კვირა, მარტი 1, 2026

მოსახლეობას საწვავს პარავენ

პარავენ თუ არა საწვავს მომხმარებლებს? – ამ თემაზე იმედის კვირამ ის ექსპერიმენტი გაიმეორა, რომელიც გსულ კვირას ავტომრბოლელმა ცოლ-ქმარმა ჩაატარა.

კერძოდ, ბელა მაღლაფერიძემ და გიორგი ფირცხალაიშვილმა თბილისში არსებული ბენზინგასამართი სადგურები სადგურები შეამოწმეს და ნავთობკომპანიების წარმომადგენლების კეთილსინდისიერება ეჭქვეშ დააყენეს.

როგორც გაირკვა, 10 ლიტრ საწვავზე მათ საშუალოდ ნახევარი ლიტრი დააკლეს. ამ ამბავს სოციალურ ქსელში მსჯელობა და დიდი ხმაური მოჰყვა.

განმეორებითი ექსპერიმეტის დროს, როდესაც წყვილს იმედის გადამღები ჯგუფი გაჰყვა, საწვავი 7 ბენიზგასამართ სადგურზე შეიძინეს, ამჟამად 5 ლიტრი

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირანის ყოფილი შაჰის ვაჟი რეზა ფეჰლევი – ალი ხამენეის სიკვდილით ისლამური რესპუბლიკა აღსასრულს მიუახლოვდა, ირანის მამაცო ხალხო, ფხიზლად და მზად იყავით, ქუჩებში გამოსვლის დრო...

ალი ხამენეის სიკვდილით ისლამური რესპუბლიკა ფაქტობრივად აღსასრულს მიუახლოვდა და ძალიან მალე ისტორიის ნაგავსაყრელზე აღმოჩნდება, – ამის შესახებ ირანის ყოფილი შაჰის ვაჟი რეზა ფეჰლევი სოციალურ ქსელში წერს.„ჩემო თანამემამულეებო, ალი ხამენეი, ჩვენი დროის სისხლისმსმელი დესპოტი, ირანის ათიათასობით მამაცი ვაჟისა და ქალიშვილის მკვლელი, ისტორიიდან წაიშალა. მისი სიკვდილით ისლამური რესპუბლიკა ფაქტობრივად აღსასრულს მიუახლოვდა და ძალიან მალე ისტორიის ნაგავსაყრელზე აღმოჩნდება. რეჟიმის ნარჩენების მიერ ხამენეის მემკვიდრის დანიშვნის ნებისმიერი მცდელობა, თავიდანვე განწირულია წარუმატებლობისთვის. ვისაც ისინი მის ადგილას დანიშნავენ, არც ლეგიტიმაცია ექნება და არც დღეგრძელობა და უდავოდ, ამ რეჟიმის დანაშაულების თანამონაწილე იქნება“, – წერს ირანის ყოფილი შაჰის ვაჟი.ამასთან, რეზა ფეჰლევმა სამხედროების, სამართალდამცავ ორგანოებისა და უსაფრთხოების ძალებისთვის მიმართვისას აღნიშნა, რომ ეს მათი უკანასკნელი შესაძლებლობაა, ერს შეუერთდნენ და ირანის თავისუფალი, აყვავებული მომავლის მშენებლობაში მონაწილეობა მიიღონ.„კრიმინალი ხამენეის სიკვდილი, ვერ იქნება შურისძიება დაღვრილი სისხლისთვის, მაგრამ შეიძლება, იქცეს მალამოდ მგლოვიარე მამებისა და დედების, ქმრებისა და ცოლების, ვაჟებისა და ქალიშვილების და იმ ადამიანების ოჯახებისთვის, რომლებმაც სიცოცხლე შესწირეს ირანის „ლომისა და მზის“ ეროვნულ რევოლუციას. ირანის პატივცემულო და მამაცო ხალხო, ეს შეიძლება, ჩვენი დიდი ეროვნული დღესასწაულის დასაწყისი იყოს, მაგრამ ეს გზის დასასრული არ არის. ფხიზლად და მზად იყავით. ქუჩებში ფართოდ და გადამწყვეტად გამოსვლის დრო ძალიან ახლოსაა“, – წერს რეზა ფეჰლევი სოციალურ ქსელში.როგორც ყოფილი შაჰის ვაჟი აღნიშნავს, ერთიანობით საბოლოო გამარჯვებას მიაღწევენ და ირანის თავისუფლებას ერთად იზეიმებენ.

კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ ის ირანში „რეჟიმის შეცვლის“ წინააღმდეგია

აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ ის ირანში „რეჟიმის შეცვლის“ წინააღმდეგია და პრეზიდენტი ტრამპი დაადანაშაულა იმაში, რომ მან „ამერიკის შეერთებული შტატები ჩაითრია ომში, რომელიც ამერიკელ ხალხს არ სურს“.ჰარისმა აშშ-ის მიერ ირანზე განხორციელებულ დარტყმებს „სახიფათო“ უწოდა და თავისი 2024 წლის საპრეზიდენტო მეტოქე ტყუილში დაადანაშაულა, როდესაც ის წინასაარჩევნო კამპანიისას „ომების დაწყების ნაცვლად, მათ დასრულებას გვპირდებოდა“.„შემდეგ, გასულ წელს, მან თქვა: „ჩვენ მიწასთან გავასწორეთ“ ირანის ბირთვული პროგრამა. ესეც ტყუილი იყო“, - განაცხადა ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა.ჰარისმა ამ დარტყმებს ასევე უწოდა „გაუაზრებელი, გაუმართლებელი, რომელსაც ამერიკელი ხალხი მხარს არ უჭერს“, და აღნიშნა, რომ ტრამპს ირანზე თავდასხმისთვის კონგრესის თანხმობა არ მიუღია.

