ხუთშაბათი, ოქტომბერი 22, 2026

მიხეილ ყაველაშვილი – ჩვენს ინტერესში შედის ევროკავშირის წევრობა, ევროპასთან სიახლოვე და ვიცი, მათ ინტერესებშიც შედის, ჩვენ ვცდილობთ, შეხების წერტილები როგორმე დაუბრუნდეს ჯანსაღ პროცესს

ჩვენ ვიცით, რომ პოზიციები უნდა შეიცვალოს, რადგან ჩვენს ინტერესში შედის ევროკავშირის წევრობა, ევროპასთან სიახლოვე და ვიცი, რომ მათ ინტერესებშიც შედის. ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს შეხების წერტილები როგორმე დაუბრუნდეს ჯანსაღ პროცესს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, – ამის შესახებ საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში არსებული ვნებათაღელვა თითქოს პრემიერის განცხადებას მოჰყვა. ყაველაშვილმა აღნიშნა, რომ მას სურს, მიმართოს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც „აქციაზე დადის და აუხსნას, რომ ეს ხელოვნურად შექმნილი პროცესია და შესაძლოა, ის ამას ვერ გრძნობს“.

„განცხადება, რომელიც ირაკლი კობახიძემ გააკეთა, შესაძლოა, ვინმესთვის გაუგებარი ყოფილიყო, მაგრამ მან კარგად ახსნა იმავე დღეს და შემდეგაც მკაფიოდ განუმარტა საზოგადოებას, თუ რას გულისხმობდა და შეგვიძლია, ჩვენ დავუბრუნდეთ ამ თემას, რასთან გვქონდა საქმე.

ევროკავშირთან მიმართებაში ჩვენ მკაფიოდ გამოკვეთილი, გრძელვადიანი პროცესი გვაქვს დაგეგმილი. ამას მუდმივად ვაღიარებთ და ვაცნობთ საზოგადოებას. მიუხედავად იმისა, რომ მათი მხრიდან არაერთი შეურაცხმყოფელი რეზოლუცია, დამამცირებელი დამოკიდებულება იყო. თითქოს, ხომ უნდა ვიყოთ ჩვენ თანასწორები, რასაც ჩვენ ვითხოვთ, ურთიერთპატივისცემაზე, გამჭვირვალობაზე დაყრდნობილ ურთიერთობას, რასაც თითქოს, ზედაპირულად ისინი აღიარებენ, თუმცა ქმედებებში ვხედავთ ამ ორმაგ სტანდარტს, რასაც მუდმივად აღიარებდა ჩვენი ხელისუფლებაც და ადამიანები, ვინც ხედავდნენ ამ პროცესს.

რა არის ჩვენი დამოკიდებულება? – ჩვენ ღია ვართ ამ პროცესების მიმართ. ჩვენ ვამბობთ, რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილია, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი, ეს სახელმწიფოს გაცხადებული ნებაა და ამაში ყველა ვთანხმდებით, მაგრამ ამავე დროს ჩვენ გვაქვს ჩვენი ეროვნული ინტერესები, რომელიც არა თქვენდა საზიანოდ, არამედ ეს ჩვენი ორგანული განცდაა, ჩვენ არ ვამბობთ უარს.

მკაფიოდ განაცხადა პრემიერმა, რომ დღესვე მზად ვართ, გახსენით მოლაპარაკება, ვაწერ ხელს და შევდივარ პროცესში. ეს ჩვენი მხრიდან, როგორც ორჯერ ორი ოთხია, ისეა. პირიქით, ჩვენ განწყობილი ვართ, რომ მათი შეხედულებები უნდა შეიცვალოს. თორემ, იმის საპირწონედ, რასაც ისინი ჩვენ მიმართ ჩადიან, რიგ შემთხვევაში შეურაცხყოფას გვაყენებენ და არასწორად გვექცევიან, ჩვენ ხომ შესაბამისად არ ვპასუხობთ მათ.

ჩვენ ვიცით, რომ ეს პოზიციები უნდა შეიცვალოს, რადგან ჩვენს ინტერესში შედის ევროკავშირის წევრობა, ევროპასთან სიახლოვე და ვიცი, რომ მათ ინტერესებშიც შედის. ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს შეხების წერტილები როგორმე დაუბრუნდეს ჯანსაღ პროცესს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია.

