ორშაბათი, მარტი 9, 2026

ნონა ყაულაშვილი – კომპაქტურ ჩასახლებაში ე.წ. მამასახლისების ინსტიტუტი შეიქმნა, აკონტროლებდნენ ყველა ოჯახს, არ გვაძლევდნენ უფლებას, ვინმეს შევხვედროდით, პრობლემებზე გვესაუბრა

2008 წელს მოსახლეობა როდესაც გამოვიდა, თავი დაბომბვას დააღწია, თბილისში დაიწყეს თავშესაფრების ძებნა – ეს იყო სკოლები, ბაღები, მიტოვებული შენობები. ვიცოდით, გვითვალთვალებდნენ, თუ სადმე აქცია იყო, ვინმე არ გასულიყო, თავისი პოზიცია არ დაეფიქსირებინა, – ამის შესახებ 2008 წლის აგვისტოს ომის დევნილმა, ნონა ყაულაშვილმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, დევნილთა ე.წ. კომპაქტურ ჩასახლებებში ე.წ. მამასახლისების ინსტიტუტი შეიქმნა, თითოეული ოჯახი უნდა უნდა ეკონტროლებინათ.

„მოსახლეობას ტელევიზიებში გამოსვლის უფლება არ ჰქონდა, რომ პრობლემებზე არ ესაუბრათ. იბლოკებოდა ყველა ის შენობა, სადაც დევნილები იყვნენ განთავსებულნი. დევნილები როდესაც განათავსეს კოტეჯებში, „კომპაქტურ ჩასახლებებში“ ე.წ. მამასახლისების ინსტიტუტები შეიქმნა, უნდა ეკონტროლებინათ თითოეულ ოჯახი – ვინ შედიოდა, ვინ გადიოდა, დასახლებაში ვინ ამოდიოდა და საერთოდ ვინ სად როგორ გადაადგილდებოდა. სტუმარი ვერ შემოსულიყო ოჯახში მათი ნებართვის გარეშე. ამ წნეხისა და ზეწოლის ქვეშ მოსახლეობა 8 აგვისტოდან იმყოფებოდა. არ გვაძლევდნენ უფლებას, ვინმეს შევხვედროდით და პრობლემებზე გვესაუბრა. აინტერესებდათ, ჩვენ ვისგან ვიყავით გაფრთხილებულები. არავისგან არ ვყოფილვართ გაფრთხილებულები, იყო თვითგადარჩენის ინსტინქტი. იმ დაბომბვების და სროლების მერე მოსახლეობა მიხვდა, რომ უყურადღებოდ იყო მიტოვებული, თვითდინებით გადავრჩით“, – განაცხადა ნონა ყაულაშვილმა.

მისი თქმით, 2008 წლის ნოემბერ-დეკემბერში მოსახლეობა სიცივეს, ცუდ პირობებს უჩიოდა, გაიმართა აქცია, რის შედეგად არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დევნილ მოსახლეობას საბნები და ლეიბები მიუტანეს, თუმცა ხალხთან ხელისუფლების წარმომადგენლები არ მისულან.

„ე.წ. არასამთავრობოები იყვნენ, ვინც თითქოს ცდილობდა, რაღაც შემოეტანა. მახსოვს, შემოგვიტანეს საბნები და ლეიბები, მასხრად აგდება იყო. საშინელი სუნი ასდიოდა, ვერავის შევკადრებდი ასეთ რაღაცას. ჩვენი პროტესტის შემდეგ ვაკე-საბურთალოს გამგებელი იყო მოსული, პიროვნულად ვინ იყო, არ ვიცი, რომელთანაც გავაპროტესტეთ ჩვენი მდგომარეობა და მაშინ მან ყურადღება მოგვაქცია. ეს იქნებოდა უკვე ნოემბერ-დეკემბერი, ელექტროენერგია გათიშეს და ეს გააპროტესტა მოსახლეობამ და ამ პროტესტს მოჰყვა ის, რომ მოვიტანეთ ეს საბნები და ვაჩვენეთ გამგებელს. მოსახლეობა რომ გამოვიდა და ქუჩა გადაკეტა, ზამთრის პერიოდი იყო, საბნები ახალი შემოტანილი იყო, უკვე აცივება რომ დაიწყო. მანამდე კერძო პირები, ჩვენი სამეგობრო წრე გვეხმარებოდა. მე პირადად იქ მთავრობის წარმომადგენლები არ მინახავს, იმის მიუხედავად, რომ იმ პერიოდში მეც საჯარო მოხელე ვიყავი, ერდევის სამოქალაქო რეესტრში ვმუშაობდი, ნამდვილად არ მინახავს იქ მოსული ვინმე“, – განაცხადა ნონა ყაულაშვილმა.

