პარასკევი, მარტი 13, 2026

როგორ უნდა ეძინოს პატარას, რომ საფრთხე არ შეექმნას მის სიცოცხლეს? – წესები მშობლებისთვის

ბევრი მშობელი ძილის დროს არასწორად აწვენს ახალშობილს, რაც საფრთხეს უქმნის მის სიცოცხლეს.
ექიმები გვარწმუნებენ, რომ მხოლოდ ასეთი პოზა არის უსაფრთხო ძილის დროს, რადგან ბავშვთა უეცარი სიკვდილის სინდრომი მინიმუმამდე მცირდება – გამოკვლევების თანახმად, ახალშობილებს და 6 თვემდე პატარებს უნდა ეძინოთ მხოლოდ ზურგზე. მკვლევარებმა გამოკითხეს 3000-ზე მეტი დედა, რომელთაც 2-დან 6 თვემდე ბავშვები ჰყავდათ. გამოკითხულთა 77,3%-მა განაცხადა, რომ ძილის დროს ბავშვებს ზურგზე აწვენენ. 43,7% კი აცხადებს, რომ უპირატესობას მუცელზე წოლას ანიჭებენ.
ჯერ კიდევ 1994 წელს პედიატრებმა დაამტკიცეს, რომ ზურგზე ძილი უსაფრთხოა ბავშვისათვის.

თუმცა ხშირად ახალგაზრდა დედები უპირატესობას ანიჭებენ არა ექიმის, არამედ დედებისა და ბებიების რჩევას.
«უფროსი ასაკის ქალები დარწმუნებულები არიან, რომ მუცელზე ძილი გაცილებით მოსახერხებელი და უსაფრთხოა ბავშვისათვის“, – ამბობს ბავშვთა საავადმყოფოს პედიატრი, ექიმი რობინ იაკობსონი.
მედიკოსები თვლიან, რომ ბავშვები, რომლებიც იზრდებიან მატრიარქატულ ოჯახებში და „გამოცდილი“ ბებიების რჩევებს მისდევენ, იმყოფებიან სხვადასხვა რისკის ჯგუფში. ვიდრე ისინი, ვინც ასრულებს პედიატრის მითითებებს. ბავშვთა უეცარი სიკვდილის სინდრომი აქამდე ვერ შეისწავლეს ბოლომდე. ამიტომ ყველაზე ეფექტურ პროფილაქტიკას წარმოადგენს ახალშობილის ზურგზე წოლა მაგარ ზედაპირზე – უბალიშოდ.
„ნურავის მისცემთ უფლებას გადაგარწმუნოთ საწინააღმდეგო მოსაზრებაში”, – ამბობენ ექსპერტები.
პედიატრი ნინო სამყურაშვილი:
– მუცელზე ძილი ახალშობილთა

უეცარი სიკვდილიანობის თვალსაზრისით რისკის ძირითად ფაქტორად არის დასახელებული. წლების განმავლობაში იყო მოწოდებული, რომ ბავშვებს მუცელზე უნდა სძინებოდათ, რაც ეს ტაქტიკა შეიცვალა, დასავლეთ ევროპის ქვეყნებში 1992 წლიდან ჩვილთა სიკვდილიანობა 2-3-ჯერ შემცირდა, ანალოგიური მაჩვენებლებია აშშ-სა და სხვა ქვეყნებში. ვერ ვიტყვით, რომ უეცარი სიკვდილის სინდრომს ახალშობილებში მხოლოდ მუცელზე წოლა იწვევს – აქ გასათვალისწინებელია სხვა ფაქტორებიც: ზედმეტად ჩაფუთვნა, თბილი ტანსაცმელი, უკვე დაფიქსირებული საშიში სიმპტომები, დედის ავადმყოფობა ორსულობის დროს, მშობლების მწეველობა, ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მოხმარება, ასევე ის ფაქტი, როდესაც ჩვილს სხვა ოთახში სძინავს.
ამ სინდრომის ძირითადი მიზეზი ჯერჯერობით არ არის დაზუსტებული, მაგრამ აუცლებელია გავითვალისწინოთ რომ ბავშვს აუცილებლად უნდა ეძინოს ზურგზე, ბალიშის გარეშე.
უეცარი სიკვდილის სინდრომი ძირითადად ვითარდება დაბადებიდან 4 თვემდე. თუმცა თავდაცვის მიზნით მიზანშეწონილია ბავშვს ზურგზე ეძინოს წლამდე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – რუსეთი და ირანი „გლობალური ეკონომიკის მიტაცებას“ ცდილობენ

