”ყურადღებით ვეცნობი ამ დღეებში პრემიერ-მინისტრის განცხადების შეფასებებს და აუცილებლად მიმაჩნია აღნიშნულ საკითხზე გავაკეთო კომენტარი. ჩვენი ოპონენტების ნაწილის მხრიდან დახატულია აპოკალიფსური სურათი, ხდება პრემიერის განცხადების შინაარსის მიზანმიმართული დამახინჯება და უფრო მეტიც, მათივე ნამოქმედარის დღევანდელი ხელისუფლებისთვის გადმობრალება. ეს ნიშნავს ერთს მხოლოდ ერთს, რომ პრემიერი ფიქრობს ჩვენს ქვეყანაზე და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე, ხოლო ოპონენტები საკუთარ ინტერესებზე. ცალსახად მინდა განვაცხადო ის, რაც ქართული საზოგადოებისთვის ისედაც ნათელია, მეკავშირეების გარეშე რომელიმე მხარესთან მოლაპარაკების გამართვა არ იგეგმება. სწორედ ამიტომ იყო გამახვილებული ყურადღება ჟენევის ფორმატზე, რომელიც გაეროს, ეუთოსა და ევროკავშირის შუამავლობით იმართება და დისკუსიებს, ასევე, ესწრება ამერიკის შეერთებული შტატები. ამასთან ერთად, თითოეული ჩვენთაგანი თანხმდება, რომ კონფლიქტის მოგვარება შეუძლებელია დიალოგის გარეშე და დიალოგის პროცესში დიპლომატიური ფორმატის გარდა უდიდესი წილი საზოგადოებრივ დიალოგზე მოდის. ამავე დროს, ყველა გონიერი ადამიანისთვის გასაგებია, რომ სწორედ პრემიერ-მინისტრის განცხადება ხდება საფუძველი, რომ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა ჩვენი და ჩვენი პარტნიორების რუსეთთან ურთიერთობის დღის წესრიგში შევიდეს, სხვა ქმედებებთან ერთად, სწორედ ქვეყნის პოლიტიკური ლიდერის განცხადებამ შეიძლება შექმნას აუცილებელი საერთაშორისო რეზონანსი, რომ მსოფლიო თანამეგობრობა დაინტერესდეს ამ საკითხით და ზეგავლენა მოახდინოს რუსეთზე არსებული ვითარების შეცვლის მიზნით. ამავე დროს, მოახდინოს მსგავსი დანაშაულების პრევენციაც. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ მივესალმები ყველა იმ ქართველის, პოლიტიკოსის, ექსპერტის, თუ მოქალაქის განცხადებას, რომელიც პატრიოტული სულისკვეთებიდან არის ნაკარნახევი და რომელთა ერთადერთი მოტივი ჩვენი ქვეყნის გაერთიანების ნანატრი ოცნებაა. ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის პოლიტიკა, პირველ რიგში, არა პროფესია, ან ამჟამინდელი საქმიანობის სფეროა, არამედ საშუალება, რომ ჩვენი ქვეყნის ყოფიერება შეიცვალოს, ქვეყანა გამთლიანდეს, ადამიანებს მიეცეთ ცხოვრების და განვითარების ღირსეული საშუალება. ბუნებრივია, ის ადამიანური და ემოციური ფაქტორი, რაც ტატუნაშვილის გარდაცვალებამ გამოიწვია, თითოეულ ჩვენგანზე განსაკუთრებულ ემოციურ ფონს ქმნის, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენი ქმედებები მხოლოდ ქვეყნის ინტერესებიდან უნდა გამომდინარეობდეს. განცხადების ბოლოს მინდა კიდევ ერთხელ ვუთანაგრძნო ტატუნაშვილების ოჯახს და განვუცხადო, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე მისი ცხედარი საქართველოში იქნას გადმოსვენებული და თითოეულმა ჩვენგანმა შევძლოთ მისი იმქვეყნად ღირსეული გაცილება”- ნათქვამია რატი იონათამაშვილი განცხადებაში.