ირანის სახელმწიფო მედიამ აიათოლა ალი ხამენეის დაღუპვა დაადასტურა, ქვეყანაში 40-დღიანი გლოვა გამოცხადდა

ირანის სახელმწიფო მედიამ დაადასტურა, რომ ქვეყნის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი დაიღუპა. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.მათივე ცნობით, ქვეყანაში 40-დღიანი გლოვაა გამოცხადებული.დადასტურებიდან მალევე, „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც აშშ-ის სამხედრო ბაზებსა და ისრაელს თავდასხმით დაემუქრა.„ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ისტორიაში ყველაზე განმანადგურებელი შეტევითი ოპერაცია ოკუპირებული ტერიტორიებისა და ამერიკული ტერორისტების ბაზების წინააღმდეგ დაიწყება რამდენიმე წუთში“, – ნათქვამია განცხადებაში.

1-ლი ივლისიდან ქვეყანაში ახალი კანონი ამოქმედდება

პირველი ივლისიდან თბილისში შინაურ ბინადარ ცხოველთა მოვლა-პატრონობის წესები მკაცრდება. განსაკუთრებული ყურადღება საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვას დაეთმობა. გაკონტროლდება ცხოველის გასეირნების წესები. იკრძალება საბელის ან ალიკაპის გარეშე ცხოველის ტარება სკვერებში, ტრანსპორტსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ჯარიმა 150 ლარია. დადგენილება დედაქალაქის საკრებულომ უკვე მიიღო.ცხოველების ქუჩაში მიტოვების პრევენციის მიზნით, მეპატრონეს მკაცრად მოეთხოვება იდენტიფიკაციისა და რეგისტრაციის წესის დაცვა. ეს პროცესი ცხოველისთვის ჩიპის ჩადგმას და ერთიან ბაზაში აღრიცხვას გულისხმობს. წესის დარღვევის შემთხვევაში ფიზიკური პირები 100 ლარით, ხოლო იურიდიული პირები 500 ლარით დაჯარიმდებიან. წესი ვრცელდება მიკედლებულ ცხოველებზეც. რეგისტრაციისთვის მოქალაქეებმა შესაბამის დაწესებულებას უნდა მიმართონ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ცხოველის რეგისტრაცია ამარტივებს მეპატრონის იდენტიფიცირებას სხვადასხვა შემთხვევაში, მათ შორის ცხოველის მიერ მოქალაქის დაკბენის ან კერძო ქონების დაზიანების დროს.სათანადო კვება, გეგმიური ვაქცინაცია, საჭიროების შემთხვევაში დროული სამედიცინო დახმარება - რეგულაციები მეპატრონეს ცხოველის ჯანმრთელობისა და ჰიგიენის დაცვასაც ავალდებულებს. სიახლეა მრავალბინიანი კორპუსების მცხოვრებთათვისაც - თუ პირი 3-ზე მეტი ცხოველის აყვანას დააპირებს, მას მეზობლების თანხმობა დასჭირდება. მიზანი ხმაურისა და უსიამოვნო სუნის პრობლემების შემცირებაა.თბილისში ცხოველთა მოვლა-პატრონობის წესები 2015 წლიდან მოქმედებს და პერიოდულად იცვლება. რეგულაციების ძირითადი მიზანი მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის მართვა, საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვა და მოქალაქეების ცნობიერების ამაღლებაა.

დონალდ ტრამპი – შემიძლია, პროცესი გავახანგრძლივო, ან ორ-სამ დღეში დავასრულო და ირანელებს ვუთხრა: თუ ბირთვული და სარაკეტო პროგრამების აღდგენას დაიწყებთ, რამდენიმე წელიწადში ისევ შევხვდებით

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ მოქმედების რამდენიმე გზა აქვს, მათ შორის ქვეყნის „დაპყრობის“ გრძელვადიანი მცდელობა.„შემიძლია, პროცესი გავახანგრძლივო და ყველაფერი საკუთარი კონტროლის ქვეშ მოვაქციო, ან ეს ორ-სამ დღეში დავასრულო და ირანელებს ვუთხრა: თუ თქვენი ბირთვული და სარაკეტო პროგრამების აღდგენას დაიწყებთ, რამდენიმე წელიწადში ისევ შევხვდებით. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ თავდასხმისგან გამოჯანმრთელებას რამდენიმე წელი დასჭირდება“, – განცხადა ტრამპმა „აქსიოსთან“ სატელეფონო ინტერვიუში.ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა ირანის წინააღმდეგ ოპერაციის დაწყების ორი ძირითად მიზეზად აშშ-ირანის მოლაპარაკებებში პროგრესის არარსებობა და ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში თეირანის ქმედებები დაასახელა.„ირანელები მიუახლოვდნენ და შემდეგ უკან დაიხიეს, ისევ მიუახლოვდნენ, შემდეგ უკან დაიხიეს. აქედან მივხვდი, რომ მათ სინამდვილეში შეთანხმება არ სურთ. მე ვხედავდი, რომ ყოველთვიურად ისინი რაღაც ცუდს აკეთებდნენ, რაღაცას აფეთქებდნენ ან ვინმეს კლავდნენ“, – აღნიშნა ტრამპმა.ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით, აშშ-ისრაელის ოპერატიული გეგმა მასშტაბური დაბომბვის კამპანიას მინიმუმ ხუთი დღის განმავლობაში ითვალისწინებს. თუმცა, როგორც დონალდ ტრამპმა „აქსიოსთან“ ინტერვიუში განაცხადა, ეს ვადები ადგილზე განვითარებულ მოვლენებზე, მათ შორის მათ შორის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ბედზე იქნება დამოკიდებული.

ბოლო სიახლეები