ორშაბათი, თებერვალი 16, 2026

პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერად კვლავ გიორგი ვოლსკი აირჩიეს

საქართველოს პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერად კვლავ გიორგი ვოლსკი აირჩიეს. ვოლსკის 88 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

მანამდე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე შალვა პაპუაშვილის კანდიდატურას დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს. შალვა პაპუაშვილს 88 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

ცნობისთვის, 88 ხმით არცერთის წინააღმდეგ, მე-11 მოწვევის პარლამენტმა დღევანდელ სხდომაზე 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო. უფლებამოსილების ცნობის შემდეგ პარლამენტის წევრებმა ქვეყნისადმი ერთგულების ფიცი დადეს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გიორგი კახიანი: თავად ევროკომისია გვეუბნება, რომ საქართველო დემოკრატიული სხვადასხვა ინდიკატორის მიხედვით ერთ-ერთი მოწინავე სახელმწიფოა, მაგრამ ხვალ რომელიმე ევრობიუროკრატი გამოვიდეს და გაგვაკრიტიკოს დემოკრატიული უკუსვლის გამო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი „ქრონიკასთან“ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ კანონის უზენაესობის ინდექსს ეხმაურება, სადაც სისხლის სამართლის სისტემის კორუფციისგან თავისუფლებით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია.„თავად ევროკომისია ერთის მხრივ გვეუბნება, რომ საქართველო დემოკრატიული სხვადასხვა ინდიკატორის მიხედვით ერთ-ერთი მოწინავე სახელმწიფოა, მაგრამ მეორე მხრივ შეიძლება ისეთი მოცემულობა მივიღოთ, რომ ხვალ რომელიმე ევრობიუროკრატი გამოვიდეს და გაგვაკრიტიკოს დემოკრატიული უკუსვლის გამო. ეს სხვადასხვა გარემოებაზე მეტყველებს. ერთი, რომ მცდელობა აქვთ პოლიტიკური ზეწოლა და გავლენა მოახდინონ ჩვენს ქვეყანაზე, რადიკალურ ჯგუფებს დამატებითი მუხტი შემატონ და ა.შ“, - აღნიშნა კახიანმა.ევროკომისიამ კანონის უზენაესობის ინდექსი გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის მიერ არის მომზადებული. კანონის უზენაესობით საქართველო აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველ ადგილზე გავიდა.

მარკო რუბიო – ჩინეთი მსოფლიოში სიდიდით მეორე ეკონომიკაა, მათ აქვთ ბირთვული იარაღი, სიგიჟე იქნებოდა, რომ შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს ერთმანეთთან ურთიერთობა არ ჰქონდეთ

