ხუთშაბათი, ივლისი 16, 2026

როგორ გავაკეთოთ გემრიელი ლატე

გრილ ამინდებში გემრიელი ცხელი ყავის მირთმევას არაფერი სჯობს 🙂

ლატეს გასაკეთებლად დაგვჭირდება:

1 ჩ/კ ხსნადი ყავა,
2 ჩ/კ ცხელი წყალი,
1 ჭიქა (240 მლ) ცხელი რძე,
1–2 ჩ/კ შაქარი (ან გემოვნებით),
ათქვეფილი ნაღები,
კაკაო, ვანილის ექსტრაქტი, დაფქული მიხაკი და დარიჩნი.

1 ნაწილი
ყავა წყალში გახსენით
1 ჩ/კ ხსნადი ყავა და 1–2 ჩ/კ ცხელი წყალი ყავის ჭიქაში მოათავსეთ. ურიეთ ყავის გახსნამდე.
2 ნაწილი
დაუმატეთ შაქარი
დაუმატეთ შაქარი გემოვნებით. შეგიძლიათ, სურვილისამებრ, დაუმატოთ ვანილის ექსტრაქტი, დაფქული მიხაკი და დარიჩინი. როცა სასურველ ინგრედიენტებს დაუმატებთ, კოვზით კარგად მოურიეთ.
3 ნაწილი
დაუმატეთ რძე
გააცხელეთ (არ აადუღოთ)  240 მლ რძე გაზქურაზე ან მიკროტალღურ ღუმელში. ცხელი რძე ჭიქაში გახსნილ ყავასა და შაქარს დაასხით. კოვზით კარგად მოურიეთ.
4 ნაწილი
მორთეთ სურვილისამებრ
ლატეს დაუმატეთ ათქვეფილი ნაღები. მოაყარეთ კაკაო და, სურვილისამებრ, დაფქული დარიჩინი.
ნაწილი
გემრიელად მიირთვით
ლატე მზადაა და გემრიელად მიირთვით
ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

რას ამბობდა ბერი გაბრიელი არასწორად გადასახულ პირჯვარზე და ჩქარა წაკითხულ ლოცვაზე

წმ.ღირსი გაბრიელი აღმსარებელი და სალოსი თავისი სწავლებებით ხშირად ანებივრებდა მის კელიაში მისულთ. აი, რას ამბობდა ის პირჯვარზე და ჩქარა წაკითხულ ლოცვაზე. “პირჯვარი აუცილებლად სწორად უნდა გამოისახოს, რადგან არასწორად გადაწერისას ბოროტნი კი არ გარბიან, არამედ იცინიან, ღვთისმშობელი კი წყრება. პირჯვრის გამოსახვისას მარჯვენა ხელი ჯერ შუბლთან უნდა მივიდოთ, შემდეგ – ჭიპის თავზე, მერე – მარჯვენა და მარცხენა მხარზე. მას, ვინც ჭიპის მაგივრად, გულზე იდებს ხელს – თავდაყირა ჯვარი გამოსდის. ჰაერშიც არ შეიძლება გამოსახვა, ხელი აუცილებლად ბოლომდე უნდა მივიდოთ. პირჯვრის გადაწერისას ლოცვა უნდა ითქვას აუცილებლად, თუნდაც გულში, თორემ ისე მსახიობებიც კი იწერენ პირჯვარს. იღუმენია ქეთევან კოპალიანი იგონებს: მამა გაბრიელს არ მოსწონდა, როცა ვინმე ლოცვას ჩქარა კითხულობდა, შეაჩერებდა და ეტყოდა:”რატატატა, რატატატა… ლოცულობ თუ ჩხუბობ? რა ჩაპაევის “პულიმიოტივით” მიაყარე! გაზეთს ხომ არ კითხულობ?! შიშითა და მოწიწებით, აუჩქარებლად უნდა ილოცო. როცა ლოცულობ, გაიაზრე, ვის წინაშე დგახარ, ვის ესაუბრები, ქრისტე უხილავად არს ჩვენთან, სულ არს ღმერთი”.

საქართველოს 16 ივლისს თურქმენეთის პრეზიდენტი ეწვევა

16 ივლისს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთის პრეზიდენტი სერდარ ბერდიმუჰამედოვი ეწვევა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.თურქმენეთის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში 11:30 საათზე გაიმართება.ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტის სასახლეში დაგეგმილია თურქმენეთის პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ ყაველაშვილთან.პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ლიდერები ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და რეგიონულ დღის წესრიგს განიხილავენ.