რატი იონათამაშვილი: პრემიერი ფიქრობს ჩვენს ქვეყანაზე და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე, ხოლო ოპონენტები – საკუთარ ინტერესებზე
დონალდ ტრამპი – იმედი მაქვს, „ჰეზბოლა“ კარგად მოიქცევა, თუ ასე მოიქცევიან, ეს მათთვის შესანიშნავი მომენტი იქნება, მშვიდობა საბოლოოდ უნდა დამყარდეს
ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედების შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტი „ჰეზბოლას“ შეთანხმების დაცვისკენ მოუწოდებს.„იმედი მაქვს, „ჰეზბოლა“ ამ მნიშვნელოვან პერიოდში კარგად მოიქცევა. თუ ასე მოიქცევიან, ეს მათთვის შესანიშნავი მომენტი იქნება. მკვლელობები აღარ იქნება. საბოლოოდ მშვიდობა უნდა დამყარდეს“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.როგორც ტრამპი აღნიშნავს, შესაძლოა, ეს ისტორიული დღე იყოს ლიბანისთვის.
მარია ზახაროვა აცხადებს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება “მძიმე დარტყმას” მიაყენებს მის ტურისტულ ინდუსტრიას და სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთთან
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება და რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან შეერთება "მძიმე დარტყმას" მიაყენებს მის ტურისტულ ინდუსტრიას და დააკარგინებს შეღავათიან სავაჭრო ურთიერთობას რუსეთთან და დსთ-ის ქვეყნებთან. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.
„საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, ბრიუსელის მხრიდან დესტრუქციული მოთხოვნების გათვალისწინებით, მძიმე დარტყმას მიაყენებს საქართველოს ტურისტულ ინდუსტრიას და საფრთხეს შეუქმნის ახლობლებს შორის კომუნიკაციის შენარჩუნებას, რომლებიც საქართველოში და რუსეთში ცხოვრობენ - მათ შეიძლება დაკარგონ ერთმანეთის ნორმალურად მონახულების შესაძლებლობა. გარდა ამისა, საქართველოს მოუწევს შეურთდეს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ დაწესებულ ენერგეტიკულ ემბარგოს,“ - განაცხადა ზახაროვამ ბრიფინგზე.
მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი არის ერთ-ერთი მთავარი და სანდო მიმწოდებელი საქართველოსთვის ნავთობპროდუქტებისა და ბუნებრივი გაზის მიმართულებით.
„ევროკავშირში გაწევრიანება ასევე ნიშნავს იმას, რომ საქართველო დაკარგავს შეღავათიან სავაჭრო რეჟიმს რუსეთთან და დსთ-ის ქვეყნებთან, რომლებიც მისთვის მთავარი საექსპორტო ბაზრებია,“- დასძინა ზახაროვამ.
ასევე ზახაროვას თქმით, საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან შეერთება, გამოიწვევს რუსეთთან ავიამიმოსვლის შეწყვეტას.
"ეს უბრალოდ ანტირუსული სანქციები არ არის - ეს არის არალეგიტიმური, უკანონო სანქციები, რომლებიც გაეროს უშიშროების საბჭოს გვერდის ავლით დაწესდა. რას ნიშნავს ეს კონკრეტულად საქართველოსთვის? მაგალითად, რუსეთთან ავიამიმოსვლის შეწყვეტას და მკაცრი სავიზო რეჟიმის შემოღებას,“ — განაცხადა მან.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია პენსიონერებისთვის
რამდენიმე თვეში 60 წელს გადაცილებული ადამიანების ზოგი საბანკო გადარიცხვა გარკვეული დროით შეიზღუდება. ახალი წესი ეროვნულმა ბანკმა 14 აპრილს მიიღო.საბარათე ოპერაციებზე ცვლილება 2026 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდება, სხვა ელექტრონული გადახდის ოპერაციების შემთხვევაში კი 2027 წლის 1 მაისიდან.რა იცვლება კონკრეტულად?ბანკები დროებით შეაჩერებენ იმ საბანკო გადარიცხვებს, რომლებიც შეეხება სავარაუდო მაღალი რისკის (თაღლითურ) ოპერაციებს.რისკიანად ჩაითვლება ოპერაცია, რომლითაც გათვალისწინებულია 500 ლარზე მეტი თანხის გაცემა:ან ონლაინ სავაჭრო (ე.წ. „ფორექსის“) პლატფორმაზე;
