყოფილდით, ნუ გაკადნიერდებით, რომ ეკლესიაში წირვაზე მოიხსენიოთ და ნურც სხვებს სთხოვთ ლოცვას მისთვის, რომ ან თქვენ, ანდა ის ეშმაკების სათამაშო არ შეიქნათ.

მამა იოანე გვარიგებს: “ეკლესიაში არის ასეთი წესი: თუ კაცმა არ იცის დარწმუნებით, არის თუ არა მონათლული, თავის შინაგან შფოთს ეტყვის მოძღვარს და მას შეუძლია მონათლოს ასეთი ფორმულით: “ინათლება მონა ღვთისა, უკეთუ არ არის მონათლული”.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ვლადიმერ პუტინი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს „გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღეს“ ულოცავს

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს, ბადრა გუნბას „გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღეს“ ულოცავს.ვლადიმერ პუტინი ბადრა გუნბასთვის გაგზავნილ წერილში აცხადებს, რომ „რუსეთი გააგრძელებს აფხაზი პარტნიორებისთვის აქტიური მხარდაჭერის გაწევას სახელმწიფო მშენებლობისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების აქტუალური ამოცანების გადაწყვეტის თვალსაზრისით“.პუტინი აღნიშნავს, რომ „რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობები მეგობრულ და მოკავშირეობრივ ხასიათს ატარებს“.„მიიღეთ ჩემი გულწრფელი მილოცვა გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით. ეს დიდებული დღესასწაული აფხაზი ხალხის სიმტკიცის, გამბედაობისა და ერთიანობის სიმბოლოა, რომელმაც თავისუფალი და მშვიდობიანი ცხოვრების თავისი კანონიერი უფლება დაიცვა“, - ნათქვამია პუტინის წერილში.

ფრიდრიხ მერცი – უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის დამატებითი საშუალებებს ვეძებთ

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის დამატებითი საშუალებების მოძიება მიმდინარეობს. მერცმა ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტთან, ყასიმ-ჟომართ თოყაევთან ბერლინში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.კანცლერის თქმით, ეს გულისხმობს უკრაინის ბიუჯეტისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების კონკრეტულ მხარდაჭერას, რომელიც, მისი შეფასებით, უკრაინის თავდაცვის „ყველაზე სუსტი წერტილია“.ფრიდრიხ მერცის განცხადებით, პირადად აწარმოებს მოლაპარაკებებს მსოფლიო ლიდერებთან კიევისთვის საჰაერო თავდაცვის საშუალებების მიწოდებასთან დაკავშირებით. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის ენერგომომარაგება ზამთრისთვის მზად იქნება, რადგან მოსალოდნელია, რომ რუსეთის მიერ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვა გაგრძელდება. „ეს არის ომის დანაშაულები, რომელიც ყოველდღიურად ხდება“, - აღნიშნა მერცმა.მისი თქმით, ყაზახეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის ომის თემა ინტენსიურად განიხილეს.მერცმა აღნიშნა, რომ ბერლინი გააგრძელებს კიევის მხარდაჭერას, მათ შორის დიპლომატიური ძალისხმევით. ამასთან დაკავშირებით მან ახსენა ნიუ-იორკში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ იოჰან ვადეფულსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის ბოლო შეხვედრა. მისი თქმით, რუსეთის რეაქცია შეხვედრაზე აჩვენებს, რომ ის ამ დროისთვის სერიოზული მოლაპარაკებებით დაინტერესებული არ არის.

კახა კინწურაშვილს საზოგადოების მხარდაჭერა ესაჭიროება – “დედას ერთი წლის წინ დაუსვეს ლეიკემიის დიაგნოზი, საჭიროა წამლის შეძენა, რისი ღირებულებაც არის 24.000 დოლარი…“

