ორშაბათი, მარტი 2, 2026

მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს პრეზიდენტია

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, ქვეყნის პრეზიდენტი პარლამენტმა აირჩია. საარჩევნო კოლეგიამ მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირა.

დილიდან, საარჩევნო უბანი პარლამენტის სხდომათა დარბაზში იყო მოწყობილი. პროცესს ცესკო მართავდა.

პრეზიდენტის არჩევაში ბარიერგადალახული არცერთი ოპოზიციური პარტია არ მონაწილეობდა. ხელისუფლების ოპონენტები, რომლებიც პარლამენტს არალეგიტიმურად მიიჩნევენ, საპრეზიდენტო არჩევნებს საკანონმდებლო ორგანოს გარეთ აპროტესტებენ.

პრეზიდენტის ასარჩევად, მინიმუმ, 200 ხმა იყო საჭირო, “ქართულ ოცნებას” კი 200-ზე მეტი დელეგატი ჰყავს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ლვივში Erasmus+ პროექტის, PROMENT-ის დასკვნით ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაციამ Erasmus+ საგრანტო პროექტის - „პროფესიული განათლებისა და სტუდენტების ჩართულობის ხელშეწყობა მენტორობისა და ტუტორობის სისტემით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“ (PROMENT) - დასკვნით ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, უნივერსიტეტის დელეგაციის წევრები - ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის ხელმძღვანელი გიორგი მიქიაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თეა მურვანიძე სამუშაო ვიზიტით უკრაინაში, ლვივის პოლიტექნიკურ ეროვნულ უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ, სადაც პროექტის ფარგლებში დაგეგმილ საორგანიზაციო ჯგუფის შეხვედრასა და გალა კონფერენციას დაესწრნენ.შეხვედრებზე მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს უკრაინისა და საქართველოს უნივერსიტეტებში პროექტის ფარგლებში დანერგილი მენტორობისა და ტუტორობის სისტემის შედეგები. გალა კონფერენციის მიმდინარეობისას, პარტნიორმა მხარეებმა აღნიშნული სქემების პრაქტიკული იმპლემენტაციის შესახებ დაგროვილი გამოცდილება ერთმანეთს გაუზიარეს, საერთაშორისო თანამშრომლობის მიღწევები შეაჯამეს და სამომავლო განვითარების ახალი პერსპექტივები დასახეს.„პროექტის შემაჯამებელი ნაწილი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის, რადგან მონაწილე უნივერსიტეტებს ოფიციალურად გადაეცათ ხარისხის სერტიფიკატები, რაც საერთაშორისო დონეზე ადასტურებს განხორციელებული საქმიანობის შესაბამისობას ევროპულ სტანდარტებთან. PROMENT-ის ფარგლებში ტექნიკურ უნივერსიტეტში შეიქმნა და წარმატებით ფუნქციონირებს მენტორობისა და ტუტორობის ცენტრი, რომელიც ჩამოყალიბდა სტუდენტთა მხარდაჭერის მდგრად და სისტემურ ინსტიტუციურ მექანიზმად. ცენტრი ინტეგრირებულია უნივერსიტეტის მართვისა და სტუდენტზე ორიენტირებული პოლიტიკის ფარგლებში, საქმიანობას ახორციელებს დამტკიცებული შიდა რეგულაციებისა და ხარისხის უზრუნველყოფის პრინციპების შესაბამისად და ეფუძნება ევროპულ საუკეთესო პრაქტიკას. ცენტრში დაინერგა 12 სხვადასხვა სქემა, ჩატარდა თემატური ტრენინგები და გაძლიერდა როგორც აკადემიური, ისე სოციალური ინტეგრაციის ხელშემწყობი მოდელები, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სტუდენტთა მხარდაჭერის, ჩართულობისა და პროფესიული ორიენტაციის სისტემის განვითარებას”, - აცხადებს გიორგი მიქიაშვილი.

