სამშაბათი, სექტემბერი 22, 2026

პარლამენტში დახურული შეხვედრა გაიმართება

თბილისში, პარლამენტის შენობაში უმრავლესობის და უმცირესობის დახურული შეხვედრა გაიმართება. imedinews-ის ინფორმაციით, დეპუტატები ერთობლივი რეზოლუციის საკითხზე იმსჯელებენ. შეხვედრა გასაიდუმლოებულია და პარლამენტის წევრები წინასწარ კომენტარებს არ აკეთებენ.

შეხვედრა 18:00 საათზე უნდა დაიწყოს.

5 მარტს ევროპულმა საქართველომ უმრავლესობას ტატუნაშვილთან დაკავშირებით რეზოლუციის საერთო დოკუმენტის შექმნა შესთავაზა. ბიუროს სხოდმაზე რეზოლუცია უმრავლესობამაც დაარეგისტრირა.

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, ქუთაისისა და თბილისის აეროპორტებში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, ქუთაისისა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშაულებები და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების შემოტანის მცდელობის ფაქტები აღვეთეს. უცხო ქვეყნის მოქალაქეების ბარგისა და მათი ფიზიკური შემოწმების შედეგად, საერთო ჯამში აღმოჩენილი იქნა - 150 გრამზე მეტი „კოკაინი“,  359 აბი ,,მეთილფენიდატი” და ,,კოდეინი“, ასევე 206 კაფსულა ,,პრეგაბალინი“ და 17 აბი „ლირიკა“.  გამოძიებას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი განცხადებას ავრცელებს

ჩატარებული კვლევებით ამჟამად დადასტურებულია, რომ აღნიშნული გახშირებული შემთხვევები გამოწვეულია ნოროვირუსით - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს.„საზოგადოების  გაზრდილი ინტერესის გათვალისწინებით, სსიპ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი წარმოგიდგენთ მიმდინარე განახლებულ ინფორმაციას თბილისის  მასშტაბით უკანასკნელ პერიოდში გახშირებული გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევების თაობაზე.ჩატარებული კვლევებით ამჟამად დადასტურებულია, რომ აღნიშნული გახშირებული შემთხვევები გამოწვეულია ნოროვირუსით.ბავშვების უმრავლესობა, რომელთაც აღენიშნათ ეს ვირუსი ამ უკანასკნელი დღეების განმავლობაში, უკვე გამოჯანმრთელდნენ და დატოვეს სამედიცინო დაწესებულებები. შემთხვევები მიმდინარეობდა რაიმე გართულებების გარეშე. მეთვალყურეობა გრძელდება და რაიმე გართულების რისკი კვლავაც არ იკვეთება.დაავადების შემდგომი გავრცელების შეკავების მიზნით რეკომენდებულია ყურადღება მიექცეს ხელის ჰიგიენას - განსაკუთრებით საკვების მიღებამდე და ტუალეტით სარგებლობის შემდეგ. ეს რეკომენდაცია ეძლევა განსაკუთრებით მათ, ვისი ოჯახის წევრებს ან კონტაქტში მყოფ პირებს ჰქონდათ აღნიშნული დაავადება.ნოროვირუსის მკურნალობის პროცესში მნიშვნელოვანია: სწორი ჰიდრატაცია, ორგანიზმში სითხის აღდგენა; კვების რეჟიმის დაცვა - მინიმუმ 3-4 დღის განმავლობაში რძის პროდუქტების, ცხიმიანი, შემწვარი და ცხარე საკვების რაციონიდან ამოღება; დიარეისა და ღებინების საწინააღმდეგო მედიკამენტების მიღება - მხოლოდ ექიმის დანიშნულებით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შალვა პაპუაშვილი – ევროპის საბჭომ უნდა განმარტოს, როგორ უთავსდება რადიკალი პოლიტიკოსის პოლიტიკური პროექტის დაფინანსება სამოქალაქო დიალოგის ხელშეწყობას, როდესაც აფინანსებს პოლიტიკოსს, რომელიც არჩევნების შედეგებს უარყოფს...