რუსეთი და ირანი „გლობალური ეკონომიკის მიტაცებას“ ცდილობენ, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ივეტ კუპერმა განაცხადა.კუპერი ამბობს, რომ რუსეთსა და ირანს შორის კავშირები „ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში“ შეინიშნებოდა და დასძენს, რომ ორივე ქვეყანა ავლენს კავშირებს თავის „მიდგომებსა“ და „ტაქტიკაში“.„ჩვენ ამას ვხედავთ იმ თვალსაზრისით, როგორ ცდილობს ეს ორი სახელმწიფო ერთმანეთის მხარდაჭერას და გლობალური ეკონომიკის მითვისების მცდელობისგან ერთად სარგებლის მიღებას“, – აღნიშნა ივეტ კუპერმა.სანქციების შესახებ აშშ-ის განცხადების კრიტიკისგან თავის არიდებისას ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ამ გადაწყვეტილებას „კონკრეტული, მიზანმიმართული საკითხი“ უწოდა.

მიხეილ სააკაშვილი – ვინც იკითხავს, მიიღეს მორიგი დოკუმენტი და მერე რაო, ვუპასუხებ, რომ არც არაფერი, თუ თითოეული არ გაანძრევთ ხელს, ხელი გაანძრიე და გეშველებაო

ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ საგანგებო დასკვნა საბოლოოდ უსვამს წერტილს ივანიშვილის და მისი მახინჯი თოჯინების მცდელობას, სახე გაილამაზონ დასავლეთის წინაშე, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.მისივე თქმით, „მოსკოვის მექანიზმის“ გამოყენების შემდეგ რუსული და ბელარუსულ რეჟიმებს დიაგნოზი დაესვათ.„ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ საგანგებო დასკვნა საბოლოოდ უსვამს წერტილს ივანიშვილის და მისი მახინჯი თოჯინების მცდელობას, სახე გაილამაზონ დასავლეთის წინაშე.ზუსტად ამ მექანიზმის გამოყენების შემდეგ დაესვათ რუსულ და ბელარუსულ რეჟიმებს საბოლოო დიაგნოზი. პრინციპში, ეუთო-ს ეს ყველაზე რადიკალური მექანიზმი სხვა არავის მიმართ არც გამოყენებულა.მოკლედ, დემოკრატიული სამყარო გარედან კონსოლიდირდება და შიგნიდან – ოპოზიცია. დიქტატორის თავზე შავი ღრუბლები გროვდება, იმედია, მალე დაიქუხებს კიდეც.იმ ადამიანებს, ვინც იკითხავს, მიიღეს მორიგი დოკუმენტი და მერე რაო? ვუპასუხებ, რომ არც არაფერი, თუ თითოეული არ გაანძრევთ ხელს. ხელი გაანძრიე და გეშველებაო“, – წერს სააკაშვილი.ცნობისთვის, ეუთო-მ „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებული ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც განხილულია საქართველოში ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების კუთხით 2024 წლის გაზაფხულიდან განვითარებული მოვლენები და მოცემულია რეკომენდაციები.

გიგა ფარულავა – „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნა არის უმძიმესი ჩვენი ქვეყნისთვის, სახელმწიფოს ინტერესების გათვალისწინებით, ჟრიამულის საფუძველი არავის არ აქვს