ჩინეთი დიდი ქვეყანაა, მას მილიარდზე მეტი ადამიანი ჰყავს, მსოფლიოში სიდიდით მეორე ეკონომიკაა, მათ აქვთ ბირთვული იარაღი, სიგიჟე იქნებოდა, რომ შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს ერთმანეთთან ურთიერთობა არ ჰქონდეთ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ვიქტორ ორბანთან ერთობლივი პრესკონფერენციისას განაცხადა.მარკო რუბიოს განცხადებით, აშშ-ის განცხადება, რომ მიწოდების ჯაჭვების დივერსიფიკაცია უნდა მოხდეს, სწორია, რადგან ერთ ქვეყანაზე ან ერთ ეკონომიკაზე დაყრდნობა კარგი არ არის, თუმცა ეს არ არის ანტიჩინური პოზიცია.„ჩვენ არ ვთხოვთ არცერთი ქვეყნის ვინმესგან იზოლირებას, გვესმის, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყანა უნდა გაუმკლავდეს თავისი გეოგრაფიის, ეკონომიკის, ისტორიისა და მომავლის გამოწვევების რეალობას, ცხადია, ჩვენ პარტნიორებსა და მეგობრებს გავუზიარებთ შეშფოთებას, რომელიც შეიძლება, გვქონდეს გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით. აშშ-ს აქვს ვაჭრობა და ურთიერთობები ჩინეთთან, ხოლო შეერთებული შტატების პრეზიდენტი აპრილში ჩინეთში გაემგზავრება. ჩინეთი დიდი ქვეყანაა, მას მილიარდზე მეტი ადამიანი ჰყავს, მსოფლიოში სიდიდით მეორე ეკონომიკაა. მათ აქვთ ბირთვული იარაღი. სიგიჟე იქნებოდა, რომ შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს ერთმანეთთან ურთიერთობა არ ჰქონდეთ. ორ ასეთ დიდ ქვეყანას, გვაქვს თუ არა უთანხმოება? რა თქმა უნდა გვაქვს. ჩვენ მოგვიწევს ამ უთანხმოებების მართვა და ეს ისეთი რამაა, რაზეც ძალიან გულწრფელად, ნათლად და არაერთხელ გვისაუბრია, რომ ეს არ არის კარგი მსოფლიოსთვის“, – განაცხადა რუბიომ.მისივე თქმით, არავისთვის არის კარგი ერთ ქვეყანაზე ან ერთ ეკონომიკაზე დაყრდნობა, განსაკუთრებით კრიტიკული მიწოდების ჯაჭვებისთვის.„ეს რეალობაა. ჩვენ გვინდა მიწოდების ჯაჭვების დივერსიფიკაცია მთელ მსოფლიოში. ჩვენ ამაზე ნათლად ვისაუბრეთ. ეს არ არის ანტიჩინური რამ. ეს უბრალოდ რეალობაა, რომ ერთ წყაროზე ზედმეტად დამოკიდებულება კარგი არ არის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც წარსულში არსებობდა სურვილი, რომ ეს ერთმანეთის წინააღმდეგ ბერკეტად გამოგვეყენებინა. თუმცა, ჩვენ ამ საკითხებს აშშ-ის ეროვნული ინტერესების კონტექსტში განვიხილავთ და სწორედ ამიტომ შევხვდით ჩინელებს და შევძელით ზოგიერთ სავაჭრო საკითხზე ურთიერთგაგების მიღწევა. ეს ორმხრივი ინტერესი იყო. ამიტომ, გეოპოლიტიკა რთულია, რადგან ის მოითხოვს სერიოზულობას, რადგან ამ საკითხებს რეალური შედეგები მოჰყვება“, – განაცხადა რუბიომ.

