დედა პარასკევა იხსენებს:
როდესაც უწმინდესი შიო, შიო მღვიმეში მოღვაწეობდა, მცხეთაში რომ ჩამოდიოდა, მოდიოდა ხოლმე წმინდა მამა გაბრიელთან კურთხევის ასაღებად. ბოლო შეხვედრის დროს როდესაც იგი მოვიდა მამა გაბრიელთან კელიაში დასალოცად, მამა გაბრიელმა დალოცა და უთხრა რომ მისთვის საჩუქარი ჰქონდა და დედა პარასკევას მიმართა, რომ კედლიდან ჩამოეღო საიდუმლო სერობის ხატი და მიეცა შიოსთვის. უწმინდესმა შიომ შემკრთალმა შეხედა ჯერ ხატს შემდეგ მამა გაბრიელს და კურთხევა აიღო და წავიდა. რამოდენიმე დღეში მამა გაბრიელი გარდაიცვალა.
მამა გაბრიელი ღვთის განგებით მოქმედებდა ყოველთვის და ღვთის განგების გარეშე არასდროს არაფერს იქმოდა.