რაც შეეხება 2008 წელს ერედვში არსებულ ვითარებას, ნონა ყაულაშვილის თქმით, მოსახლეობა გარბოდა და თავის გადარჩენას ცდილობდა.

„საღამოს პირველი ჭურვები რომ ჩამოცვივდა, მოსახლეობა გაფრთხილებული არ ყოფილა. თავიდან თითქოს ითქვა, რომ სამხედროები საითაც გადაადგილდებოდნენ, ის გზები დაიბომბა, მაგრამ არა, იქ იყო სრულიად მშვიდობიანი მოსახლეობა, სადაც ჭურვები ჩამოცვივდა. ერედვი ძალიან დასახლებული სოფელი იყო, დაბომბვის შემდეგ სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა, თითქოს უცბად ჩამობნელდა და შეწყდა ყველანაირი სროლის ხმა და იმდენად უკუნითი სიჩუმე ჩამოვარდა, ვიფიქრე, ამ ჭურვების მერე აღარავინ იყო ცოცხალი. 8 აგვისტოს, დილით, ბრძოლები მასიურად რომ დაიწყო, შემოსულ პოლიციელებს ვეკითხებოდით, რამდენად სერიოზული იყო სიტუაცია, რადგან მიჩვეულები ვიყავით, რომ პერიოდულად სროლები იყო, მერე ისევ ჩაწყნარდებოდა, ისევ განახლდებოდა, ასე ცხოვრებას წლების მანძილზე მიჩვეულები ვიყავით. ვკითხულობდით, რამდენად სერიოზული იყო სიტუაცია. ჩემი ბიძაშვილის შვილი, სამი თვის ბავშვი გვყავდა სოფელში, ვკითხულობდით, ბავშვი გაგვეყვანა თუ არა სოფლიდან. ბავშვის გაყვანა მოხდა დაბომბვამდე დაახლოებით ორი საათით ადრე. რაო, რა ხდებაო, ისეთი არაფერი არ ხდებაო, როგორც ხდება ხოლმეო. ჩემთვის უცხო პიროვნებები იყვნენ, ბევრი უცხო ადამიანი იყო შემოსული. ჯარისკაცები, პირტიტველა ბიჭები დღის საათებში ყვითელი ავტობუსებით შემოიყვანეს, ჩამოსხეს და ავტობუსები გაბრუნდა უკან“, – განაცხადა ნონა ყაულაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

პიტერ სიიარტო – რატომ გადაჰქონდათ უნგრეთის გავლით ნაღდი ფული, რაში დახარჯეს, უკრაინელებს არ შეუძლიათ ამ კითხვებზე პასუხის გაცემა, იზრდება ეჭვი, რომ ეს შეიძლება, უკრაინული...