გაერო-ს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში ირანის ელჩი აცხადებს, რომ ისრაელმა და აშშ-მა გუშინ ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმა განახორციელეს

გაერო-ს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში (IAEA) ირანის ელჩი რეზა ნაჯაფი აცხადებს, რომ გუშინ ისრაელმა და აშშ-მა ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმა განახორციელეს.მისივე თქმით, თავდასხმა მოხდა ისპაჰანის პროვინციაში ნატანზის ბირთვულ ობიექტზე, რომელიც ურანის გამდიდრებისთვის იყო შექმნილი.„ისინი გუშინ კვლავ თავს დაესხნენ ირანის მშვიდობიან, დაცულ ბირთვულ ობიექტებს“, – განუცხადა რეზა ნაჯაფიმ ჟურნალისტებს საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს საბჭოს სხდომაზე.ცნობისთვის, საერთაშორისო ატომური სააგენტოს ხელმძღვანელმა, რაფაელ გროსმა განაცხადა, რომ ამ დროისთვის ირანის ბირთვული ობიექტები დაზიანებული არ არის.„არ არსებობს მინიშნება, რომ რომელიმე ბირთვული დანადგარი, მათ შორის ბუშერის ატომური ელექტროსადგური, თეირანის კვლევითი რეაქტორი ან სხვა ბირთვული საწვავი ციკლი ირანში დაზიანდა ან დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა“, – აცხადებს რაფაელ გროსი.

კულტურის მინისტრი იყალთოს საეკლესიო არქიტექტურული კომპლექსის ფერისცვალების გუმბათოვანი ეკლესიისა და აკადემიის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე იყალთოს საეკლესიო არქიტექტურული კომპლექსის ფერისცვალების გუმბათოვანი ეკლესიისა და აკადემიის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს.„ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფერისცვალების ეკლესიის ტაძრის კალთებზე სპილენძის გადახურვისა და სარტყლის მოწყობა; ტაძრის ინტერიერში გვიანდელი შელესილობისა და შეღებილი ნაწილების მოხსნა; ბზარების დაკერვა, დაჩანგვლა და ინექცირება. ჩატარდა საძირკვლის გაძლიერების სამუშაოები; გუმბათზე მოეწყო სპილენძის გადახურვა და სარტყელი. აკადემიის შენობის რეაბილიტაციის ფარგლებში მოიხსნა მცენარეული საფარი; გადაეწყო გალავნის კედელი და მოიხსნა მორყეული ქვები. მიმდინარეობს გალავნის მიმდებარედ მიწის მოჭრა და საძირკვლის გაძლიერების სამუშაოები“, – ნათქვამია საქართველოს კულტურის სამინისტროს ინფორმაციაში.კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ჩართულია რეაბილიტაციის პროცესში.„ხელისუფლება და ჩვენი ეკლესია ერთად ვმუშაობთ იმისათვის, რომ კულტურული მემკვიდრეობის ეს უდიდესი ძეგლი გადავარჩინოთ. მზად ვართ, მას არასდროს მოვაკლოთ ყურადღება“, – განაცხადა თინათინ რუხაძემ.მინისტრთან ერთად სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს: აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა, დავითმა (მახარაძე), თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, გიგა მამუკელაშვილმა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა, თეა ონიანმა.

იოჰან ვადეპული – გერმანია ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებში არ ჩაერთვება

გერმანია ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებში არ ჩაერთვება. ამის შესახებ გერმანიის საგარეოს საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეპულიმ განაცხადა.მინისტრმა ამასთან განმარტა, რომ გერმანია დაიცავს თავის ჯარისკაცებს, რომლებიც იორდანიასა და ერაყში მულტინაციონალურ სამხედრო ბაზებზე არიან განთავსებულნი, თუ მათზე თავდასხმა განხორციელდება.„ფედერალურ ხელისუფლებას კონფლიქტში მონაწილეობის განზრახვა არ აქვს, ჩვენ ამასთან არ გვაქვს საჭირო სამხედრო რესურსები“, - განაცხადა მინისტრმა.

ირანის განცხადებით, აშშ-ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ირანი აცხადებს, რომ აშშ-ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.Reuters-ის ცნობით, ინფორმაციას ირანული მედია "წითელ ნახევარმთვარეზე" დაყრდნობით ავრცელებს."ირანის სახელმწიფო მედია, ირანის "წითელ ნახევარმთვარეზე" დაყრდნობით იტყობინება, რომ ირანში აშშ-ისრაელის იერიშების დაწყებიდან, სულ მცირე 555 ადამიანი დაიღუპა", - წერს Reuters-ი.

ბოლო სიახლეები