უნდა გვახსოვდეს… გმირი დედა! დღეს ირინა ენუქიძის დაბადების დღეა

საზოგადოებამ ირინა ენუქიძე 2006 წელსგაიცნო. მისი შვილი, 27 წლის სანდრო გირგვლიანი, 2006 წლის 28 იანვარსოქროყანის სასაფლაოზე მოკლული იპოვეს. მკვლელობაში ეჭვმიტანილები – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები – 6 მარტს დააკავეს, თუმცა ირინა ენუქიძე თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე ამტკიცებდა, რომ მკვლელობის ყველა მონაწილე არ დასჯილა.2007 წლის ივლისში მოსამართლე ლევან მურუსიძემ შეუმცირა სასჯელი სანდრო გირგვლიანის მკვლელებს. ევროსასამართლომ გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე აღნიშნა, რომ „გაოგნებულია იმ შეთანხმებული ქმედებებით, რომლითაც ხელისუფლების სხვადასხვა შტოები (მათ შორის სასამართლო) მოქმედებდნენ, რათა ამ საშინელ მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო“.საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ირინა ენუქიძე თამარ მეფის ორდენით 2015 წლის 22 დეკემბერს დააჯილდოვაირინა ენუქიძე 2007 წლის 24 აგვისტოს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. ირინა ენუქიძე 28 აგვისტოსსაბურთალოს სასაფლაოზე შვილის, სანდრო გირგვლიანის, გვერდით დაკრძალეს.საზოგადოებამ ირინა ენუქიძე 2006 წელსგაიცნო. მისი შვილი, 27 წლის სანდრო გირგვლიანი, 2006 წლის 28 იანვარსოქროყანის სასაფლაოზე მოკლული იპოვეს. მკვლელობაში ეჭვმიტანილები – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები – 6 მარტს დააკავეს, თუმცა ირინა ენუქიძე თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე ამტკიცებდა, რომ მკვლელობის ყველა მონაწილე არ დასჯილა.2007 წლის ივლისში მოსამართლე ლევან მურუსიძემ შეუმცირა სასჯელი სანდრო გირგვლიანის მკვლელებს. ევროსასამართლომ გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე აღნიშნა, რომ „გაოგნებულია იმ შეთანხმებული ქმედებებით, რომლითაც ხელისუფლების სხვადასხვა შტოები (მათ შორის სასამართლო) მოქმედებდნენ, რათა ამ საშინელ მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო“.საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ირინა ენუქიძე თამარ მეფის ორდენით 2015 წლის 22 დეკემბერს დააჯილდოვაირინა ენუქიძე 2007 წლის 24 აგვისტოს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. ირინა ენუქიძე 28 აგვისტოსსაბურთალოს სასაფლაოზე შვილის, სანდრო გირგვლიანის, გვერდით დაკრძალეს.

სიახლე საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით, რომელიც 27 ივნისიდან ამოქმედდება

დიდ დიღომში, N321 მარშრუტზე მოძრავი 12-მეტრიანი ავტობუსები ექვსი ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსით ჩანაცვლდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.მისივე თქმით, ცვლილება იგეგმება N293 მარშრუტზეც, რომელსაც ორი ერთეული ავტობუსი დაემატება.

ივანე ჩხაიძე მოსახლეობას აფრთხილებს

ტემპერატურის მატებასთან ერთად, სეზონური ინფექციების რისკებიც იზრდება. ტკიპის ნაკბენთან და ზღვის ინფექციებთან დაკავშირებით პრევენციულ ღონისძიებაზე იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ისაუბრა.ივანე ჩხაიძე მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან ჰიგიენური ნორმები, გაუფრთხილდნენ ბავშვებისა და რისკ-ჯგუფების ჯანმრთელობას, ასევე საეჭვო სიმპტომების შემთხვევაში დროულად მიმართონ ექიმს.„თუ თქვენ 6 თვემდე, ან წლამდე ასაკის ბავშვი გყავთ, თქვენი არჩევანი ზღვის კურორტი არ უნდა იყოს. ამ ასაკობრივ ჯგუფში მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედება მაღალი რისკის შემცველია.რისკი გვაქვს, კუჭ-ნაწლავის ინფექციების მხრივ და აქედან გამომდინარე, ძირითადი აქცენტი უნდა გაკეთდეს პროდუქტების შენახვაზე. შესაბამის თერმულ დამუშავებაზე, ხილისა და ბოსტნეულის აუცილებლად გამდინარე წყლის ქვეშ გარეცხვაზე.ხელების დაბანასთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ამ წესს ნაკლებად ასრულებენ - მინიმუმ 20 წამამდე უნდა იყოს ხელი დაბანილი.აუზით სარგებლობის შემთხვევაში, ყურადღება უნდა მიაქციოთ, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც აუზით სარგებლობს, აუზში ჩასვლის წინ იღებს შხაპს“, - აცხადებს ჩხაიძე.

ბოლო სიახლეები