ჩვენს საზოგადოებას არაფერს ვუმალავთ, პირდაპირ ვეუბნებით, რა მიმართულებას ვუბრუნდებით ევროკავშირთან მიმართებაში. განცხადებაში ეს იყო ნათქვამი, რომ ჩვენ ამ საკითხით არ ვივაჭრებთ. ეს არ შედის ჩვენს ინტერესში და წესით, არც მათ ინტერესში უნდა შედიოდეს“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

რას იხსენებს ლანჩხუთის ,,გურიის” ყოფილი მწვრთნელი თემურ ჩხაიძე გიორგი ნემსაძეზე

,,გავიხსენებ ისტორიას გიორგი ნემსაძესთან დაკავშირებით. იმ პერიოდში ლანჩხუთის ,,გურიას" გუნდის უფროსი ვიყავი. თბილისში ჩამოვედი ფეხბურთელების დასამატებლად. რადგან რეზო ძოძუაშვილი ახლობელი იყო, მასთან მივედი. ,,გურიას" გასაძლიერებლად ორი ფეხბურთელი გვჭირდება მეთქი. ბატ. რეზომ მითხრა გიო ნემსაძეს და კახი გოგიჩაიშვილს დაელაპარაკეო. ეს დაუჯერებლად ჩავთვალე, მაგრამ მაინც ვცადე. ორივეს ლანჩხუთიდან აქვს ფესვები.( გიორგის დღესაც აქვს სახლი) შევთანხმდით, მაგრამ ლანჩხუთში ეს დაუჯერებლად ჩათვალეს. ( იმ პერიოდისთვის ეს ნიშნავდა, დღეს პედრის და იამალს რომ ეთქვა, საქართველოს მოქალაქეობას მივიღებ და თქვენთან ვითამაშებო) გიომ ,,გურიაში" ერთი სეზონი ითამაშა.,,დინამოს" 2:1 მოვუგეთ. გოლი ნემსომ გაიტანა. წარმოუდგენელი და დაუჯერებელია, გიორგის ასე ახალგაზრდულ ასაკში გარდაცვალება. ღმერთმა გაანათლოს მისი სული. ვუსამძიმრებ ოჯახს და მთელ საქართველოს''-ამის შესახებ ლანჩხუთის გურიის ყოფილი მწვრთნელ თემურ ჩხაიძე წერს.

შალვა პაპუაშვილი – სტრასბურგმა არაერთხელ დაადასტურა, რომ ქართულ მართლმსაჯულებაზე უცხოეთიდან ზედაპირული განცხადებები უსაფუძვლო იყო, დღემდე ვალად აქვთ ბოდიში მრავალი საქმის გამო

შემაშფოთებელია ბოლო დღეებში ზოგიერთი უცხოელი ოფიციალური პირის მიერ გაკეთებული განცხადებების შინაარსი და ტონი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს.როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ნებისმიერი პარტიის კონსტიტუციურობაზე საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა საქართველოს პარლამენტის წევრთა კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა.მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განხილვამდე სამართალწარმოების ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენება სასამართლოს დამოუკიდებლობაში უხეში ჩარევა და სამართლის უზენაესობის პრინციპის დარღვევაა.„შემაშფოთებელია ბოლო დღეებში ზოგიერთი უცხოელი ოფიციალური პირის მიერ გაკეთებული განცხადებების შინაარსი და ტონი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვასთან დაკავშირებით. ყველას შევახსენებ, ნებისმიერი პარტიის კონსტიტუციურობაზე საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა საქართველოს პარლამენტის წევრთა კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა. ხალხის წარმომადგენლების მიერ ამ უფლების განხორციელების გამო უცხო ხელისუფლებების მხრიდან მუქარის ტონით განცხადებების კეთება დემოკრატიის ნორმების გაუაზრებლობაზე მეტყველებს და სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპს არღვევს. ამასთან, ასეთი განცხადები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოზე ზეწოლის და მუქარის მცდელობაა. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განხილვამდე სამართალწარმოების ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენება სასამართლოს დამოუკიდებლობაში უხეში ჩარევა და სამართლის უზენაესობის პრინციპის დარღვევაა. იმ უცხოელმა მმართველებმა, რომლებიც კომენტარებს აკეთებენ საქართველოში მიმდინარე სასამართლო პროცესებზე, ისე, რომ მათში საერთოდ ვერ ერკვევიან, უნდა გამოიჩინონ ელემენტარული თავშეკავება და პატივისცემა კანონის უზენაესობის მიმართ. ყველას შევახსენებ, არაერთხელ დადასტურებულა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ, რომ ქართულ მართლმსაჯულებაზე უცხოეთიდან გაკეთებული ზედაპირული და მიკერძოებული განცხადებები უსაფუძვლო იყო. ამ უცხოელ ოფიციალურ პირებს დღემდე ვალად აქვთ საქართველოსა და ქართული სასამართლოს წინაშე ბოდიშის მოხდა სააკაშვილის, მელიას, გვარამიას, „რუსთავი 2“-ის და კიდევ მრავალ სხვა საქმეზე უსაფუძვლო თავდასხმების გამო. ამიტომ ყველამ უნდა გამოიჩინოს თავშეკავება, რათა ძველ, ჯერაც გაუსტუმრებელ ვალს ახალი საბოდიშო არ დაემატოს“, – წერს პაპუაშვილი.  