ევროპის საბჭო აფინანსებს ბახმაროში არმაზ ახვლედიანის მიერ ორგანიზებულ შეკრებას და ამას „სამოქალაქო დიალოგის“ ხელშემწყობ პროექტად წარმოაჩენს,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს.როგორც ის აღნიშნავს, ევროპის საბჭომ უნდა განმარტოს, როგორ უთავსდება რადიკალი პოლიტიკოსის პოლიტიკური პროექტის დაფინანსება სამოქალაქო დიალოგის ხელშეწყობას?„კიდევ ერთხელ, კარგად რომ გავიაზროთ ბახმაროს შეკრების სკანდალის მასშტაბი, დამოუკიდებლად იმისა დაარღვია თუ არა ევროსაბჭომ კანონი:ევროპის საბჭო აფინანსებს ბახმაროში არმაზ ახვლედიანის მიერ ორგანიზებულ შეკრებას და ამას „სამოქალაქო დიალოგის“ ხელშემწყობ პროექტად წარმოაჩენს. საუბარია პოლიტიკოსზე, რომელიც 2020 წლის მოწვევის პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ ბოკერიას განყოფილების პარტიული სიით იყო დეპუტატი, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში კი უშუალოდ დიქტატორი სააკაშვილის პარტიული სიით მონაწილეობდა.ორი წლის წინ, არჩევნების ღამეს სწორედ ის აცხადებდა: „ივანიშვილის პოლიციური რეჟიმი დამარცხდა, თუმცა ის ამას უტიფრად არ იმჩნევს და მორჩილი ცესკოს პირით გამარჯვებას აცხადებს. გამარჯვებული ოთხივე ოპოზიციური პარტია ახლა ვალდებულია, არ დაუშვას რუსული ოცნების მიერ ძალაუფლების მიტაცება“. მანამდე, ის არც 2020 წლის არჩევნებს ცნობდა.ევროპის საბჭომ უნდა განმარტოს, როგორ უთავსდება რადიკალი პოლიტიკოსის პოლიტიკური პროექტის დაფინანსება სამოქალაქო დიალოგის ხელშეწყობას და რა გზავნილს უგზავნის საზოგადოებას, როდესაც აფინანსებს პოლიტიკოსს, რომელიც არჩევნების შედეგებს უარყოფს და ხელისუფლებას რუსულ რეჟიმად აცხადებს? ნათელია, რომ ასეთი მხარდაჭერა მხოლოდ პოლიტიკურ რადიკალიზმს და ექსტრემიზმს აძლიერებს და თავად ევროპის საბჭოს მიუკერძოებლობას და სანდოობას აზიანებ,”- წერს პაპუაშვილი. 

საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმება გაფორმდა

საქართველოსა და ნაურუს(ნაოეროს) რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა. შესაბამის დოკუმენტს ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და ნაურუს რესპუბლიკის პრეზიდენტმა დევიდ ადეანგმა მოაწერეს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრესსამსახურის თანახმად, ნიუ-იორკში გამართულ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ნაურუს რესპუბლიკის პრეზიდენტს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვა სტაბილური და პასუხისმგებლიანი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველია. "საუბარი შეეხო მრავალმხრივ ფორმატებში, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობას. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ორმხრივი ინტერესის სფეროებში პარტნიორობისა და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავების პერსპექტივები. შეხვედრას ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი დავით ბაქრაძე დაესწრნენ", - აღნიშნულია ინფორმაციაში. შეხვედრის შემდეგ, პრემიერმა კობახიძემ X-ზე დაწერა, რომ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ ოქმის ხელმოწერით საქართველოსა და ნაურუს შორის ურთიერთობების ახალი ეტაპი იწყება. "მოხარული ვარ, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შევხვდი ნაურუს რესპუბლიკის პრეზიდენტ დევიდ ადეანგს.დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ ოქმის ხელმოწერით ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების ახალი ეტაპი იწყება. ვიმედოვნებთ, მომავალი წლების განმავლობაში ჩვენი პარტნიორობა გაღრმავდება”, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

“ევროპის სახალხო პარტია“ გიორგი ბარამიძის დაკავებასტან დაკავშირებით წერილს აქვეყნებს

„ევროპის სახალხო პარტია“ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის გათავისუფლებას ითხოვს. „ევროპის სახალხო პარტია“ (EPP) განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ პარტია „ღრმა შეშფოთებას გამოხატავს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის პოლიტიკურად მოტივირებული დაკავების გამო, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში საქართველოს ევროპული მისწრაფებების აქტიური დამცველია“. „EPP-ისთვის კარგად არის ცნობილი მისი პირადი წვლილი საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში, რომელსაც თანმიმდევრულად ატარებდა, როგორც მთავრობაში, ისე ოპოზიციაში ყოფნის დროს. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს პროდასავლური ოპოზიციის პოლიტიკური დევნა და გაათავისუფლოს გიორგი ბარამიძე და საქართველოში მყოფი სხვა პოლიტპატიმრები“, - ნათქვამია „ევროპის სახალხო პარტიის“ განცხადებაში

ბოლო სიახლეები