ოთხშაბათი, ივლისი 15, 2026

რიკოთის გვირაბთან ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა

რიკოთის გვირაბთან ტრაილერისა და მსუბუქი ავტომობილის შეჯახების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა. ავტოსაგზაო შემთხვევა წუხელ მოხდა.

გზის საპირისპირო ზოლში მოძრავი ტრაილერი მსუბუქ მანქანას დაეხაჯა. შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი მათგანი კი ხაშურის საავადმყოფოში გადაიყვანეს, ის დილით გარდაიცვალა.

როგორც imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტოში განუცხადეს, ტრაილერის მძღოლი დაკავებულია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდქსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვი

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შალვა პაპუაშვილი – ჩვენი უპირველესი მოვალეობაა იმ ღირებულებების სადარაჯოზე ყოფნა, რაც ჩვენმა წინაპრებმა გადმოგვცეს და დღეს ევროპული ცივილიზაციის საფუძველია

ჩვენი უპირველესი მოვალეობა არის იმ ღირებულებების გაფრთხილება და სადარაჯოზე ყოფნა, რაც ჩვენმა სარწმუნოებამ, წინაპრებმა საუკუნეების განმავლობაში გადმოგვცეს. ღირებულებები, რომლებიც ამ რწმენიდან არის წარმოშობილი და დღეს ევროპული ცივილიზაციის საფუძველია, – ამის შესახებ საქართველოს აპრლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ზუგდიდში განაცხადა.პაპუაშვილი ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვას დაესწრო.„ვულოცავ ზუგდიდს, სამეგრელოს და სრულაიდ საქართველოს ამ უდიდეს დღესასწაულს, ვლაქერნობას. საქართველო გამორჩეული ქვეყანა ვართ იმით, რომ უდიდესი პატივი გვერგო, ვიყოთ უფლის და ღვთისმშობლის კვართის მცველი ერი. დიდ პატივთან ერთად, დიდი პასუხისმგებლობაცაა, რომ ვიყოთ ქრისტიანული სარწმუნოების, ქრისტიანული ღირებულებების სადარაჯოზე. ჩვენი უპირველესი მოვალეობაა იმ ღირებულებების გაფრთხილება და სადარაჯოზე ყოფნა, რაც ჩვენმა სარწმუნოებამ, წინაპრებმა საუკუნეების განმავლობაში გადმოგვცეს. ღირებულებები, რომლებიც ამ რწმენიდან არის წარმოშობილი და დღეს ევროპული ცივილიზაციის საფუძველია. მიხარია, რიომ დღეს ჩემს კოლეგებთან, პარლამენტის წევრებთან ერთად მქონდა შესაძლებლობა, ზუგდიდის საკათედრო ტაძარში დავსწრებოდით სადღესასწაულო წირვას, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქმა აღავლინა. განწყობა, რომელიც დღეს ზუგდიდშია, რომელიც წირვის დროს იყო, მათ შორის უცხოელი სტუმრები, სასულიერო თუ საერო პირები კიდევ ერთხელ ხაზს უსვამენ, რა მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის აღნიშვნას. წლევანდელი წელი არის განსაკუთრებული, რათა სრულად გავიაზროთ პასუხისმგებლობა, რომელიც, როგორც უფლის კვართის და ღვთისმშობლის კვართის მცველ სახელმწიფოს და ერს გვაქვს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,სარფი“ , დიდი ოდენობით ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღიკვეთა. მებაჟე ოფიცრების მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქის, როგორც ფიზიკური, ასევე მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები აღმოაჩინეს.სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული 420 გრამი ოქროსა და 27 გრამი ვერცხლის ნაკეთობები სამართალდამრღვევ მოქალაქეს მცირე ზომის ხელჩანთასა და მანქანის სალონში არსებულ სივრცეებში ჰქონდა განთავსებული.არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში 135 545 ლარი შეადგინა.კანონდამრღვევი მოქალაქის მიმართ საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.

ცოტნე ანანიძე გვარამიას განცხადებაზე: ანუ დაიბომბოს საქართველო იმის იმედად, რომ მერე ტრილიონებს მოგვცემენ. ვინმეს კიდევ ეპარება ეჭვი, რომ ამათ და მათ პატრონებს მეორე ფრონტის...

