როგორ უნდა ეძინოს პატარას, რომ საფრთხე არ შეექმნას მის სიცოცხლეს? – წესები მშობლებისთვის

Read Time:1 Minute, 26 Second

ბევრი მშობელი ძილის დროს არასწორად აწვენს ახალშობილს, რაც საფრთხეს უქმნის მის სიცოცხლეს.
ექიმები გვარწმუნებენ, რომ მხოლოდ ასეთი პოზა არის უსაფრთხო ძილის დროს, რადგან ბავშვთა უეცარი სიკვდილის სინდრომი მინიმუმამდე მცირდება – გამოკვლევების თანახმად, ახალშობილებს და 6 თვემდე პატარებს უნდა ეძინოთ მხოლოდ ზურგზე. მკვლევარებმა გამოკითხეს 3000-ზე მეტი დედა, რომელთაც 2-დან 6 თვემდე ბავშვები ჰყავდათ. გამოკითხულთა 77,3%-მა განაცხადა, რომ ძილის დროს ბავშვებს ზურგზე აწვენენ. 43,7% კი აცხადებს, რომ უპირატესობას მუცელზე წოლას ანიჭებენ.
ჯერ კიდევ 1994 წელს პედიატრებმა დაამტკიცეს, რომ ზურგზე ძილი უსაფრთხოა ბავშვისათვის.

თუმცა ხშირად ახალგაზრდა დედები უპირატესობას ანიჭებენ არა ექიმის, არამედ დედებისა და ბებიების რჩევას.
«უფროსი ასაკის ქალები დარწმუნებულები არიან, რომ მუცელზე ძილი გაცილებით მოსახერხებელი და უსაფრთხოა ბავშვისათვის“, – ამბობს ბავშვთა საავადმყოფოს პედიატრი, ექიმი რობინ იაკობსონი.
მედიკოსები თვლიან, რომ ბავშვები, რომლებიც იზრდებიან მატრიარქატულ ოჯახებში და „გამოცდილი“ ბებიების რჩევებს მისდევენ, იმყოფებიან სხვადასხვა რისკის ჯგუფში. ვიდრე ისინი, ვინც ასრულებს პედიატრის მითითებებს. ბავშვთა უეცარი სიკვდილის სინდრომი აქამდე ვერ შეისწავლეს ბოლომდე. ამიტომ ყველაზე ეფექტურ პროფილაქტიკას წარმოადგენს ახალშობილის ზურგზე წოლა მაგარ ზედაპირზე – უბალიშოდ.
„ნურავის მისცემთ უფლებას გადაგარწმუნოთ საწინააღმდეგო მოსაზრებაში”, – ამბობენ ექსპერტები.
პედიატრი ნინო სამყურაშვილი:
– მუცელზე ძილი ახალშობილთა

უეცარი სიკვდილიანობის თვალსაზრისით რისკის ძირითად ფაქტორად არის დასახელებული. წლების განმავლობაში იყო მოწოდებული, რომ ბავშვებს მუცელზე უნდა სძინებოდათ, რაც ეს ტაქტიკა შეიცვალა, დასავლეთ ევროპის ქვეყნებში 1992 წლიდან ჩვილთა სიკვდილიანობა 2-3-ჯერ შემცირდა, ანალოგიური მაჩვენებლებია აშშ-სა და სხვა ქვეყნებში. ვერ ვიტყვით, რომ უეცარი სიკვდილის სინდრომს ახალშობილებში მხოლოდ მუცელზე წოლა იწვევს – აქ გასათვალისწინებელია სხვა ფაქტორებიც: ზედმეტად ჩაფუთვნა, თბილი ტანსაცმელი, უკვე დაფიქსირებული საშიში სიმპტომები, დედის ავადმყოფობა ორსულობის დროს, მშობლების მწეველობა, ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მოხმარება, ასევე ის ფაქტი, როდესაც ჩვილს სხვა ოთახში სძინავს.
ამ სინდრომის ძირითადი მიზეზი ჯერჯერობით არ არის დაზუსტებული, მაგრამ აუცლებელია გავითვალისწინოთ რომ ბავშვს აუცილებლად უნდა ეძინოს ზურგზე, ბალიშის გარეშე.
უეცარი სიკვდილის სინდრომი ძირითადად ვითარდება დაბადებიდან 4 თვემდე. თუმცა თავდაცვის მიზნით მიზანშეწონილია ბავშვს ზურგზე ეძინოს წლამდე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ანგელა მერკელი კანცლერად მეოთხედ აირჩიეს
Next post დაშავებული და დაჭრილი სამხედროებისთვის ფსიქოლოგიური მხარდაჭერის პროგრამა დაიწყება