ხატია დეკანოიძე – გუშინდელმა დღემ ნათლად აჩვენა ის საფრთხეები, რომლებიც ჩადებულია ამ ე.წ. სარჩელში – პრაქტიკულად, „ქართული ოცნება“ არჩევნებსა და პოლიტიკურ წარმომადგენლობას აზრს უკარგავს

მძიმე პროცესია და ამ პროცესის არსებობა საქართველოს უახლოეს ისტორიაში არის დემოკრატიისა და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული. მილიონზე მეტი ადამიანი რჩება პოლიტიკური წარმომადგენლობის გარეშე - პრაქტიკულად, „ქართული ოცნება“ არჩევნებსა და პოლიტიკურ წარმომადგენლობას აზრს უკარგავს,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელში საფრთხეები იკვეთება, ერთ-ერთი კი რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებია.„გუშინდელმა დღემ ნათლად აჩვენა ის საფრთხეები, რომლებიც ჩადებულია ამ ე.წ. სარჩელში და ის მცდელობები, რომლებიც „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფოსა და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ ხორციელდება. არცერთი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა, ამიტომ რთულია და ზედმეტიც კია, რომ რაიმე სამართლებრივ ჭრილზე ვისაუბროთ, რადგან არსობრივად არ მსჯელობს სასამართლო არცერთ შუამდგომლობაზე.დავაყენეთ შუამდგომლობა, რომელიც ეხებოდა მიხეილ სააკაშვილის მოწმედ გამოძახებას, რადგან სარჩელი „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესს ეხება. ამიტომ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა და სასამართლოსთვის იმ კითხვებზე პასუხის გაცემა იქნებოდა მნიშვნელოვანი და გაუგებარია, თუ სარჩელი მას ეხება, რატომ არ არის წარმოდგენილი ის. ეს შიშია, რომლის გაგებაც არ უნდა სასამართლოს.ასევე, დავაყენეთ შუამდგომლობა მოწმეებად იმ მაღალჩინოსნების გამოძახებაზე, რომლებიც მაღალ თანამდებობებს იკავებდნენ ჩვენი ხელისუფლების პირობებში და როგორც ხედავთ, დღესაც „ქართულ ოცნებაში“ არიან. გაუგებარია, თუ სისტემაზეა საუბარი, მათი გამოძახება მოწმეებად რატომ არ უნდა მომხდარიყო, რადგან მაშინ თუ არ ჰქონდათ პრეტენზიები, დღეს რა პრეტენზიები აქვთ, როგორც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს? შუამდგომლობები ეხებოდა მოსამართლეების აცილებასაც, მაგრამ სამართლებრივი მხარე აქ, როგორც დომინანტი მხარე, არ შეიძლება ჩაითვალოს.მძიმე პროცესია და ამ პროცესის არსებობა საქართველოს უახლოეს ისტორიაში არის დემოკრატიისა და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული. მილიონზე მეტი ადამიანი რჩება პოლიტიკური წარმომადგენლობის გარეშე. პრაქტიკულად, „ქართული ოცნება“ არჩევნებსა და პოლიტიკურ წარმომადგენლობას აზრს უკარგავს.საფრთხეები თავად სარჩელში დიდია და მთავარი საფრთხე არის რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები. ამას დაემთხვა კობახიძის მიერ სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებსა და მოლაპარაკებებში. ეს ფაქტობრივად დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას ნიშნავს. არავითარი სტატუს-კვოს შეცვლის აუცილებლობა არ იყო. შესაბამისად, ვთვლით, რომ რუსეთის საფრთხეა ყველაზე მთავარი, რაც სარჩელში იკვეთება, ასევე ის, რომ ჰააგასა და სტრასბურგში მოგებული სარჩელები, ბათუმში წაშალოს.სწორედ წულუკიანის კომისიას, რომელიც ასევე ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ იყო, ეყრდნობა სარჩელი. სწორედ იმისთვის იყო შექმნილი ეს კომისია, რომ გაგრძელებულიყო და დაგვირგვინებულიყო საკონსტიტუციო სასამართლოში. სარჩელში, საქართველო პროვოკატორ-აგრესორად არის მოხსენიებული, ეს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული და ღალატია, რომელიც მძიმე შედეგებს მოიტანს“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