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო აცხადებს, რომ უნგრეთის ტერიტორიაზე „ოსჩადბანკის“ თანამშრომლების მიერ გადატანილი თანხა შესაძლოა, „უკრაინულ სამხედრო მაფიას“ ეკუთვნოდეს.მისივე თქმით, ჩნდება კითხვები, თუ რატომ გადაჰქონდათ უკრაინელებს უნგრეთის გავლით 900 მილიონი დოლარი და 420 მილიონი ევრო ნაღდი ფული და ასევე, რაში დახარჯეს ეს ფული.უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, უკრაინულ მხარეს სავარაუდოდ არ შეუძლია ამ კითხვებზე პასუხის გაცემა.„უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა კვლავ გაბრაზდა იმის გამო, რომ უნგრეთში უკრაინული ნაღდი ფულის ტვირთი დავაკავეთ, რომელსაც უკრაინელი დაზვერვის თანამშრომლები ესკორტირებდნენ. თუმცა, არ უნდა გავბრაზდეთ; საბოლოოდ უნდა ვუპასუხოთ მარტივ კითხვებს: რატომ გადაჰქონდათ უკრაინელებს უნგრეთის გავლით 900 მილიონი დოლარი და 420 მილიონი ევრო ნაღდი ფული? რაში დახარჯეს ეს ფული და ვის ინტერესებში შედიოდა ის? რამდენი დაიხარჯა უნგრეთში და ვის ინტერესებში? უკრაინელებს უკვე სამი დღეა, არ შეუძლიათ ამ მარტივ კითხვებზე პასუხის გაცემა, ამიტომ იზრდება ეჭვი, რომ ეს შეიძლება, უკრაინული ომის მაფიის ფული იყოს…“, – წერს სიიარტო.ცნობისთვის, უკრაინამ უნგრეთს ბუდაპეშტში უკრაინული სახელმწიფო ბანკის შვიდი თანამშრომლის გატაცებაში დასდო ბრალი, რომელთაც ფული და ოქრო გადაჰქონდათ. „ოსჩადბანკის“ ინფორმაციით, მათი ბანკის კუთვნილ საინკასაციო მანქანებში მყოფი შვიდი პირი ბუდაპეშტში 5 მარტს დააკავეს. მათივე ცნობით, დაკავებულებს გადაჰქონდათ ვალუტა და ოქრო. უკრაინული მხარის განცხადებით, ეს ხორციელდებოდა უკრაინულ სახელმწიფო ბანკსა და ავსტრიულ ბანკს შორის შეთანხმებით. გავრცელებული ცნობით, ავტომანქანაში იყო 40 მილიონი დოლარი, 35 მილიონი ევრო და ცხრა კილოგრამი ოქრო.

“ორთვე-ნახევარი რეანიმაციაში გაატარა, 2-3 დღეში პალატაში უნდა გადაეყვანათ…“ – ანრი ჯოხაძე

მომღერალ ანრი ჯოხაძის ცხოვრებაში რამდენიმე თვის წინ ტრაგედია დატრიალდა. ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად დედა, მუსიკოსი რუსუდან ჩხაიძე გარდაიცვალა. ანრიმ დედის გარდაცვალების შესახებ პირველად “იმედის კვირაში” ისაუბრა.“ორთვენახევარი რეანიმაციაში გაატარა, 2-3 დღეში პალატაში უნდა გადაეყვანათ და უცებ ყველაფერი მოტრიალდა უკუღმა. წავიდა ჩვენგან. ვერ ვიღებ ამ მოცემულობას, არ იყოს რუსიკო ჩვენს გვერდით წარმოუდგენელია.სახლში არის აბსოლიტური სიცარიელე. ხანდახან ვფიქრობ რატო გახდა ასეთი პოპულარობა ჩვენი დედა-შვილობა. ეს იყო ჩვენი ურთიერთობის ფორმა და არ იყო სიყალბე. ეს იყო ქალი რომელიც არასდროს გვზღუდავდა, ყველაფერი გააკეთა რომ ჩვენში ადამიანი აღეზარდა.როცა კონკურსებზე მიწევდა წასვლა, წავიდოდა ისესხებდა პროცენტიან ვალებს მე რომ თვითმფრინავის ბილეთები მეყიდა და მან გააკეთა ყველაფერი ჩემთვის” - განაცხადა მომღერალმა ინტერვიუში.მუსიკოსმა სიუჟეტში გულახდილად ისაუბრა მის განცდებზე და განაცხადა, რომ დედის გარდაცვალების შემდეგ ინსტრუმენტთან დაჯდომაც არ შეეძლო.ამის მიუხედავად მან შეძლო და დედის დღეს კონცერტი გამართა, რომელიც დედის რუსუდან ჩხაიძის ხსოვნას მიუძღვნა.