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც: „ უკრაინა მალე რომ ომს მოიგებს, ტრილიონები დაიხარჯება უკრაინის აღდგენაში ათწლეულის განმავლობაში. აი, საქართველოს არ მიასუნინებენ იმ ტრილიონებთან.“ანანიძე საზოგადოებას უსვამს რიტორიკულ კითხვას კიდევ თუ არის ვინმე ვისაც სჯერა, რომ ქართულ ოპოზიციასა და მათ პატრონებს მეორე ფრონტის გახსნა და საქართველოს ომში ჩათრევა არ სურდათ.„ანუ დაიბომბოს საქართველო იმის იმედად, რომ მერე ტრილიონებს მოგვცემენ. ვინმეს კიდევ ეპარება ეჭვი, რომ ამათ და მათ პატრონებს მეორე ფრონტის გახსნა არ უნდათ?“- წერს ანანიძე.

ბრიტანეთში 16-17 წლის მოზარდებისთვის სოციალურ ქსელებზე „კომენდანტის საათის“ დაწესებას განიხილავენ

გაერთიანებულ სამეფოში უფროსი ასაკის მოზარდებს სოციალურ ქსელებზე ღამის „კომენდანტის საათი“ დაუწესდებათ, თუმცა, მოზარდებს შეეძლებათ უარი თქვან ამ შეზღუდვაზე საკუთარი ანგარიშის პარამეტრების შეცვლით.მთავრობის გეგმის თანახმად, ეს ნიშნავს, რომ ისეთი აპლიკაციები, როგორიცაა Instagram, TikTok და YouTube ავტომატური პარამეტრებით მიუწვდომელი იქნება 16 და 17 წლის მოზარდებისთვის შუაღამიდან დილის 06:00 საათამდე.მთავრობას ასევე სურს, რომ გამორთული იყოს „მიჩვევის გამომწვევი“ ფუნქციები, როგორიცაა ვიდეოს ავტომატური გაშვება და უსასრულო სქროლვა. ხელისუფლების განცხადებით, „კომენდანტის საათთან“ კომბინაციაში ეს ზომები გააუმჯობესებს მოზარდების კონცენტრაციას, ძილის ხარისხსა და ოჯახურ ცხოვრებას.თუმცა, აქტივისტები თვლიან, რომ ეს გეგმა საკმარისად შორს არ მიდის, რადგან მოზარდებს შეზღუდვის გამორთვა თავადვე შეუძლიათ.ახალი გეგმები მოჰყვა ივნისში გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ დიდ ბრიტანეთში 16 წლამდე ასაკის ბავშვებს მთელი რიგი პლატფორმების გამოყენება სრულად აეკრძალებოდათ.მთავრობამ აღნიშნა, რომ შემდგომი ზომები მიმართული იქნება იქითკენ, რომ ბავშვებმა უსაფრთხოდ გამოიყენონ ხელოვნური ინტელექტის (AI) ჩატბოტები - მათ შორის, პროვაიდერების ვალდებულებით, დააწესონ რეგულარული შესვენებები 18 წლამდე ასაკის მომხმარებლებისთვის.

მნიშვნელოვანი სიახლე მართვის მოწმობის აღების მსურველებისთვის

სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის (მოედანი) წარმატებით ჩაბარებისთანავე, კანდიდატებს ეძლევათ შესაძლებლობა, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე (ქალაქი) გასასვლელად სასურველი დრო ყოველგვარი ლოდინის გარეშე, ონლაინ რეჟიმში დაჯავშნონ.სერვისით სარგებლობა ასევე შეეძლებათ იმ პირებს, რომლებსაც უკვე ჩაბარებული აქვთ გამოცდის პირველი ეტაპი და არ უსარგებლიათ გამოცდის მეორე ეტაპზე გასვლის უფლებით.რიგის დაჯავშნა დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მომსახურების სააგენტოს აპლიკაციით - Service Agency და ვებგვერდის - Sa.gov.ge საშუალებით. 

ბოლო სიახლეები