მსა­ხი­ობ კახა კინ­წუ­რაშ­ვილს სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხარ­და­ჭე­რა ესა­ჭი­რო­ე­ბა. რო­გორც მისი მე­გო­ბა­რი მაშო სა­მა­დავ­ში­ლი ავ­რცე­ლებს, კა­ხას დე­დას ერთი წლის წინ და­უს­ვეს ლე­ი­კე­მი­ის დი­აგ­ნო­ზი, აქამ­დე შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო თან­ხე­ბის გა­უხ­მა­უ­რებ­ლად მო­ბი­ლი­ზე­ბა. ამ ეტაპ­ზე კი სა­ჭი­როა წამ­ლის შე­ძე­ნა, რისი ღი­რე­ბუ­ლე­ბაც არის 24.000 დო­ლა­რი.“მე­გობ­რე­ბო, გა­წუ­ხებთ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან საქ­მე­ზე. ჩვე­ნი ძვირ­ფა­სი კახა კინ­წუ­რაშ­ვი­ლის დე­დას ერთი წლის წინ და­უს­ვეს ლე­ი­კე­მი­ის დი­აგ­ნო­ზი, აქამ­დე შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო თან­ხე­ბის გა­უხ­მა­უ­რებ­ლად მო­ბი­ლი­ზე­ბა. ამ ეტაპ­ზე სა­ჭი­როა წამ­ლის შე­ძე­ნა, რისი ღი­რე­ბუ­ლე­ბაც არის 24.000 დო­ლა­რი.მჯე­რა, რომ ამ თან­ხის სა­ერ­თო ძა­ლე­ბით მო­ბი­ლი­ზე­ბას შევ­ძლებთ. მჯე­რა, იმი­ტომ რომ არა­ერ­თი მა­გა­ლი­თი გვაქვს და იმი­ტო­მაც რომ ყვე­ლა ასეთ საქ­მე­ში კახა ჩემი პირ­ვე­ლი მხარ­დამ­ჭე­რია.მიმ­ღე­ბი: კა­ხა­ბერ კინ­წუ­რაშ­ვი­ლი#GE32BG0000000668376600#GE35TB5641945061600002,“ - ავ­რცე­ლებს სა­მა­დაშ­ვი­ლი.

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მრევლს მნიშველოვან ინფორმაციას უზიარებს.როგორც ეპარქიის განცხადებაშია ნათქვამი, უწმიდესის და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტის შიო III ლოცვა კურთხევით, დაიგეგმა კათოლიკოს პატრიარქის შიო III ჩამობრძანება სხალთის ეპარქიაში ოქტომბრის თვეში, სვტისცხოვლობის შემდეგ.„სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა. ნათლობის მსურველები გახდებიან სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის შიო III ნათლულები.ნათლობის ჯვრებს თავის ნათლულებს პატრიარქი თავად გადასცემს საჩუქრად.ნათლობის ჩატარების დღესა და რიცხვს და დამატებით სრულ და დეტალურ ინფორმაციას მოგაწოდებთ უახლოეს დღეებში“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

კახა კალაძე – ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია, ძალიან მალე გამოიგზავნება დედაქალაქში და მოემსახურება თბილისის მოსახლეობას

ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.როგორც მერმა აღნიშნა, ვიზიტის ფარგლებში, დედაქალაქისთვის მეტროს ახალი ვაგონების დამზადების პროცესს პირადად გაეცნობა და ქალაქ ნანკინის მერთან შეხვედრას გამართავს.„ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, ვეწვიოთ მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო კომპანიას, სადაც ჩვენი დედაქალაქისთვის მზადდება მეტროს ვაგონები. ეს ჩემთვის ძალიან სასიხარულოა და ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბოლო წლების განმავლობაში ვაგონების განახლება, ახალი ვაგონების შეძენა არ მომხდარა. პირველი, ვინც ეს შეძლო და გააკეთა, არის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“. ძალიან მიხარია, 111 ვაგონის წარმოება არის დაწყებული. ხვალ გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ დავათვალიეროთ ის კონკრეტული დამზადებული ვაგონები, რომელიც ძალიან მალე გამოიგზავნება დედაქალაქში და მოემსახურება თბილისის მოსახლეობას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.თბილისის მერმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა.„ჩინეთთან ჩვენ გვაკავშირებს სტრატეგიული პარტნიორობა. ბოლო წლების განმავლობაში ეს ურთიერთობები ღრმავდება და რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო დავუახლოვდეთ, კიდევ უფრო საინტერესო გავხადოთ აღნიშნული ურთიერთობები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ბოლო სიახლეები