მედიის ცნობით, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი სამშაბათს ისრაელში ჩავლენ

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი სამშაბათს ისრაელში ჩავლენ. მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ამერიკელმა მაღალჩინოსანმა Channel 12-ს განუცხადა.მათივე ცნობით, ვიზიტი ისრაელსა და აშშ-ს შორის უთანხმოების ფონზე დაიგეგმა, რადგან გუშინ ირანის ნავთობის ობიექტებზე ისრაელის მიერ განხორციელებულ დარტყმებთან დაკავშირებით მოკავშირეებს განსხვავებული პოზიციები აქვთ.ამერიკელმა უსაფრთხოების მაღალჩინოსანმა Channel 12-ს განუცხადა, რომ ისრაელმა ვაშინგტონს წინასწარ აცნობა ნავთობის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის გეგმების შესახებ, მაგრამ არ მიუთითა, რომ დარტყმები ასეთი მასშტაბური იქნებოდა.„ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ეს კარგი იდეა იყო“, – თქვა ოფიციალურმა პირმა და აღნიშნა, რომ აშშ-ის სამხედროები ძირითადად სიმბოლურ დარტყმას ელოდნენ და გაკვირვებულები იყვნენ ოპერაციის მასშტაბებით.

ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ მასუდ ფეზეშქიანს ტელეფონით ესაუბრა – „ხაზი გავუსვი ირანის მიერ რეგიონის ქვეყნების წინააღმდეგ თავდასხმების დაუყოვნებლივ შეწყვეტის აუცილებლობას“

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი წერს, რომ ირანელ კოლეგას მასუდ ფეზეშქიანს ტელეფონით ესაუბრა. მისი თქმით, ირანის ლიდერთან საუბრისას ხაზი გაუსვა რეგიონის ქვეყნების წინააღმდეგ თავდასხმების დაუყოვნებლივ შეწყვეტის აუცილებლობას.„ვესაუბრე ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანს. ვუთხარი მას, რომ ჩვენი აბსოლუტური პრიორიტეტია საფრანგეთის მოქალაქეების, სესილ კოლერისა და ჟაკ პარიზის უსაფრთხოება და საფრანგეთში დაბრუნება, რომლებიც ამჟამად საფრანგეთის საელჩოში იმყოფებიან.ხაზი გავუსვი ირანის მიერ რეგიონის ქვეყნების წინააღმდეგ თავდასხმების დაუყოვნებლივ შეწყვეტის აუცილებლობას. ირანმა ასევე უნდა უზრუნველყოს ნავიგაციის თავისუფლება ჰორმუზის სრუტის ფაქტობრივი ჩაკეტვის გაუქმებით.და ბოლოს, კიდევ ერთხელ გამოვთქვი ჩვენი ღრმა შეშფოთება ირანის ბირთვული და ბალისტიკური რაკეტების პროგრამების განვითარებასთან, რეგიონში დესტაბილიზაციის გამომწვევ მის ყველა საქმიანობასთან დაკავშირებით, რაც ამჟამინდელი კრიზისის სათავე გახდა. დიპლომატიური გადაწყვეტა უფრო მეტად არის საჭირო, ვიდრე ოდესმე, ამ მნიშვნელოვანი გამოწვევების მოსაგვარებლად, ესკალაციის დასასრულებლად და მშვიდობის შესანარჩუნებლად. ჩვენ შევთანხმდით, რომ კონტაქტს შევინარჩუნებთ“, – წერს ემანუელ მაკრონი.