მარკო რუბიო – ჩვენ არ ვთხოვთ მსოფლიოს არცერთი ქვეყანის ვინმესგან იზოლირებას, გვესმის, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყანა უნდა გაუმკლავდეს თავისი გეოგრაფიის, ეკონომიკის, ისტორიისა და მომავლის...

ჩვენ არ ვთხოვთ მსოფლიოს არცერთი ქვეყანის ვინმესგან იზოლირებას, გვესმის, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყანა უნდა გაუმკლავდეს თავისი გეოგრაფიის, ეკონომიკის, ისტორიისა და მომავლის გამოწვევების რეალობას, ცხადია, ჩვენ პარტნიორებსა და მეგობრებს გავუზიარებთ შეშფოთებას, რომელიც შეიძლება, გვქონდეს გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ აშშ-ის სახელწიფო მდივანმა, მარკო რუბიო უნგრეთში განაცხადა.რუბიოს ვიქტორ ორბანთან ერთობლივი პრესკონფერენციისას კითხვა დაუსვეს, ჰქონდა თუ არა აშშ-ს შეშფოთება უნგრეთის მიერ პეკინთან თანამშრომლობის გაღრმავების საკითხზე.აშშ-ის სახელწიფო მდივნის თქმით, აშშ-ს აქვს ვაჭრობა და ურთიერთობები ჩინეთთან, ხოლო შეერთებული შტატების პრეზიდენტი აპრილში ჩინეთში გაემგზავრება.„ჩინეთი დიდი ქვეყანაა, მას მილიარდზე მეტი ადამიანი ჰყავს, მსოფლიოში სიდიდით მეორე ეკონომიკაა. მათ აქვთ ბირთვული იარაღი. სიგიჟე იქნებოდა, რომ შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს ერთმანეთთან ურთიერთობა არ ჰქონდეთ. ორ ასეთ დიდ ქვეყანას, გვაქვს თუ არა უთანხმოება? რა თქმა უნდა გვაქვს. ჩვენ მოგვიწევს ამ უთანხმოებების მართვა და ეს ისეთი რამაა, რაზეც ძალიან გულწრფელად, ნათლად და არაერთხელ გვისაუბრია, რომ ეს არ არის კარგი მსოფლიოსთვის. არ არის კარგი ვინმესთვის ერთ ქვეყანაზე ან ერთ ეკონომიკაზე დაყრდნობა, განსაკუთრებით კრიტიკული მიწოდების ჯაჭვებისთვის. ეს რეალობაა. ჩვენ გვინდა მიწოდების ჯაჭვების დივერსიფიკაცია მთელ მსოფლიოში. ჩვენ ამაზე ნათლად ვისაუბრეთ. ეს არ არის ანტიჩინური რამ. ეს უბრალოდ რეალობაა, რომ ერთ წყაროზე ზედმეტად დამოკიდებულება კარგი არ არის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც წარსულში არსებობდა სურვილი, რომ ეს ერთმანეთის წინააღმდეგ ბერკეტად გამოგვეყენებინა. თუმცა, ჩვენ ამ საკითხებს აშშ-ის ეროვნული ინტერესების კონტექსტში განვიხილავთ და სწორედ ამიტომ შევხვდით ჩინელებს და შევძელით ზოგიერთ სავაჭრო საკითხზე ურთიერთგაგების მიღწევა. ეს ორმხრივი ინტერესი იყო. ამიტომ, გეოპოლიტიკა რთულია, რადგან ის მოითხოვს სერიოზულობას, რადგან ამ საკითხებს რეალური შედეგები მოჰყვება“, – განაცხადა რუბიომ.