პროკურატურამ საბოტაჟის ბრალდებით „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავა

გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დომენტი (დიტო) ჩუბინიძე დააკავა.ამის შესახებ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართა.უწყების განმარტებით, „2026 წლის თებერვლიდან დიტო ჩუბინიძე სხვადასხვა მედიასაშუალებისა და სოციალური პლატფორმების გამოყენებით სისტემატურად ახორციელებს ცრუ და დეზინფორმაციულ ცნობებს".

„პოლიტიკო“ – ევროკავშირის დიპლომატები და ოფიციალური პირები ჯერ ისევ ვერ შეთანხმდნენ, ვინ წარმოადგენს ევროკავშირს პუტინთან მოლაპარაკებებზე

ევროკავშირის დიპლომატები და ოფიციალური პირები ჯერ ისევ ვერ შეთანხმდნენ, ვინ წარმოადგენს ევროკავშირს ვლადიმერ პუტინთან სამშვიდობო მოლაპარაკებებზე. ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს.საკითხი მიმდინარე კვირას მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი რუსეთში სამმხრივი შეხვედრის შესათავაზებლად გაემგზავრა.ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა განაცხადა, რომ პუტინი ევროკავშირს ავტორიტეტად არ აღიქვამს და ურსულა ფონ დერ ლაიენთან, კაია კალასთან და სხვა ევროპელ ლიდერებთან, მათ შორის ემანუელ მაკრონთან საუბარზე უარს ამბობს. პაველის აზრით, ევროპამ უნდა დაასახელოს ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც დანარჩენები მოლაპარაკების მანდატს მისცემენ.„პოლიტიკო“ წერს, რომ დიპლომატები ვერ თანხმდებიან, ვინ უნდა იყოს ევროპის წარმომადგენელი. ერთ-ერთი ვერსია ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბია. მას ტრამპთან ევროკავშირის ლიდერებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო ურთიერთობა აქვს, ხოლო ფინეთს რუსეთთან დიდი გამოცდილება აქვს. სტუბი ოსლოში ზელენსკისა და უიტკოფთან გამართულ შეხვედრასაც ესწრებოდა.„არჩევანი იმის თაობაზე, ვინ წარმოადგენს საბოლოოდ ევროკავშირს, დაფუძნებული იქნება იმაზე, რა მოიტანს ყველაზე დიდ სარგებელს, და არა პირადი ძალაუფლებისთვის ბრძოლაზე ან ნარცისულ მიკერძოებებზე“, – განუცხადა გამოცემას ევროკავშირის ერთ-ერთმა დიპლომატმა.ევროპელი დიპლომატი ასევე მიიჩნევს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა პუტინთან დალაპარაკებას უნდა შეეცადოს. მისი თქმით, ფონ დერ ლაიენი და კალასი უკრაინის მხარესთან ზედმეტად დაკავშირებულად აღიქმებიან, კოშტა კი უფრო მიუკერძოებელ შუამავლად გამოიყურება.

ბოლო სიახლეები