თბილისში, ბინაში 84 წლის ექიმის ჩონჩხი მხოლოდ შვილის მძიმე სენით გარდაცვალების შემდეგ აღმოაჩინეს – მანამდე კი, ქალის საპენსიო ბარათიდან ყოველთვიურად იხსნებოდა პენსიის თანხა

თბილისში, მირცხულავას ქუჩაზე მდებარე ბინაში, თითქმის ორი წლის განმავლობაში უცნაურ საიდუმლოს ინახავდა. 80 წელს გადაცილებული ქალი, რომელიც სახლში შვილთან ერთად ცხოვრობდა, მოულოდნელად გაუჩინარდა. ვერც მეზობლებმა და ვერც ნათესავებმა გაარკვიეს, თუ სად გაქრა ხანდაზმული ქალბატონი - პროფესიით ექიმი, ნანული ნატროშვილი.გაუჩინარებული ქალის ერთადერთი ვაჟი, ირაკლი თევზაძე მეზობლების ნაწილს არწმუნებდა, რომ დედა კარგად არის და ის ერთ-ერთ რეგიონში ნათესავთან იმყოფებოდა. მეორე ნაწილს კი სხვა ვერსიაც მოუყვა - თითქოს, შეუძლოდ მყოფი დედა მოხუცთა თავშესაფარში ჩააბარა.საიდუმლოს ფარდა გასულ კვირას აეხადა - მას შემდეგ, რაც ირაკლი თევზაძე, მძიმე დიაგნოზით, კლინიკაში მოხვდა და მოგვიანებით, პალიატიურ განყოფილებაში გარდაიცვალა. მანამდე მძიმე მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა უახლოეს ნათესავს სახლის გასაღები გადასცა. ბინის დასალაგებლად მისულ ნათესავებს კი ადგილზე უმძიმესი სურათი დახვდათ. საწოლში მათ ორი წლის წინ გაუჩინარებული ნანული ნატროშვილის ცხედარი ნახეს. ზეწრებში გახვეული გვამი თითქმის სრულად ჩონჩხურ მდგომარეობაში იყო. გაირკვა, რომ შვილი დედის გარდაცვალებას თითქმის ორი წლის განმავლობაში მალავდა. "კურიერი P.S-ის" ინფორმაციით, ხანდაზმული ქალის საპენსიო ბარათიდან, გარდაცვალების მიუხედავად, თანხა ყოველთვიურად იხსნებოდა. ეს გარემოება ხსნის, თუ რატომ ცხოვრობდა 50 წლამდე მამაკაცი მთელი ორი წლის განმავლობაში ქალის ცხედართან ერთად და რატომ დამალა მან პენსიონერი დედის გარდაცვალება.კარს მიღმა, ქალის ცხედართან ერთად, სიმართლე ორი წლის განმავლობაში იმალებოდა. ახლა ყველაფერს ნათელი ექსპერტიზის დასკვნამ უნდა მოჰფინოს. სწორედ ექსპერტებმა უნდა უპასუხონ კითხვას - ხანდაზმული ქალი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა, თუ ძალადობრივი ქმედების შედეგად.დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე "კურიერი P.S-თან" ამბობს, რომ ორი წლის შემდეგ, ხანდაზმული ქალის გარდაცვალების მიზეზის დადგენა რთული, მაგრამ შესაძლებელია. ცნობილია, რომ თავად მამაკაცი პალიატიურ განყოფილებაში მძიმე დიაგნოზით გარდაიცვალა, თუმცა არსებობს კითხვა — შეეძლო თუ არა დაავადების პროვოცირება ხანგრძლივი დროის განმავლობაში გვამის დაშლის შედეგად გამოყოფილ ტოქსიკურ ნივთიერებებს.სახლი, რომელიც თითქმის ორი წელი უცნაურ საიდუმლოს ინახავდა, ახლა დალუქულია. გარდაცვლილი ქალის ნეშტი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში დადგინდება, თუ რა გახდა 84 წლის ნანული ნატროშვილის გარდაცვალების რეალური მიზეზი.

ბოლო სიახლეები