ან საინვესტიციო მიზნით;
ან სათამაშო ბიზნესში;
ან ვირტუალურ აქტივებთან;
ან გამოიხატება „უჩვეულო ქცევა“.რა მოხდება რისკის აღმოჩენის შემთხვევაში?ეროვნული ბანკი პროვაიდერს ავალდებულებს, დაუკავშირდეს კლიენტს და დაეხმაროს „ინფორმაციის უკეთ გაანალიზებაში“, „რითაც შემცირებული იქნება თაღლითების მანიპულაციის ქვეშ მომხმარებლის მიერ ოპერაციების განხორციელების რისკი“.„მომხმარებელს მის მიერ რისკიანი ან/და საეჭვო ტრანზაქციის ინიციირების შემდეგ 48 საათი ექნება იმისთვის, რომ მომხმარებელმა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება ტრანზაქციის განხორციელების შესახებ და აღნიშნული დაუდასტუროს მომსახურების პროვაიდერს“, - ამბობენ ეროვნულ ბანკში.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ისრაელ-ლიბანის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ დეტალები გამოაქვეყნა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ისრაელ-ლიბანის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ დეტალები გამოაქვეყნა. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.ისრაელი და ლიბანი 10-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, რომელიც დღეს,17:00 საათზე დაიწყება. განცხადებაში შეთანხმება აღწერილია, როგორც „ისრაელის მთავრობის კეთილი ნების ჟესტი“.განცხადებაში ნათქვამია, რომ ორივე მხარემ ვაშინგტონში გამართული შეხვედრების შემდეგ დაადასტურა, რომ ისინი „ომში არ არიან“ და მზად არიან აშშ-ის შუამავლობით მოლაპარაკებების გასაგრძელებლად.ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ცეცხლის შეწყვეტა შესაძლოა, გაგრძელდეს, თუ მოლაპარაკებებში პროგრესი იქნება. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ისრაელს კვლავ აქვს უფლება, „თავდაცვის მიზნით საჭირო ზომები მიიღოს ნებისმიერ დროს“.„შეთანხმების დაწყებისთანავე, ლიბანის მთავრობა განახორციელებს მნიშვნელოვან ნაბიჯებს, რათა გააძლიეროს კონტროლი შეიარაღებულ ჯგუფებზე, მათ შორის „ჰეზბოლაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.ამასთან, ისრაელმა და ლიბანმა მოითხოვეს, რომ აშშ-მა „გააგრძელოს პირდაპირი მოლაპარაკებები ორ ქვეყანას შორის ყველა დარჩენილი საკითხის გადაჭრის მიზნით“.
ვიქტორ ორბანი – ჯერ არ ვიცი, შევძლებ თუ არა ცხოვრებიდან ბედნიერების, ამბიციის ან შთაგონების მიღებას, ახლა დაღლილობას, ტკივილსა და სიცარიელეს ვებრძვი
ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ არჩევნებში დამარცხების შემდეგ დაღლილობას, ტკივილსა და სიცარიელეს ებრძვის.„ცხოვრებაში ბევრი რამ გამიკეთებია. შესაძლოა, ზოგჯერ დავღლილვარ კიდეც, თუმცა ახლა, მარცხის შემდეგ, უცებ უფრო ახალგაზრდად ვგრძნობ თავს. ამ ტკივილმა ჩემში დიდი ენერგია გააღვიძა“,- აღნიშნა ორბანმა.მისი თქმით, ჯერ არ იცის, საიდან მიიღებს მომავალში მოტივაციას.„ჯერ არ ვიცი, შევძლებ თუ არა ცხოვრებიდან ბედნიერების, მოტივაციის, ამბიციის ან შთაგონების მიღებას. ახლა, როგორც გითხარით, დაღლილობას, ტკივილს და სიცარიელეს ვებრძვი“,- განაცხადა ორბანმა.ორბანის თქმით, თუ საზოგადოება ჩათვლის, რომ გუნდს სხვა როლი სჭირდება, მზად არის გვერდით დადგეს, თუმცა თუ კვლავ ლიდერობა დაევალება, ამასაც გააკეთებს.