მარკო რუბიომ ვიქტორ ორბანს მიმართა – აშშ და უნგრეთი შედიან ურთიერთობების ოქროს ხანაში არა მხოლოდ ჩვენი ხალხების ერთიანობით, არამედ დონალდ ტრამპთან თქვენი ურთიერთობის გამოც

ჩვენ შევდივართ აშშ-სა და უნგრეთს შორის ურთიერთობების ოქროს ხანაში და არა მხოლოდ ჩვენი ხალხების ერთიანობის, არამედ იმ ურთიერთობის გამო, რომელიც თქვენ გაქვთ შეერთებული შტატების პრეზიდენტთან. მეორე ვადის დროს ეს ურთიერთობა კიდევ უფრო მჭიდრო გახდა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.რუბიომ ვიქტორ ორბანს მიმართა, რომ პრეზიდენტი ტრამპი მისი წარმატების ერთგულია.„თქვენ ოქროს ხანაზე ისაუბრეთ, გაზვიადება არ არის, რომ შეერთებულ შტატებსა და უნგრეთს შორის ურთიერთობა დღეს ისეთივე მჭიდროა, რამდენადაც წარმოდგენა შემიძლია. ეს მხოლოდ რიტორიკა არ არის. ვფიქრობ, ამის დასტურია დღეს ხელმოწერილი შეთანხმება, რომელიც ეფუძნება ნოემბერში, თეთრ სახლში თქვენსა და პრეზიდენტს შორის ისტორიულ შეხვედრას. დღეს ხელმოწერილი შეთანხმება, ვიმედოვნებთ, ერთ-ერთია იმ მრავალთაგან, რომელიც მომავალ წლებში სხვადასხვა სფეროს მოიცავს. თქვენ ისაუბრეთ 17 ინვესტიციაზე. მათთვის, ვინც ფიქრობს, რომ უნგრეთი იზოლირებულია, ეს მაგალითია, რომ ასე არ არის, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ფაქტობრივად, იზრდება ამერიკული კომპანიების რიცხვი, რასაც მოწმობს უკვე ჩამოსული 17 კომპანია, რომლებსაც სურთ თქვენს ეკონომიკაში ინვესტიციების ჩადება. სურთ, აქ მიმდინარე მოვლენების ნაწილი იყვნენ და აღფრთოვანებული არიან ამით, რადგან თქვენ ძლიერი ხელმძღვანელობა გყავთ. ჩვენ შევდივართ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების ოქროს ხანაში და არა მხოლოდ ჩვენი ხალხების ერთიანობის, არამედ იმ ურთიერთობის გამო, რომელიც თქვენ გაქვთ შეერთებული შტატების პრეზიდენტთან. მე არ ვფიქრობ, რომ ეს რაიმე საიდუმლოა და აქ არც არავისთვის უნდა იყოს საიდუმლო, როგორ ურთიერთობდა თქვენთან პრეზიდენტი თავისი პირველი ვადის დროს და ახლა, მეორე ვადის დროს ეს ურთიერთობა კიდევ უფრო მჭიდრო გახდა.შემიძლია, დარწმუნებით გითხრათ, რომ პრეზიდენტი ტრამპი ღრმად არის თქვენი წარმატების ერთგული, რადგან თქვენი წარმატება ჩვენი წარმატებაა. ურთიერთობა, რომელიც ჩვენ აქ, ცენტრალურ ევროპაში თქვენი მეშვეობით გვაქვს, ძალიან მნიშვნელოვანია და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის მომავალ წლებში. ფინანსურ სირთულეებს თუ წააწყდებით, თუ წააწყდებით ისეთ რამეებს, რაც ზრდას ხელს უშლის, რაც თქვენი ქვეყნის სტაბილურობას საფრთხეს უქმნის, ვიცი, რომ პრეზიდენტი ტრამპი დაინტერესდება თქვენი ურთიერთობისა და ჩვენთვის ამ ქვეყნის მნიშვნელობის გამო“, – განაცხადა რუბიომ.ამასთან, რუბიომ აღნიშნა, რომ გასულ წელს, აშშ-ის მიერ უნგრეთის რუსული ნავთობისა და გაზის გამოყენების გამო აშშ-ის სანქციებისგან ერთწლიანი გათავისუფლება, ტრამპსა და ორბანს შორის მჭიდრო ურთიერთობის დამსახურება იყო.„ეს იყო ამ პირადი ურთიერთობის გამო, რადგან ჩვენ გვინდა, ეკონომიკა აყვავდეს, ჩვენ გვინდა, ეს ქვეყანა კარგად იყოს. ეს ჩვენს ეროვნულ ინტერესებშია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თქვენ ხართ პრემიერ-მინისტრი და ამ ქვეყნის ლიდერი“, – განაცხადა რუბიომ.ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ჰკითხეს ტრამპის უნგრეთში შესაძლო ვიზიტის შესახებ, რაზეც რუბიომ უპასუხა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი „სიამოვნებით“ ჩავა ბუდაპეშტში, თუმცა აღნიშნა, რომ ასეთი პოტენციური ვიზიტის თარიღი ჯერ არ არის დადგენილი.ამასთან, მარკო რუბიოსა და ვიქტორ ორბანის ერთობლივ პრესკონფერენციამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ ხელი მოაწერეს შეთანხმებას ბირთვული ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სტუდენტ ალექსანდრე აბრამიშვილს თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონობას ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტმა ალექსანდრე აბრამიშვილმა უფროსებს შორის თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, 125 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს ეროვნული ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.ალექსანდრე აბრამიშვილს თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ეროვნულ ტურნირში გამარჯვებას გულითადად ულოცავს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე.„ალექსანდრე აბრამიშვილის მორიგი გამარჯვება მისი შრომისა და მიზანდასახულობის შედეგია და ამავდროულად ნათელი გამოვლინებაა ჩვენი ახალგაზრდობის მრავალმხრივი ნიჭისა და პოტენციალისა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ მისი სტუდენტი არაერთი წელია წარმატებით ასპარეზობს საერთაშორისო არენაზე და ღირსეულად წარმოადგენს თავის ქვეყანას. საუნივერსიტეტო საზოგადოებისა და სტუდენტების სახელით, ალექსანდრეს ვუსურვებ ჯანმრთელობას, უზღვავ ენერგიას, შეუპოვრობასა და კიდევ არაერთ დიდ გამარჯვებას როგორც სპორტულ კარიერაში, ისე პირად და პროფესიულ ცხოვრებაში. დარწმუნებული ვარ, ალექსანდრე აბრამიშვილი ჩვენი სტუდენტებისთვის გახდება შთაგონების წყარო და კიდევ არაერთ მნიშვნელოვან წარმატებას მოუტანს საქართველოს“, – აღნიშნავს რექტორი დავით გურგენიძე.ცნობისათვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი ალექსანდრე აბრამიშვილი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ევროპის 4-გზის პრიზიორია.

ბოლო სიახლეები