2022 წელი – რუსეთი, 2023 წელი – ბელარუსი, 2026 წელი – საქართველო, ეს არის ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედების წლები და ქვეყნები, ყოჩაღ „ქართულ ოცნებას“, მაგრად დაგილაგებიათ ყველაფერი, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა გიგა ფარულავამ განაცხადა.მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებით საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება.„გამოქვეყნდა ეუთო-ს საგამოძიებო მექანიზმის დასკვნა, რომლითაც „ოცნება“ ოფიციალურად, უკვე ეუთო-ს მიერ შეფასდა ადამიანის უფლებათა სისტემური დარღვევის, ძალადობის, დაშინების, გაყალბების, უსამართლობის, განსხვავებული აზრის დევნის, შურისძიებისა და ჩაგვრის ავტორად. მათ შორის, დასკვნაში დადასტურებულია საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პოლიტიკური დევნა და შურისძიების მოტივით მასზე ფიზიკური თავდასხმა. რითიც არ უნდა იმართლონ თავი, რამდენადაც არ უნდა სცადონ პროპაგანდით ამ დასკვნის გაუფასურება, როგორც არ უნდა ამშვიდონ ერთმანეთი – ეს არის დოკუმენტი, რომელიც „ოცნების“ თითოეულ წევრს, თითოეულ პროპაგანდისტს მთელი ცხოვრება პერსონალურ პასუხისმგებლობად გაჰყვება. ეს დასკვნა არის უმძიმესი ჩვენი ქვეყნისთვის – სახელმწიფოს ინტერესების გათვალისწინებით, ჟრიამულის საფუძველი არავის არ აქვს.არ მივმართავთ „ოცნებას“, მივმართავთ მხოლოდ „ოცნების“ ამორმჩეველს, ერთადერთი, ვიზეც „ოცნება“ ჯერ კიდევ რეაგირებს და ვისაც ჯერ კიდევ შეუძლია ამ არაადეკვატურობის გაჩერება, ხართ თქვენ. ისიც ნათლად ვნახეთ, რომ დღევანდელი „ოცნება“ თავისიანსაც აღარ ინდობს. დღეს უკვე აღარ არის კითხვა, რა ხდება ქვეყანაში – ერთმნიშვნელოვნად ცხადია, რომ ამ ხელისუფლებით საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება! კითხვა არის მხოლოდ ერთი, შევეგუებით თუ არა, რომ საქართველო იმავე სიაში დარჩეს, სადაც არიან რუსეთი და ბელარუსი. ქვეყნის ბედი ჯერ კიდევ შეიძლება შეიცვალოს“, – აღნიშნა ფარულავამ.ჟურნალისტის კითხვაზე, იზიარებს თუ არა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნაში მოთხოვნილი კანონების გაუქმებას, ფარულავამ აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ დასკვნაში არსებულ ჩანაწერებს საკუთარი პროპაგანდისთვის ამოგლეჯილად იყენებს.„ეს დასკვნა ჩვენი ქვეყნისთვის უმძიმესი და ტრაგიკულია. ეუთო-ს ამ კონკრეტული საგამოძიებო მექანიზმის დასკვნა არის ამ ბოლო წლების, განსაკუთრებით ბოლო 5 წლის განმავლობაში, „ოცნების“ მმართველობის შედეგი. ვინაიდან საქმე სახელმწიფო ინტერესებს ეხება, არცერთ მხარეს საჟრიამულო ამ მიმართულებით არ აქვს. რაც შეეხება უშუალოდ კანონებს, გარდა ამ კანონებისა, დამერწმუნეთ, ძალიან მძიმე შენიშვნები, მითითებები და რეკომენდაციებია წარმოდგენილი ამ დასკვნაში. შესაბამისად, „ოცნება“ დღეს საკუთარი პროპაგანდისთვის კონკრეტულ ჩანაწერებს იყენებს, ოღონდ კონტექსტიდან ამოგლეჯილად. რაც შეეხება ოჯახურ ღირებულებებსა და სხვა თანმდევ კანონებს. ჩვენი ოჯახური ღირებულებები, ოჯახი, როგორც უმაღლესი ღირებულება, ჩვენ განმტკიცებული გვაქვს საქართველოს კონსტიტუციით, შესაბამისად, დღეს „ოცნება“ რაც არ უნდა ეცადოს საკუთარი პროპაგანდით ამ დასკვნის გაუფასურებას, ნამდვილად არ გამოუვა.„ოცნება“ ვერცერთ საერთაშორისო აქტორს ვერ უსაბუთებს საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობას. ის ცვლილებები, რომლებიც განსაკუთრებით უახლოესი ერთი თვის განმავლობაში მოხდა საკანონმდებლო დონეზე, შეეხება გრანტების კანონს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და სხვა. ბუნებრივია, ჩვენ ამას პრინციპულ დონეზე არ ვეთანხმებით და რეპრესიულია. თუ „ოცნება“ თვლის, რომ ეს კანონები სახელმწიფოს სუვერენიტეტისთვის აუცილებელია, ამის დასაბუთება უნდა შეეძლოთ. თუმცა ამ კანონებს ისინი საკუთარი პროპაგანდისთვის იყენებენ და არა რამე კონკრეტული ღირებულების დაცვის მიზნით, ამიტომ  ვერ ასაბუთებენ იმას, თუ რატომ არის აუცილებელი ეს საკანონმდებლო ჩარჩო ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა ფარულავამ.

გეოლოგების ინფორმაციით, სოფელ კურსებში მიმდინარეობს გეოლოგიური დაკვირვებები, მათ შორის დრონით მონიტორინგი, რათა განისაზღვროს მეწყრის გადაადგილება და დინამიკა

წინასწარი შეფასებით, სოფელ კურსებში ადგილი აქვს ძველმეწყრული სხეულის რეაქტივაციას, – ამის შესახებ გეოლოგმა ანრი ნამიჭეიშვილმა განაცხადა.მისივე თქმით, ამ ეტაპზე მეწყრული პროცესი აქტიურ ფაზაშია და დაკვირვება გრძელდება.„გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტების სამი ჯგუფი 12 მარტის დილის საათებიდან მონიტორინგს ახორციელებს ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში განვითარებულ მეწყრულ პროცესებზე.წინასწარი შეფასებით, ადგილი აქვს ძველმეწყრული სხეულის რეაქტივაციას. მიმდინარეობს საველე საფეხმავლო გეოლოგიური დაკვირვებები და დრონით მონიტორინგი, რათა განისაზღვროს მეწყრის გადაადგილების დინამიკა და ზონები.სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, გეოლოგიის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოახდინეს მოსახლეობის სტიქიის ზონიდან უსაფრთხოდ გაყვანა. ამ ეტაპზე მეწყრული პროცესი აქტიურ ფაზაშია და ვაგრძელებთ დაკვირვებას“, – განაცხადა ნამიჭეიშვილმა.

კახა კალაძე – არასამთავრობო ორგანიზაცია თუ ქართულ საქმეს ემსახურება, რა აქვს დასამალი, უბედურებაა ის, რომ რეალურად ვითომ არასამთავრობოები ფულს საქართველოს მტრობაში იღებენ

არასამთავრობო ორგანიზაცია თუ გაქვს და ქართულ საქმეს ემსახურები, რა არის დასამალი, პირიქით, საამაყო უნდა იყოს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.კალაძეს კითხვა დაუსვეს მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ გამჭვირვალობის კანონისთვის გვერდის ავლას ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი არასამთავრობო ორგანიზაციის, „სამოქალაქო იდეის“ ჩეხეთში დარეგისტრირებით ცდილობს.კალაძის თქმით, მსგავსი არასამთავრობო ორგანიზაციები, რეალურად, ფულს იღებენ საქართველოს და ქართველი ხალხის მტრობისთვის.„დეტალები არ ვიცი, თუმცა ამგვარ ფაქტს თუ აქვს ადგილი, რა თქმა უნდა, რაღაც დასამალი აქვს. არასამთავრობო ორგანიზაცია თუ გაქვს და ქართულ საქმეს ემსახურები, ქართველი ხალხის საქმეს აკეთებ, რა არის დასამალი, პირიქით, საამაყო უნდა იყოს. ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ ეს ვითომ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ვითომ ქართულ საქმეს აკეთებენ, რეალურად ფულს იღებენ იმაში, როგორ უმტრონ საქართველოს და ქართველ ხალხს. კარგ საქმეს თუ აკეთებ, რატომ უნდა იყოს დასამალი? პირიქით, ღია უნდა იყო და აფიშირება გააკეთო იმ კარგი საქმეების, რაც გაქვს ჩაფიქრებული და მიზნად დასახული. რეალობა არის ის, რომ ფულს იღებენ იმაში, როგორი ბოროტება გააკეთონ, როგორ წავიდნენ ქვეყნის წინააღმდეგ. ეს არის მოცემულობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ბოლო სიახლეები